პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი მაშველის დღიური: "გაკვამლულ პალატაში... ვიპოვეთ პაციენტი და ექიმი, რომელიც ხელოვნური სუთქვით აცოცხლებდა ახლადნაოპერაციევს..."
უცნობი მაშველის დღიური: "გაკვამლულ პალატაში... ვიპოვეთ პაციენტი და ექიმი, რომელიც ხელოვნური სუთქვით აცოცხლებდა ახლადნაოპერაციევს..."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ნი­უს­რუ­მის ცხელ ხაზ­ზე უჩ­ვე­უ­ლო ზარი შე­მო­ვი­და. მა­მა­კაც­მა, რო­მე­ლიც გვი­რე­კავ­და, ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა არ ისურ­ვა, უბ­რა­ლოდ სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, ჩვენ­თვის პი­რა­დი დღი­უ­რი გად­მო­ე­ცა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღი­უ­რის ში­ნა­არ­სი ჩვენ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მოგ­ვცა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­ფიქ­რეთ, რომ დღი­ურ­ში სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია იქ­ნე­ბო­და გად­მო­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც გაც­რე­ცილყდი­ან­მა უბის წიგ­ნაკ­მა ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია, მას­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი ამო­ვი­კი­თხეთ, რო­მე­ლიც მე­ხან­ძრე-მაშ­ველს ეკუთ­ვნის.

დღი­ურს თან მცი­რე მი­ნა­წე­რიც ახ­ლდა: "ყო­ველ­დღე ადა­მი­ა­ნე­ბი ათა­სი წვრილ­მა­ნის გამო ვწუ­წუ­ნებთ, გა­მოვ­თქვამთ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, სამ­ყა­რო კი ჩვენ გარ­შე­მო სავ­სეა სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნე­ბით. ეს დღი­უ­რიც ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს ნა­ნახ­მა და გან­ცდილ­მა და­მა­წე­რი­ნა". მაშ ასე, AMBEBI.GE უც­ნო­ბი მაშ­ვე­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას იწყებს...

"პირ­ვე­ლი დღეა... ექ­ვსთვი­ა­ნი სწავ­ლე­ბის და ფი­ზი­კუ­რი ნორ­მა­ტი­ვე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ახა­ლი ფორ­მა მო­ვირ­გეთ მე და ჩემ­მა მე­წყვი­ლემ და მთე­ლი დღე არ გაგ­ვიხ­დია. ისიც ჩემ­სა­ვით ახალ­ბე­დაა. შე­და­რე­ბით ძველ­მა და გა­მოც­დილ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ვი­თა­რე­ბა­ში გაგ­ვარ­კვი­ეს, დი­ლით თე­ო­რი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბიც გვქონ­და. რო­გორც კი დას­რულ­და, წუთ­ში სა­ხან­ძრო და სა­მაშ­ვე­ლო გან­გა­ში ჩა­ირ­თო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ სა­დღაც ვი­ღა­ცას უჭირ­და და ჩვე­ნი შვე­ლა სჭირ­დე­ბო­და. რო­გორც კი მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით, პირ­ვე­ლი რაც გა­მახ­სენ­და აირ­წი­ნა­ღი იყო, რო­მე­ლიც მან­ქა­ნის სა­ვარ­ძე­ლის სა­ზურ­გე­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი და მან­ქა­ნა­ში დაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე უნდა მო­ირ­გო. ნი­ღა­ბი გა­ვი­კე­თე და მისი გა­მარ­თუ­ლო­ბა შე­ვა­მოწ­მე. ჩემ­თვის ეს პირ­ვე­ლი გა­მო­ძა­ხე­ბა იყო და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი.

შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ხან­ძა­რი იყო ერთ-ერთი კლი­ნი­კის მე-6 სარ­თულ­ზე. ად­გილ­ზე მა­ლე­ვე მი­ვე­დით. მან­ქა­ნი­დან ჩა­მოვ­ხტი და პირ­ველ ნო­მერ მე­ხან­ძრეს ლულა გა­და­ვუგ­დე. მე სა­ხან­ძრო სა­ხე­ლუ­რე­ბი ავი­ღე და შე­ნო­ბის­კენ გა­ვი­ქე­ცი. ვე­რა­ვის ვამ­ჩნევ­დი, ერთი მი­ზა­ნი მქონ­და - სა­ხე­ლუ­რე­ბი დრო­უ­ლად ამე­ტა­ნა ხან­ძრის კე­რამ­დე და წყა­ლი გა­მო­ეშ­ვათ, რომ ცე­ცხლი ჩაგ­ვექ­რო. მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ერთი ამო­სუნ­თქვით ავირ­ბი­ნე. უკან რომ მი­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე ჩემი მე­წყვი­ლე მომ­ყვე­ბო­და, რა­მაც ძალა მომ­ცა და სა­ხე­ლუ­რე­ბი მა­ლე­ვე გავ­შა­ლეთ. ამ დროს ვი­ღა­ცამ და­ი­ძა­ხა: "აირ­წი­ნა­ღი­ა­ნე­ბი აქეთ შე­მო­დი­თო!" ნიღ­ბე­ბი გა­ვი­კე­თეთ და კვამლში შე­ვე­დით...

სიბ­ნე­ლე­სა და კვამლში მხო­ლოდ მაშ­ვე­ლის ფორ­მის მწვა­ნე ზო­ლის გარ­ჩე­ვას ვა­ხერ­ხებ­დი. ხან­ძრის კე­რი­დან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი უკვე ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ერთი ექი­მი არ შორ­დე­ბო­და იქ მყოფ ახ­ლად­ნა­ო­პერ­ცი­ევ პა­ცი­ენტს. რო­გორც გა­ირ­კვა, მოკ­ლე ჩარ­თვის­გან გა­ჩე­ნილ­მა სიმ­ხურ­ვა­ლემ იმ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტის მი­ლე­ბი და­ად­ნო (დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბაც ამან გა­მო­იწ­ვია), რო­მელ­ზეც პა­ცი­ენ­ტი იყო მი­ერ­თე­ბუ­ლი. ამ დროს პა­ლა­ტა­ში სამ­ნი ვართ: მე, ჩემი მე­წყვი­ლე და ოც­მე­თა­უ­რი. ასეთ სა­მე­ულს სა­ხან­ძრო რგო­ლი ჰქვია - დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის დროს აირ­წი­ნა­ღით აღ­ჭურ­ვი­ლი სამი მე­ხან­ძრე რგოლს ქმნის და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს. სწო­რედ ამ სტრა­ტე­გი­ით ვი­პო­ვეთ პა­ლა­ტა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი და ექი­მი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნურ სუთ­ქვას უტა­რებ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად აცო­ცხლებ­და ახ­ლად­ნა­ო­პე­რა­ცი­ევ მა­მა­კაცს... ჰა­ე­რი უკვე თვი­თო­ნაც აღარ ჰყოფ­ნი­და, მუხ­ლებ­ზე იდგა. ოც­მე­თა­ურ­მა თა­ვი­სი აირ­წი­ნა­ღი მო­იხ­სნა და ექიმს გა­უ­კე­თა, ჩვენ კი პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნა დაგ­ვა­ვა­ლა.

...სა­კა­ცით სი­ნათ­ლე­ზე რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, შე­ვამ­ჩნი­ეთ რომ ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბის­გან ხელ-ფეხი სულ გა­ლურ­ჯე­ბო­და. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სწრა­ფად ჩა­ვუ­ყე­ვით კი­ბეს და პა­ცი­ენ­ტი იქვე მგდარ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბილ­ში მო­ვა­თავ­სეთ. ოც­მე­თა­უ­რიც ფეხ­და­ფეხ მოგ­ვყვა, რო­მელ­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ექი­მი მოჰ­ყავ­და და ისიც სას­წრა­ფო­ში მო­ა­თავ­სა...

პირ­ვე­ლი მო­რი­გე­ო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, დაღ­ლილ­სა და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თულს ძილი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­მე­კა­რა. თავ­ში რამ­დე­ნი­მე კი­თხვა მიტ­რი­ლებ­და: რა მოხ­დე­ბო­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ცო­ტაც რომ დაგ­ვეგ­ვი­ა­ნა და შეძ­ლეს თუ არა ექი­მებ­მა იმ პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა?..

შემ­დეგ მო­რი­გე­ო­ბა­ზე მი­სულ­მა ოც­მე­თა­უ­რის­გან გა­ვარ­კვიე, რომ პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ კვამ­ლი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, გა­დარ­ჩა. სწო­რედ მა­შინ და­მე­უფ­ლა პირ­ვე­ლად გრძნო­ბა, რო­მელ­საც ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა და რო­მე­ლიც სი­ხა­რუ­ლის, ბედ­ნი­ე­რე­ბის, კმა­ყო­ფი­ლე­ბის და სი­ა­მა­ყის ნა­ზავს ჰგავს - გრძნო­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნი­სას გე­უფ­ლე­ბა"...

გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა...

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

უცნობი მაშველის დღიური: "გაკვამლულ პალატაში... ვიპოვეთ პაციენტი და ექიმი, რომელიც ხელოვნური სუთქვით აცოცხლებდა ახლადნაოპერაციევს..."

უცნობი მაშველის დღიური: "გაკვამლულ პალატაში... ვიპოვეთ პაციენტი და ექიმი, რომელიც ხელოვნური სუთქვით აცოცხლებდა ახლადნაოპერაციევს..."

რამდენიმე დღის წინ "პალიტრა მედიის" ნიუსრუმის ცხელ ხაზზე უჩვეულო ზარი შემოვიდა. მამაკაცმა, რომელიც გვირეკავდა, ვინაობის დასახელება არ ისურვა, უბრალოდ სურვილი გამოთქვა, ჩვენთვის პირადი დღიური გადმოეცა და იმ შემთხვევაში, თუ დღიურის შინაარსი ჩვენთვისაც საინტერესო იქნებოდა, მისი გამოქვეყნების უფლება მოგვცა. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ დღიურში სიყვარულის ბანალური ისტორია იქნებოდა გადმოცემული, მაგრამ როდესაც გაცრეცილყდიანმა უბის წიგნაკმა ჩვენამდე მოაღწია, მასში სრულიად განსხვავებული ამბები ამოვიკითხეთ, რომელიც მეხანძრე-მაშველს ეკუთვნის.

დღიურს თან მცირე მინაწერიც ახლდა: "ყოველდღე ადამიანები ათასი წვრილმანის გამო ვწუწუნებთ, გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, სამყარო კი ჩვენ გარშემო სავსეა სამწუხარო მოვლენებით. ეს დღიურიც ჩემი პროფესიული საქმიანობის დროს ნანახმა და განცდილმა დამაწერინა". მაშ ასე, AMBEBI.GE უცნობი მაშველის ჩანაწერების გამოქვეყნებას იწყებს...

"პირველი დღეა... ექვსთვიანი სწავლების და ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების შემდეგ ახალი ფორმა მოვირგეთ მე და ჩემმა მეწყვილემ და მთელი დღე არ გაგვიხდია. ისიც ჩემსავით ახალბედაა. შედარებით ძველმა და გამოცდილმა თანამშრომლებმა ვითარებაში გაგვარკვიეს, დილით თეორიული და ფიზიკური გაკვეთილებიც გვქონდა. როგორც კი დასრულდა, წუთში სახანძრო და სამაშველო განგაში ჩაირთო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სადღაც ვიღაცას უჭირდა და ჩვენი შველა სჭირდებოდა. როგორც კი მანქანაში ჩავსხედით, პირველი რაც გამახსენდა აირწინაღი იყო, რომელიც მანქანის სავარძელის საზურგეზეა მიმაგრებული და მანქანაში დაჯდომისთანავე უნდა მოირგო. ნიღაბი გავიკეთე და მისი გამართულობა შევამოწმე. ჩემთვის ეს პირველი გამოძახება იყო და ძალიან ვნერვიულობდი.

