მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ "ფრონტალურ" გაუგებრობას ჰკითხეთ...მეორე მხარეს, რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა?“ - ხიდაშელის პასუხი ვასაძის მწვავე შეფასებებზე
"ამ "ფრონტალურ" გაუგებრობას ჰკითხეთ...მეორე მხარეს, რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა?“ - ხიდაშელის პასუხი ვასაძის მწვავე შეფასებებზე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი მისი მი­სა­მარ­თით ბიზ­ნე­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის მიერ Palitranews-ეთერ­ში გა­კე­თე­ბულ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს "ფე­ის­ბუქ­ზე" პა­სუ­ხობს.

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბო, ამ "ფრონ­ტა­ლურ" გა­უ­გებ­რო­ბას კი­თხეთ მე რომ სამ­შობ­ლოს ღა­ლატს ჩავ­დი­ო­დი ეს იმ ოთახ­ში რას აკე­თებ­და იმ დროს? რა როლ­ში იყო? და მერე მე რომ ეს ვთქვი მან რაო? ამო­იგ­მი­ნა მა­ინც?

და აი მე­ო­რე მხა­რეს რომ ზის და გმინ­ვა­შია გულთგონ­ხარ­თა?

და პა­სუ­ხი გა­ე­ციო და რა ვუ­პა­სუ­ხო, რა? ან რო­გორ ვუ­პა­სუ­ხო? ჩემო ორ­თავ­თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი ან ორ­თავ­ყუ­რით გა­გო­ნი­ლი თქო?

ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ ჩე­მე­ბო, ეს ფრონ­ტა­ლუ­რი პე­რი­ო­დუ­ლი შე­მო­ტე­ვა-კბე­ნებ-ღრი­ა­ლი მხო­ლოდ მა­ფხიზ­ლებს და მარ­წმუ­ნებს რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია.

აბა ერთი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნეთ რომ ამ ამე­ბას მო­წონ­დეს ის რა­საც მე ვა­კე­თებ, რა შარ­ში უნდა ვიყო

წა­ვე­დი ფრანგ კო­ლე­გას­თან!

მეტი ნატო სა­ქარ­თვე­ლო­ში!", - წერს ხი­და­შე­ლი.

ლე­ვან ვა­სა­ძის შე­ფა­სე­ბით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად თინა ხი­და­შე­ლის და­ნიშ­ვნა მე­ომ­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო.

"თინა ხი­და­შე­ლი სოჭ­ში ჩა­ვი­და და ჩემი ყუ­რით მო­ვის­მი­ნე, როცა აფხა­ზებს უთხრა: სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლო და­იბ­რუ­ნებს თუ არა აფხა­ზეთს, ოღონდ ლი­ბე­რა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა იყოს. ამის მთქმელ ადა­მი­ანს სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა აღარ უნდა ჰქონ­დეს და გი­ნიშ­ნა­ვენ რა­მის მი­ნის­ტრად კი არა, მე­ომ­რე­ბის მი­ნის­ტრად. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრად მა­ინც და­მი­ნიშ­ნე... ეს არის ფრონ­ტა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის, რომ ასე­თი რა­ღა­ცის შემ­დეგ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნეს", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ამ "ფრონტალურ" გაუგებრობას ჰკითხეთ...მეორე მხარეს, რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა?“ - ხიდაშელის პასუხი ვასაძის მწვავე შეფასებებზე

"ამ "ფრონტალურ" გაუგებრობას ჰკითხეთ...მეორე მხარეს, რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა?“ - ხიდაშელის პასუხი ვასაძის მწვავე შეფასებებზე

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მისი მისამართით ბიზნემენ ლევან ვასაძის მიერ Palitranews-ეთერში გაკეთებულ მწვავე განცხადებებს "ფეისბუქზე" პასუხობს.

"ჩემო საყვარელო ჟურნალისტებო, ამ "ფრონტალურ" გაუგებრობას კითხეთ მე რომ სამშობლოს ღალატს ჩავდიოდი ეს იმ ოთახში რას აკეთებდა იმ დროს? რა როლში იყო? და მერე მე რომ ეს ვთქვი მან რაო? ამოიგმინა მაინც?

და აი მეორე მხარეს რომ ზის და გმინვაშია გულთგონხართა?

და პასუხი გაეციო და რა ვუპასუხო, რა? ან როგორ ვუპასუხო? ჩემო ორთავთვალით მაქვს ნანახი ან ორთავყურით გაგონილი თქო?

ნუ ნერვიულობთ ჩემებო, ეს ფრონტალური პერიოდული შემოტევა-კბენებ-ღრიალი მხოლოდ მაფხიზლებს და მარწმუნებს რომ ყველაფერი წესრიგშია.

აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ამ ამებას მოწონდეს ის რასაც მე ვაკეთებ, რა შარში უნდა ვიყო

წავედი ფრანგ კოლეგასთან!

მეტი ნატო საქართველოში!", - წერს ხიდაშელი.

ლევან ვასაძის შეფასებით, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მეომრების შეურაცხყოფა იყო.

"თინა ხიდაშელი სოჭში ჩავიდა და ჩემი ყურით მოვისმინე, როცა აფხაზებს უთხრა: სულ არ მაინტერესებს საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთს, ოღონდ ლიბერალური ქვეყანა იყოს. ამის მთქმელ ადამიანს საერთოდ საქართველოში დაბრუნების უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და გინიშნავენ რამის მინისტრად კი არა, მეომრების მინისტრად. ინფრასტრუქტურის მინისტრად მაინც დამინიშნე... ეს არის ფრონტალური შეურაცხყოფა ქართველი მეომრის, რომ ასეთი რაღაცის შემდეგ მინისტრად დანიშნეს", - აღნიშნა ვასაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."