სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მეგობრულია და თავმდაბალი" - ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელთანაც რობი უილიამსმა ფეხბურთი ითამაშა
"ძალიან მეგობრულია და თავმდაბალი" - ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელთანაც რობი უილიამსმა ფეხბურთი ითამაშა

24 წლის ნი­კუ­შა კან­დე­ლა­კი ერ­თა­დერ­თი დიპ­ლო­მი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­მო­უ­თე­რი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ახ­ლა­ხან და­ამ­თავ­რა ბიზ­ნე­სი­სა და ფი­ნან­სე­ბის ფა­კულ­ტე­ტი ლონ­დონ­ში და ჩა­ი­რი­ცხა მუ­სი­კის ინ­დუსტრი­ის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ჩემს რეს­პონ­დენტს 10 თვე აშო­რებს სა­ნატ­რელ დიპ­ლომს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის უკვე არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პრო­მო­უ­თე­რი, ნი­კუ­შამ მო­ხა­ლი­სედ იმუ­შა­ვა რობი უი­ლი­ამ­სი­სა და Maroon 5-ის კონ­ცერ­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. რო­გორც ჩანს, პრო­ფე­სია მას­თან გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად მემ­კვიდ­რე­ო­ბით მო­ვი­და. ნი­კუ­შა გა­ი­ოზ კან­დე­ლა­კის შვი­ლიშ­ვი­ლი და კახი კან­დე­ლა­კის შვი­ლია. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ფრაგ­მენტს, რო­მე­ლიც მან გა­ზეთ "პრა­იმ­ტა­იმს" მის­ცა.

- ბა­ბუ­ი­სა და მა­მის წყა­ლო­ბით ბავ­შვო­ბი­დან ამ საქ­მეს ვუ­ყუ­რებ. რაც და­ვი­ბა­დე მამა კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას აკე­თებ­და, სულ ამ სფე­როს­თან მი­წევ­და შე­ხე­ბა. თა­ვად 2010 წელს ჩა­ვერ­თე კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის მგო­ნი მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი (იღი­მე­ბა). მე­სა­მე თა­ო­ბა ვარ უკვე.

- რა არის მთა­ვა­რი რაც პრო­მო­უ­თერ­მა უნდა იცო­დეს?

- პრაქ­ტი­კის გარ­და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა. რა­საც ახლა გავ­დი­ვარ მე. ჩვე­ნი ლექ­ტო­რე­ბი ამ სფე­როს უმაღ­ლეს კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ, რო­გო­რე­ბი­ცაა: "სონი", "ლაივ ნე­ი­შე­ნი", სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს მას­წავ­ლის "ას­კა­პის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ერთ-ერთი წიგ­ნის ავ­ტო­რი, STEVE WINOGRADSKY. ჩვე­ნი ლექ­ტო­რია "სო­ნის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, კლა­სე­ლე­ბი მყავს: Dr Dre-ს Songwriter, Lauryn Hill-ის ბენ­დის წევ­რი და ბევ­რი ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ამ სფე­რო­ში დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

- ახლა მუ­შა­ობ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში?

- კრის ბო­ტის სა­ა­გენ­ტო­ში Bobby Collomby-სთან ტრე­ნინ­გებს გავ­დი­ვარ და ვეხ­მა­რე­ბი ბევრ სა­კი­თხში.

- რობი უი­ლი­ამ­სი­სა და Maroon 5-ის კონ­ცერ­ტე­ბის­თვის შვე­ბუ­ლე­ბა აიღე?

- რო­ბის კონ­ცერ­ტზე არ­და­დე­გე­ბი მქონ­და, Maroon 5-ის კონ­ცერ­ტის­თვის ვთხო­ვე ლექ­ტორს. როცა ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობ, ასეთ კონ­ცერ­ტზე სა­მუ­შა­ოდ ვინ არ გა­მო­გიშ­ვებს. მო­ხა­ლი­სედ ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა მქონ­და შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან. ვი­ყა­ვი დამ­ხვედ­რი, უზ­რუნ­ველ­ვყოფ­დი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­სა და სას­ტუმ­რო­ე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბას.

- რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი რობი უი­ლი­ამ­სი თა­ვი­სუ­ფალ დროს?

