საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადამზიდავი კომპანიები ფოთის პორტის წინააღმდეგ - "თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 5 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩეს"
გადამზიდავი კომპანიები ფოთის პორტის წინააღმდეგ - "თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 5 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩეს"

უკვე 5 წე­ლია, რაც ფო­თის ნავ­სად­გურ­ში მოქ­მე­დი ლო­ჯის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი იქ არ­სე­ბულ მო­ნო­პო­ლი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას უჩი­ვი­ან. მი­უ­ხე­და­ვად კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნი­სა, რომ პორ­ტში კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ირ­ღვე­ო­და, მდგო­მა­რე­ო­ბა დღემ­დე არ შეც­ვლი­ლა. ამის თა­ო­ბა­ზე გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია "ისთ გეით ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი იაშ­ვი­ლიც აცხა­დებს, რო­მე­ლიც ტერ­მი­ნალ "ჯორ­ჯი­ან ტრანს ექ­სპე­დი­ცია ფო­თის" სა­მეთ­ვა­ყუ­რეო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლია. ლო­გის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, ფო­თის პორ­ტში მო­ნო­პო­ლი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ეკა­ვა შპს "ინ­ლენდ კონ­ტე­ი­ნერ ტერ­მი­ნალსს", ახლა კი, მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გარ­თულ­და. "თუ ასე გაგ­რძელ­და, შე­საძ­ლოა 5 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩეს და უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყოს" - აცხა­დე­ბენ გა­დამ­ზი­და­ვე­ბი. რა ხდე­ბა ფოთ­ში? - ამის გა­სარ­კვე­ვად "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ტერ­მი­ნალ "ჯორ­ჯი­ან ტრანს ექ­სპე­დი­ცია ფო­თის" სა­მეთ­ვა­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რს - და­ვით და­ვი­თი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

და­ვით და­ვი­თი­ძე - ხდე­ბა ის, რომ 2011 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მთავ­რო­ბამ ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა მის­ცა ფო­თის პორ­ტს, რომ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის სა­ტერ­მი­ნა­ლო და­მუ­შა­ვე­ბა მოხ­დე­ბო­და მხო­ლოდ პორ­ტის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ ტერ­მი­ნალ­ში. ბოლო ხა­ნებ­ში ეს გახ­ლდათ "ინ­ლენდ კონ­ტე­ი­ნერ ტერ­მი­ნა­ლი". ამის გამო და­ნარ­ჩე­ნი ტერ­მი­ნა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან თა­ვი­სუ­ფალ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ვე­ღარ შე­დი­ოდ­ნენ. ეს ექ­სკლუ­ზი­ვი მხო­ლოდ ერთ კომ­პა­ნი­ას მის­ცეს, ეს მა­შინ, როცა ფოთ­ში 15 ტერ­მი­ნა­ლია. პორ­ტი ისე­დაც ბუ­ნებ­რი­ვი მო­ნო­პო­ლის­ტია, ამი­ტომ ის თა­ვის უპი­რა­ტეს მდგო­მა­რე­ო­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებს და ახლა სურს სა­ტერ­მი­ნა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბაც მი­ა­ბას თა­ვის ძი­რი­თად და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ანუ სა­პორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას. ამით ახა­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი მო­ნო­პო­ლია შე­იქ­მნე­ბა სა­ტერ­მი­ნა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში.

- ბა­ტო­ნო და­ვით, ადრე რო­გორ საქ­მი­ა­ნობ­დნენ ეს ტერ­მი­ნა­ლე­ბი?

- 15-ვე ტერ­მი­ნა­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ 2011 წლის შემ­დეგ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა: "ინ­ლენდ კონ­ტე­ი­ნერ ტერ­მი­ნა­ლი" 2016 წელს შე­იქ­მნა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად 2011 წლი­დან დღემ­დე, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი მხო­ლოდ პორ­ტს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ტერ­მი­ნალ­ში შე­დი­ოდ­ნენ. ნათ­ქვა­მია, მადა ჭა­მა­ში მო­დი­სო და 2015 წელს გა­და­წყვი­ტეს, რომ ყვე­ლა კონ­ტე­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც ფო­თის პორ­ტში შე­მო­დის, ამ ტერ­მი­ნალ­ში შე­სუ­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს მა­შინ არ გა­მო­უ­ვი­დათ. 2015 წლის და­სა­წყის­ში პორ­ტში მო­ვი­და ახა­ლი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც შპს "ინ­ლენდ კონ­ტე­ი­ნერ ტერ­მი­ნალ­სი" კორ­პო­რა­ცია "ფო­თის პორ­ტს" შე­უ­ერ­თა. ცოტა ხნის წინ კი, პორ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა - ყვე­ლა კონ­ტე­ი­ნე­რი ისევ ჩემს სახ­მე­ლე­თო ტერ­მი­ნალ­ში შე­მო­ვაო. ახლა უკვე პორ­ტის ფუნ­ქცი­ებს შე­უ­თავ­სეს ორი­ვე ფუნ­ქცია: ტვირ­თის მი­ღე­ბაც და მისი ჩა­მოტვირ­თვაც. ეს იქ­ნე­ბა ერთი ოპე­რა­ცია - ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა დღეს ფო­თის პორ­ტში.

