ბათუმის პორტის საბაჟოზე სატვირთო ტრაილერით 178 კილოგრამამდე ნარკოტიკი გაჰქონდათ. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოსული ტრაილერი უკრაინის მიმართულებით მიდიოდა, ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, ჰეროინი კი ტრაილერის სპეციალურად მოწყობილ საბარგულში იყო განთავსებული. ნარკოტიკული ნივთიერება მებაჟეებმა აღმოაჩინეს.
სატვირთოს მძღოლი, ჰოლანდიის მოქალაქე დაკავებულია, მანქანა კი პორტშია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას გააკეთებს.