ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რას უკავშირებდა ის ეროვნული ვალუტის გამყარებას.
"ლარი, მე ვფიქრობ, ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ზედმეტი ომპტიმიზმი არ მინდა შევუქმნა ბიზნესმენებს, რადგან ეს გამოიწვევს გადაყიდვას დოლარის და ეს მერე გამოიწვევს უკუქმედებას. ზედმეტი ოპტიმიზმი არ ივარგებს, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ მომავალში", - განაცხადა ივანიშვილმა.