გაგ­რძე­ლე­ბა

გადამზიდავი კომპანიები ფოთის პორტის წინააღმდეგ - "თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 5 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩეს"

გადამზიდავი კომპანიები ფოთის პორტის წინააღმდეგ - "თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება 5 ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩეს"

უკვე 5 წელია, რაც ფოთის ნავსადგურში მოქმედი ლოჯისტიკური კომპანიები იქ არსებულ მონოპოლიურ სიტუაციას უჩივიან. მიუხედავად კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნისა, რომ პორტში კონკურენციის შესახებ კანონი წლების განმავლობაში ირღვეოდა, მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა. ამის თაობაზე გადამზიდავი კომპანია "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილიც აცხადებს, რომელიც ტერმინალ "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის" სამეთვაყურეო საბჭოს ხელმძღვანელია. ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ფოთის პორტში მონოპოლიური მდგომარეობა ეკავა შპს "ინლენდ კონტეინერ ტერმინალსს", ახლა კი, მდგომარეობა უფრო გართულდა. "თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა 5 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩეს და უმართავი პროცესები დაიწყოს" - აცხადებენ გადამზიდავები. რა ხდება ფოთში? - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" ტერმინალ "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთის" სამეთვაყურეო საბჭოს წევრს - დავით დავითიძეს დაუკავშირდა:

დავით დავითიძე - ხდება ის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, მთავრობამ ექსკლუზიური უფლება მისცა ფოთის პორტს, რომ მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების სატერმინალო დამუშავება მოხდებოდა მხოლოდ პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში. ბოლო ხანებში ეს გახლდათ "ინლენდ კონტეინერ ტერმინალი". ამის გამო დანარჩენი ტერმინალები ერთმანეთთან თავისუფალ კონკურენციაში ვეღარ შედიოდნენ. ეს ექსკლუზივი მხოლოდ ერთ კომპანიას მისცეს, ეს მაშინ, როცა ფოთში 15 ტერმინალია. პორტი ისედაც ბუნებრივი მონოპოლისტია, ამიტომ ის თავის უპირატეს მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ახლა სურს სატერმინალო მომსახურებაც მიაბას თავის ძირითად დანიშნულებას ანუ საპორტო მომსახურებას. ამით ახალი, ხელოვნური მონოპოლია შეიქმნება სატერმინალო მომსახურების სფეროში.

- ბატონო დავით, ადრე როგორ საქმიანობდნენ ეს ტერმინალები?

- 15-ვე ტერმინალი 20 წლის განმავლობაში თავისუფალი კონკურენციის რეჟიმში მუშაობდა, მაგრამ 2011 წლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა: "ინლენდ კონტეინერ ტერმინალი" 2016 წელს შეიქმნა, თუმცა რეალურად 2011 წლიდან დღემდე, მსუბუქი მანქანებით დატვირთული კონტეინერები მხოლოდ პორტს დაქვემდებარებულ ტერმინალში შედიოდნენ. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და 2015 წელს გადაწყვიტეს, რომ ყველა კონტეინერი, რომელიც ფოთის პორტში შემოდის, ამ ტერმინალში შესულიყო. საბედნიეროდ, ეს მაშინ არ გამოუვიდათ. 2015 წლის დასაწყისში პორტში მოვიდა ახალი დირექტორი, რომელმაც შპს "ინლენდ კონტეინერ ტერმინალსი" კორპორაცია "ფოთის პორტს" შეუერთა. ცოტა ხნის წინ კი, პორტის ხელმძღვანელობამ განცხადება გააკეთა - ყველა კონტეინერი ისევ ჩემს სახმელეთო ტერმინალში შემოვაო. ახლა უკვე პორტის ფუნქციებს შეუთავსეს ორივე ფუნქცია: ტვირთის მიღებაც და მისი ჩამოტვირთვაც. ეს იქნება ერთი ოპერაცია - ასეთი სიტუაციაა დღეს ფოთის პორტში.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი