"ნოსირელი ქაჯი ხარ და დარჩები ნოსირელ ქაჯად", - ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის იმედის" წარმომადგენელმა თამარ ხაჭაპურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომრე ეკა ბესელიას.
ინციდენტი ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოხდა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა.
თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით, ეკა ბესელია სხდომებზე კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს. საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ინციდენტი პარლამენტის მანდატურის სამსახურის ჩარევით განიმუხტა, რაც მესამე სექტორის წარმომადგენლის დარბაზიდან გაძევებაში გამოიხატა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიას კომენტარი არ გაუკეთებია.