- ერთი დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით კომ­პი­უ­ტერ­ში. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია, პო­ზი­ტი­უ­რი და თავ­მდა­ბა­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­მი­ღო, მე­გო­ბა­რი­ვით. კარ­გი იუ­მო­რი აქვს... ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და თა­ვის­თან დამ­პა­ტი­ჟა, ყო­ველ ვი­ქენ­დზე ფეხ­ბურ­თის ტურ­ნი­რებს ვმარ­თა­ვო.

- Maroon 5-ის კონ­ცერტს ცუდი ამინ­დი და­ემ­თხვა, რო­გორ გა­არ­თვით თავი?

- ამინდმა უფრო კარ­გი აურა შექ­მნა, ამ დროს ხალ­ხი უფრო ერ­თი­ან­დე­ბა და უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, მო­უს­მი­ნოს კარგ მუ­სი­კას. რაც შე­ე­ხე­ბა Maroon 5-ს, ამ ჯგუ­ფის ლა­ი­ვე­ბი უნდა ენა­ხათ და მო­ლო­დი­ნიც სა­თა­ნა­დო იქ­ნე­ბო­და. ჩემს გარ­შე­მო Maroon 5-ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან კარ­გი ბენ­დი ჰყავ­და, უმაგ­რე­სი დო­ნის მუ­სი­კო­სე­ბით და თა­ვა­დაც მშვე­ნივ­რად იმ­ღე­რა. ასეთ წვი­მა­ში ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა რომ არ შექ­მნი­ლა, ეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის დიდი პლუ­სია. ბა­თუ­მი გა­და­ჭე­დი­ლი იყო უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბით, მე სცე­ნი­დან ვუს­მენ­დი და მშვე­ნი­ე­რი ხმა მო­დი­ო­და.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მელ მუ­სი­კა­ლურ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­რომ­ლობ?

- "ის­თერნ პრო­მო­უ­შენს"-თან, თბი­ლი­სის ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე და ბლექ­სი ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე ვმუ­შა­ობ.

- რო­მელ ქარ­თველ მომ­ღე­რალს გა­იყ­ვან­დი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, ვინ გე­ა­მა­ყე­ბა?

- ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მი­ქა­ძე, ბევ­რია... ან­სამ­ბლე­ბი: "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი", "ერი­სი­ო­ნი". ამ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ, რომ და­ვა­კავ­ში­რო იქა­ურ პრო­მო­უ­თე­რებ­თან. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ბევრ დარ­ბაზ­თან მაქვს შე­ხე­ბა და ვა­წარ­მო­ებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ან­სამ­ბლე­ბი გა­ვაც­ნო იქა­ურ მსმე­ნელ­სა და მა­ყუ­რე­ბელს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ძალიან მეგობრულია და თავმდაბალი" - ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელთანაც რობი უილიამსმა ფეხბურთი ითამაშა

"ძალიან მეგობრულია და თავმდაბალი" - ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელთანაც რობი უილიამსმა ფეხბურთი ითამაშა

24 წლის ნიკუშა კანდელაკი ერთადერთი დიპლომიანი მუსიკალური პრომოუთერი იქნება საქართველოში. ახლახან დაამთავრა ბიზნესისა და ფინანსების ფაკულტეტი ლონდონში და ჩაირიცხა მუსიკის ინდუსტრიის მართვის ფაკულტეტზე ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემს რესპონდენტს 10 თვე აშორებს სანატრელ დიპლომს. ამის მიუხედავად, ის უკვე არის პროფესიონალი პრომოუთერი, ნიკუშამ მოხალისედ იმუშავა რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტებზე საქართველოში. როგორც ჩანს, პროფესია მასთან განათლებასთან ერთად მემკვიდრეობით მოვიდა. ნიკუშა გაიოზ კანდელაკის შვილიშვილი და კახი კანდელაკის შვილია. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც მან გაზეთ "პრაიმტაიმს" მისცა.

- ბაბუისა და მამის წყალობით ბავშვობიდან ამ საქმეს ვუყურებ. რაც დავიბადე მამა კონცერტების ორგანიზებას აკეთებდა, სულ ამ სფეროსთან მიწევდა შეხება. თავად 2010 წელს ჩავერთე კონცერტების ორგანიზებაში. მემკვიდრეობით გადადის მგონი მუსიკის სიყვარული (იღიმება). მესამე თაობა ვარ უკვე.

- რა არის მთავარი რაც პრომოუთერმა უნდა იცოდეს?

- პრაქტიკის გარდა თეორიული ცოდნა. რასაც ახლა გავდივარ მე. ჩვენი ლექტორები ამ სფეროს უმაღლეს კომპანიებში მუშაობენ, როგორებიცაა: "სონი", "ლაივ ნეიშენი", საავტორო უფლებებს მასწავლის "ასკაპის" წარმომადგენელი და საავტორო უფლებების ერთ-ერთი წიგნის ავტორი, STEVE WINOGRADSKY. ჩვენი ლექტორია "სონის" ვიცე-პრეზიდენტი, კლასელები მყავს: Dr Dre-ს Songwriter, Lauryn Hill-ის ბენდის წევრი და ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელიც ამ სფეროში დიდ გავლენას ახდენს.

- ახლა მუშაობ ლოს-ანჯელესში?

- კრის ბოტის სააგენტოში Bobby Collomby-სთან ტრენინგებს გავდივარ და ვეხმარები ბევრ საკითხში.

- რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტებისთვის შვებულება აიღე?

- რობის კონცერტზე არდადეგები მქონდა, Maroon 5-ის კონცერტისთვის ვთხოვე ლექტორს. როცა ამ სფეროში მუშაობ, ასეთ კონცერტზე სამუშაოდ ვინ არ გამოგიშვებს. მოხალისედ ვიმუშავე, მაგრამ უშუალო შეხება მქონდა შემსრულებლებთან. ვიყავი დამხვედრი, უზრუნველვყოფდი ტრანსპორტირებასა და სასტუმროების კოორდინირებას.

- რით იყო დაკავებული რობი უილიამსი თავისუფალ დროს?

- ერთი დღე ერთად გავატარეთ, ფეხბურთს ვთამაშობდით კომპიუტერში. ძალიან მეგობრულია, პოზიტიური და თავმდაბალი, ჩვეულებრივად მიმიღო, მეგობარივით. კარგი იუმორი აქვს... ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და თავისთან დამპატიჟა, ყოველ ვიქენდზე ფეხბურთის ტურნირებს ვმართავო.

- Maroon 5-ის კონცერტს ცუდი ამინდი დაემთხვა, როგორ გაართვით თავი?

- ამინდმა უფრო კარგი აურა შექმნა, ამ დროს ხალხი უფრო ერთიანდება და უფრო მოტივირებულია, მოუსმინოს კარგ მუსიკას. რაც შეეხება Maroon 5-ს, ამ ჯგუფის ლაივები უნდა ენახათ და მოლოდინიც სათანადო იქნებოდა. ჩემს გარშემო Maroon 5-ის მოყვარულები ძალიან კმაყოფილები არიან. ძალიან კარგი ბენდი ჰყავდა, უმაგრესი დონის მუსიკოსებით და თავადაც მშვენივრად იმღერა. ასეთ წვიმაში ტექნიკური პრობლემა რომ არ შექმნილა, ეს ორგანიზატორების დიდი პლუსია. ბათუმი გადაჭედილი იყო უცხოელი ტურისტებით, მე სცენიდან ვუსმენდი და მშვენიერი ხმა მოდიოდა.

- საქართველოში რომელ მუსიკალურ კომპანიებთან თანამრომლობ?

- "ისთერნ პრომოუშენს"-თან, თბილისის ჯაზფესტივალზე და ბლექსი ჯაზფესტივალზე ვმუშაობ.

- რომელ ქართველ მომღერალს გაიყვანდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინ გეამაყება?

- ბექა გოჩიაშვილი, გიორგი მიქაძე, ბევრია... ანსამბლები: "სუხიშვილები", "ერისიონი". ამ თემაზე ვმუშაობ, რომ დავაკავშირო იქაურ პრომოუთერებთან. ლოს-ანჯელესში ბევრ დარბაზთან მაქვს შეხება და ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რომ ქართველი მომღერლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები გავაცნო იქაურ მსმენელსა და მაყურებელს.

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება