მილიონერებისთვის განკუთვნილი სასტუმროს ნომრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ამჟამად მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე 1990-იან წლებში.
თანამედროვე სასტუმროები იძულებული არიან, მდიდრების მოთხოვნები დააკმაყოფილონ და არა მხოლოდ ძვირად ღირებული, არამედ ლამაზი ნომრები შესთავაზონ. თითოეულ ნომერს საკუთარი აუზი და დიდი ფანჯრები გააჩნია, რომლებიდანაც ულამაზესი პეიზაჟები იშლება. როგორც წესი, ნომერი გათვლილია 4-12 ადამიანზე, ვინაიდან მდიდარ ადამიანებს მუდამ თან ახლავთ დაცვა, თანაშემწეები და სხვა მომსახურე პერსონალი.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო ნომრების ათეულს.
საპრეზიდენტო ლუქსი, ჰონგ-კონგი 13 700 დოლარი
ჰონგ-კონგის საპრეზიდენტო ლუქსი, რომლიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება პორტის აკვატორია ვიქტორიაზე, შორეულ აღმოსავლეთში ყველაზე ლამაზად მიიჩნევა. სასტუმროს ბოლო სართულზე მდებარე ნომერს კინოთეატრი IMAX, შესანიშნავი ხედი და 760 კვ.მ. ტერასა, აუზი და ჯაკუზი გააჩნია. სტუმრების განკარგულებაში არის როლს-როისი, მერსედესი და ბენტლი.
სულთანის ლუქსი, სტამბოლი - 15 300 დოლარი
სტამბულის სულთანის ლუქსი ისტორიის ნაწილი გახლავთ, ვინაიდან ის 1500 წელს ააშენეს და ოსმანების იმპერიის სულთნების რეზიდენცია იყო. 1800 წელს სასახლე გადააკეთეს და ხე მარმარილოთი შეცვალეს. ამჟამად ნომერში გაცილებით მეტი კომფორტია, ვიდრე სულთნების მმართველობის დროს: აუზი, ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკი, იახტა, პირადი მოსამსახურე, ლამაზი, მოხერხებული და ფასეული ავეჯი.
სამეფო ლუქსი, დუბაი - 23 000 დოლარი
მთელი დუბაი ფეშენებელური სასტუმროებითა და ცათამბჯენებითაა მოცული და გამონაკლისს არც სასტუმრო ბურჯ-ალ-არაბის საპრეზიდენტო ლუქსი წარმოადგენს. ნომერში მბრუნავი საწოლია, მოსამსახურე, ჯაკუზი, უამრავი ბალიში, სააბაზანო - ყველაფერი დუბაის სტანდარტებით. თავად ნომერი უზადოდ არის დეკორირებული, მაგრამ ყველაზე დიდი უპირატესობა წყალქვეშა რესტორანში ვახშმობის შესაძლებლობაა, სადაც თითოეული კერძი ათასობით დოლარი ღირს.