შემოსული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი იყო ერთ-ერთი კლინიკის მე-6 სართულზე. ადგილზე მალევე მივედით. მანქანიდან ჩამოვხტი და პირველ ნომერ მეხანძრეს ლულა გადავუგდე. მე სახანძრო სახელურები ავიღე და შენობისკენ გავიქეცი. ვერავის ვამჩნევდი, ერთი მიზანი მქონდა - სახელურები დროულად ამეტანა ხანძრის კერამდე და წყალი გამოეშვათ, რომ ცეცხლი ჩაგვექრო. მეექვსე სართულზე ერთი ამოსუნთქვით ავირბინე. უკან რომ მივიხედე, დავინახე ჩემი მეწყვილე მომყვებოდა, რამაც ძალა მომცა და სახელურები მალევე გავშალეთ. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა: "აირწინაღიანები აქეთ შემოდითო!" ნიღბები გავიკეთეთ და კვამლში შევედით...

სიბნელესა და კვამლში მხოლოდ მაშველის ფორმის მწვანე ზოლის გარჩევას ვახერხებდი. ხანძრის კერიდან სამედიცინო პერსონალი უკვე ევაკუირებული იყო, თუმცა ერთი ექიმი არ შორდებოდა იქ მყოფ ახლადნაოპერციევ პაციენტს. როგორც გაირკვა, მოკლე ჩართვისგან გაჩენილმა სიმხურვალემ იმ ხელოვნური სუნთქვის აპარატის მილები დაადნო (დაკვამლიანებაც ამან გამოიწვია), რომელზეც პაციენტი იყო მიერთებული. ამ დროს პალატაში სამნი ვართ: მე, ჩემი მეწყვილე და ოცმეთაური. ასეთ სამეულს სახანძრო რგოლი ჰქვია - დაკვამლიანების დროს აირწინაღით აღჭურვილი სამი მეხანძრე რგოლს ქმნის და სამძებრო სამუშაოებს ატარებს. სწორედ ამ სტრატეგიით ვიპოვეთ პალატაში მყოფი პაციენტი და ექიმი, რომელიც ხელოვნურ სუთქვას უტარებდა და ფაქტობრივად აცოცხლებდა ახლადნაოპერაციევ მამაკაცს... ჰაერი უკვე თვითონაც აღარ ჰყოფნიდა, მუხლებზე იდგა. ოცმეთაურმა თავისი აირწინაღი მოიხსნა და ექიმს გაუკეთა, ჩვენ კი პაციენტის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დაგვავალა.

...საკაცით სინათლეზე რომ გამოვიყვანეთ, შევამჩნიეთ რომ ჟანგბადის ნაკლებობისგან ხელ-ფეხი სულ გალურჯებოდა. შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩავუყევით კიბეს და პაციენტი იქვე მგდარ სასწრაფო დახმარების ავტომობილში მოვათავსეთ. ოცმეთაურიც ფეხდაფეხ მოგვყვა, რომელსაც დაზარალებული ექიმი მოჰყავდა და ისიც სასწრაფოში მოათავსა...

პირველი მორიგეობიდან დაბრუნებულს, დაღლილსა და ემოციებით დატვირთულს ძილი დიდი ხნის განმავლობაში არ მომეკარა. თავში რამდენიმე კითხვა მიტრილებდა: რა მოხდებოდა გამოძახებაზე ცოტაც რომ დაგვეგვიანა და შეძლეს თუ არა ექიმებმა იმ პაციენტის გადარჩენა?..

შემდეგ მორიგეობაზე მისულმა ოცმეთაურისგან გავარკვიე, რომ პაციენტი, რომელიც ჩვენ კვამლიდან გამოვიყვანეთ, გადარჩა. სწორედ მაშინ დამეუფლა პირველად გრძნობა, რომელსაც ვერაფერი შეედრება და რომელიც სიხარულის, ბედნიერების, კმაყოფილების და სიამაყის ნაზავს ჰგავს - გრძნობა, რომელიც მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენისას გეუფლება"...

გაგრძელება იქნება...

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი