პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება
"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტე­ბი წამ­ყვან ევ­რო­პულ კუ­რორ­ტებს სრულ­ფა­სო­ვან კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წე­ვენ. თუმ­ცა კუ­რორ­ტო­ლოგ­თა შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ამ კუ­თხით აქვს ერთი დიდი კო­ზი­რი – 103 სა­კუ­რორ­ტო ზო­ნი­დან ერთ-ერთი ისე­თი უნი­კა­ლუ­რია, რომ მისი უფრო გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, წამ­ყვან ევ­რო­პულ კუ­რორ­ტებს აქეთ და­უდ­გე­ბათ კონ­კუ­რენ­ცი­ის პრობ­ლე­მა.

სწო­რედ ეს თქვა ერ­თმა ჩემ­მა გერ­მა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ბახ­მა­რო­ში მოხ­ვდა – და­სავ­ლეთ­ში ხალ­ხი ათა­სო­ბით ევ­როს ხარ­ჯავს, რომ ასეთ ად­გილ­თან ოდ­ნავ მი­ახ­ლო­ე­ბულ კუ­რორტზე სულ რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­როს, თქვენ კი­დევ ცხვირ­წინ გაქვთ და მიკ­ვირს, რომ არ აფა­სებ­თო. მი­სი­ვე თქმით, ეს იგი­ვეა, ადა­მი­ანს ოქრო ჰქონ­დეს და ეს არ ახ­სოვ­დეს. თუმ­ცა ეს რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო, მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა... თუმ­ცა, სა­ნამ ცვლი­ლე­ბებ­ზე ვი­ტყო­დეთ, მა­ნამ­დე ორი­ო­დე სი­ტყვით ის ვთქვათ, თუ რა­ტომ არის ბახ­მა­რო სა­კუ­რორ­ტო კუ­თხით მთა­ვა­რი კო­ზი­რი.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პის კუ­რორ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბახ­მა­როს უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ იქ ზღვი­სა და მთის ჰა­ე­რის შერ­წყმა ხდე­ბა. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ მე­დი­კოს­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ დას­ვე­ნე­ბის შე­დე­გად სის­ხლის ფორ­მუ­ლა 21 დღე­ში იც­ვლე­ბა და ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტი მაღ­ლდე­ბა. ვი­მე­ო­რებთ – მხო­ლოდ 21 დღე­ში! "ჯა­დოს­ნუ­რო­ბა" მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ბახ­მა­რო­ში ჰა­ე­რი ყო­ველ­თვის სუფ­თა და გამჭვირ­ვა­ლეა, რაც ქმნის გა­ფან­ტუ­ლი ულტრა­ი­ის­ფე­რი რა­დი­ა­ცი­ის მა­ღალ დო­ნეს და სწო­რედ ეს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის დაჩ­ქა­რე­ბულ გა­ჯან­სა­ღე­ბას. ჰა­ე­რი კი სუფ­თა და გამჭვირ­ვა­ლე ყო­ველ­თვის იმი­ტომ არის, რომ ბახ­მა­რო მეს­ხე­თის ქედ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2050 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს, ის ნაძ­ვი­სა და სო­ჭის ხე­ე­ბით და­ფა­რუ­ლი მა­რადმწვა­ნე ქვა­ბუ­ლია.

სა­ნამ მეც­ნი­ე­რუ­ლად და­ად­გენ­დნენ ბახ­მა­როს უნი­კა­ლუ­რო­ბას, მა­ნამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას სას­წა­ულს მი­ა­წერ­დნენ ხოლ­მე. ასე მოხ­და ორი სა­უ­კუ­ნის წინ, როცა სა­ძო­ვარ­ზე ამო­სუ­ლი ჭლე­ქით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მწყემ­სი გა­მო­ჯან­მრთელ­და. მე-19 სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში იყო ასე­თი ექი­მი – არ­ტემ და­ვი­თი­ან­ცი, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებს ბახ­მა­რო­ში გზავ­ნი­და და ისი­ნი უკან გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლე­ბი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მოხ­და ისე, რომ ეს ექი­მიც ჭლე­ქით და­ა­ვად­და, ბახ­მა­რო­ში წა­ვი­და და... გა­მო­ჯან­მრთელ­და. მე-20 სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ად­გი­ნეს – ბახ­მა­რო­ში ზღვი­სა და მთის ჰა­ე­რის შერ­წყმა ხდე­ბა, რაც მის­წრე­ბაა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თა­ვი­დან მო­სა­შო­რებ­ლად, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, სა­სუნ­თქი გზე­ბის პრობ­ლე­მა, სის­ხლნაკ­ლე­ბო­ბა, ნევ­რას­თე­ნია და ლიმ­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბია.

თა­მარ ჩი­ლინ­გა­რიშ­ვი­ლი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, თსუ პრო­ფე­სო­რი, კუ­რორ­ტო­ლო­გი: სა­ერ­თოდ, ასეა მი­ღე­ბუ­ლი, რომ ჯერ მთა­შია კარ­გი დას­ვე­ნე­ბა და მერე ზღვა­ზე. ბახ­მა­რო კი იმი­თაა უნი­კა­ლუ­რი, რომ მას­ში მთი­სა და ზღვის ჰა­ვაა შე­ხა­მე­ბუ­ლი და თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა ის და­დე­ბი­თი ეფექ­ტი, რაც ახა­სი­ა­თებს მთის კლი­მატს და რაც ახა­სი­ა­თებს ზღვის კლი­მატს. ეს კი შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, რომ ერთი კუ­რორ­ტით მი­ვი­ღოთ ორ­მა­გი სარ­გე­ბე­ლი _ ორ­მა­გად გა­ვი­კა­ჟოთ ორ­გა­ნიზ­მი. ბახ­მა­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სუფ­თა და ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლე ჰა­ე­რია. ამ სი­სუფ­თა­ვეს უზ­რუნ­ველ­ყოფს მდი­და­რი წიწ­ვი­ა­ნი ტყის მა­სი­ვი, რაც მის ჰა­ვას სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლე­ბით აზა­ვებს და ფი­ტონ­ცი­დე­ბით ამ­დიდ­რებს. ეს ტე­რი­ტო­რია მდი­და­რია ბუ­ნებ­რი­ვი წყა­როს წყლე­ბი­თაც. სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი ბახ­მა­რო­ში ივ­ნის­ში, ფიჭ­ვის ყვა­ვი­ლო­ბი­სას იწყე­ბა და ოქ­ტომ­ბრამ­დე გას­ტანს. თუ გა­სარ­თო­ბი სე­ზო­ნი აგ­ვის­ტოს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დო­ღით მთავ­რდე­ბა, კუ­რორ­ტის სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა. ეს კუ­რორ­ტი და­დე­ბით კვალს ტო­ვებს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ან­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვებ­ზე. აქ დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კაჟ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მი, სის­ხლში მა­ტუ­ლობს ერით­რო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, იმუ­ნურ სის­ტე­მა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა და­დე­ბი­თი ძვრე­ბი, ხდე­ბა ორ­გა­ნიზ­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა. ბავ­შვებს ემა­ტე­ბათ ჭა­მის მადა, რაც ესო­დენ ადარ­დებთ ხოლ­მე დე­დებს და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბე­ბი­ებს.

უნი­კა­ლუ­რო­ბა უნი­კა­ლუ­რო­ბად, თუმ­ცა ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ამ კუ­რორტზე კომ­ფორ­ტუ­ლად დას­ვე­ნე­ბა. თუ მე­დი­კო­სე­ბი ბახ­მა­როს გვირ­ჩე­ვენ, უკვე სტა­ჟი­ა­ნი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სას­ტუმ­რო "ბახ­მა­როს" არ­ჩე­ვენ და სხვებ­საც ურ­ჩე­ვენ.

მოკ­ლედ შე­ვა­ჯა­მებთ მათ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს - სას­ტუმ­რო ბახ­მა­რო­ში (იხ. ფო­ტო­გა­ლე­რეა) ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის დამ­სვე­ნე­ბელს მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი აქვს შექ­მნი­ლი. სას­ტუმ­რო 18-ნომ­რი­ა­ნია. თი­თო­ე­ულ ნო­მერ­ში 4 ად­გი­ლია. ყვე­ლა ნო­მერ­ში არის გათ­ბო­ბა, ტე­ლე­ვი­ზო­რი, ცივი და ცხე­ლი წყა­ლი. დამ­სვე­ნე­ბელ­თა სამ­ჯე­რა­დი კვე­ბის სა­კი­თხი კი მინ­დო­ბი­ლი აქვთ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ მზა­რე­უ­ლებს. სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა ასა­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­სარ­თო­ბი კუ­თხე­ე­ბი, სას­ტუმ­როს ეზო კი მო­ფე­ნი­ლია ფე­რა­დი ქოლ­გე­ბი­თა და ჰა­მა­კე­ბით.

ბახ­მა­რო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი დიდ­ხანს შე­მორ­ჩე­ბა თქვენს მეხ­სი­ე­რე­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, ახა­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გეთ ცხოვ­რე­ბას. გარ­წმუ­ნებთ – ეს არ არის ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვე­ბი!

სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია 599 70 21 21

სა­ი­ტი: www.hotelbakhmaro.ge

ეკა სა­ლა­ღა­ია

დალილას
0

სრულიად გეთანხმები,ბეშუმი არის საოცრება და საერთოდ არ ჯდება ძვირი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სანამ საქართველოს კურორტები წამყვან ევროპულ კურორტებს სრულფასოვან კონკურენციას გაუწევენ. თუმცა კურორტოლოგთა შეფასებით, საქართველოს ამ კუთხით აქვს ერთი დიდი კოზირი – 103 საკურორტო ზონიდან ერთ-ერთი ისეთი უნიკალურია, რომ მისი უფრო განვითარების შემთხვევაში, წამყვან ევროპულ კურორტებს აქეთ დაუდგებათ კონკურენციის პრობლემა.

სწორედ ეს თქვა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბახმაროში მოხვდა – დასავლეთში ხალხი ათასობით ევროს ხარჯავს, რომ ასეთ ადგილთან ოდნავ მიახლოებულ კურორტზე სულ რამდენიმე დღე გაატაროს, თქვენ კიდევ ცხვირწინ გაქვთ და მიკვირს, რომ არ აფასებთო. მისივე თქმით, ეს იგივეა, ადამიანს ოქრო ჰქონდეს და ეს არ ახსოვდეს. თუმცა ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა... თუმცა, სანამ ცვლილებებზე ვიტყოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით ის ვთქვათ, თუ რატომ არის ბახმარო საკურორტო კუთხით მთავარი კოზირი.

საქართველოსა და ევროპის კურორტებისგან განსხვავებით, ბახმაროს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იქ ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება. მთავარი კი ის არის, რომ მედიკოსთა ინფორმაციით, აქ დასვენების შედეგად სისხლის ფორმულა 21 დღეში იცვლება და ადამიანის იმუნიტეტი მაღლდება. ვიმეორებთ – მხოლოდ 21 დღეში! "ჯადოსნურობა" მდგომარეობს იმაში, რომ ბახმაროში ჰაერი ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალეა, რაც ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს და სწორედ ეს იწვევს ადამიანის დაჩქარებულ გაჯანსაღებას. ჰაერი კი სუფთა და გამჭვირვალე ყოველთვის იმიტომ არის, რომ ბახმარო მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ის ნაძვისა და სოჭის ხეებით დაფარული მარადმწვანე ქვაბულია.

სანამ მეცნიერულად დაადგენდნენ ბახმაროს უნიკალურობას, მანამდე ადამიანების გამოჯანმრთელებას სასწაულს მიაწერდნენ ხოლმე. ასე მოხდა ორი საუკუნის წინ, როცა საძოვარზე ამოსული ჭლექით დაავადებული მწყემსი გამოჯანმრთელდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში იყო ასეთი ექიმი – არტემ დავითიანცი, რომელიც პაციენტებს ბახმაროში გზავნიდა და ისინი უკან გაჯანსაღებულები ბრუნდებოდნენ. მოხდა ისე, რომ ეს ექიმიც ჭლექით დაავადდა, ბახმაროში წავიდა და... გამოჯანმრთელდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერებმა უკვე ოფიციალურად დაადგინეს – ბახმაროში ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება, რაც მისწრებაა ისეთი დაავადებების თავიდან მოსაშორებლად, როგორიც, მაგალითად, სასუნთქი გზების პრობლემა, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია და ლიმფებთან დაკავშირებული გართულებებია.

თამარ ჩილინგარიშვილი, მედიცინის დოქტორი, თსუ პროფესორი, კურორტოლოგი: საერთოდ, ასეა მიღებული, რომ ჯერ მთაშია კარგი დასვენება და მერე ზღვაზე. ბახმარო კი იმითაა უნიკალური, რომ მასში მთისა და ზღვის ჰავაა შეხამებული და თავმოყრილია ყველა ის დადებითი ეფექტი, რაც ახასიათებს მთის კლიმატს და რაც ახასიათებს ზღვის კლიმატს. ეს კი შესაძლებლობას იძლევა, რომ ერთი კურორტით მივიღოთ ორმაგი სარგებელი _ ორმაგად გავიკაჟოთ ორგანიზმი. ბახმაროში განსაკუთრებულად სუფთა და ძალიან გამჭვირვალე ჰაერია. ამ სისუფთავეს უზრუნველყოფს მდიდარი წიწვიანი ტყის მასივი, რაც მის ჰავას სასიამოვნო სურნელებით აზავებს და ფიტონციდებით ამდიდრებს. ეს ტერიტორია მდიდარია ბუნებრივი წყაროს წყლებითაც. საკურორტო სეზონი ბახმაროში ივნისში, ფიჭვის ყვავილობისას იწყება და ოქტომბრამდე გასტანს. თუ გასართობი სეზონი აგვისტოს მეორე ნახევარში დოღით მთავრდება, კურორტის სამკურნალო ეფექტი ოქტომბრამდე გრძელდება. ეს კურორტი დადებით კვალს ტოვებს ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე. აქ დასვენების შემდეგ კაჟდება ორგანიზმი, სისხლში მატულობს ერითროციტების რაოდენობა, იმუნურ სისტემაში აღინიშნება დადებითი ძვრები, ხდება ორგანიზმის გაჯანსაღება. ბავშვებს ემატებათ ჭამის მადა, რაც ესოდენ ადარდებთ ხოლმე დედებს და განსაკუთრებით, ბებიებს.

უნიკალურობა უნიკალურობად, თუმცა ერთ-ერთი მთავარი საკითხია, შესაძლებელია თუ არა ამ კურორტზე კომფორტულად დასვენება. თუ მედიკოსები ბახმაროს გვირჩევენ, უკვე სტაჟიანი დამსვენებლები სასტუმრო "ბახმაროს" არჩევენ და სხვებსაც ურჩევენ.

მოკლედ შევაჯამებთ მათ გამოხმაურებებს - სასტუმრო ბახმაროში (იხ. ფოტოგალერეა) ნებისმიერი გემოვნების დამსვენებელს მაქსიმალური კომფორტი აქვს შექმნილი. სასტუმრო 18-ნომრიანია. თითოეულ ნომერში 4 ადგილია. ყველა ნომერში არის გათბობა, ტელევიზორი, ცივი და ცხელი წყალი. დამსვენებელთა სამჯერადი კვების საკითხი კი მინდობილი აქვთ მაღალკვალიფიციურ მზარეულებს. სასტუმროს ფოიეში თავმოყრილია სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელთა გასართობი კუთხეები, სასტუმროს ეზო კი მოფენილია ფერადი ქოლგებითა და ჰამაკებით.

ბახმაროში გატარებული დღეები დიდხანს შემორჩება თქვენს მეხსიერებას და საშუალებას მოგცემთ, ახალი ენერგიით შეუდგეთ ცხოვრებას. გარწმუნებთ – ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები!

საკონტაქტო ინფორმაცია 599 70 21 21

საიტი: www.hotelbakhmaro.ge

ეკა სალაღაია

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარი“ შშმ პირთათვის სპორტული თავგადასავლების მხარდაჭერას განაგრძობს

„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების  განვითარებას