"პატრულს რომ მივეშვი, ვეფხვს მართლა დავაძინებდი" - როგორ ცხოვრობს თბილისის სტიქიის ნიგერიელი გმირი დღეს

"პატრულს რომ მივეშვი, ვეფხვს მართლა დავაძინებდი" - როგორ ცხოვრობს თბილისის სტიქიის ნიგერიელი გმირი დღეს

2015 წლის 13 ივნისის სტიქიურ უბედურებას თავისი გმირებიც ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი იქენჩო ვაგუაა. პირველად ის ტრაგედიის მომდევნო დღეებში ვნახე. გმირთა მოედანზე, თანამემამულეებთან ერთად, მუხლებამდე ლაფში იდგა და მემორიალის საძირკველს ასუფთავებდა. მაშინ მითხრა: "აქ ბევრი მოხალ­ისე ვართ ნიგერიიდან: სპორტსმენებიც, სტუდ­ენტებიც. საქართველოში დიდი ხნის წინ ჩამოვედი. ქართველი ვარ, ქართველი"! (იხილეთ: "მივხვდი, საქართველოს ვერაფერი დააჩოქებს!")

ამ შეხვედრიდან რამდენიმე საათში ის მთელმა საქართველომ (და არა მხოლოდ), გაიცნო. "PALITRA TV.GE"-მ გაავრცელა კადრები, რომელშიც იგი პატრულს ვეფხვთან მიშვებას სთხოვდა, იძახდა, - დავაძინებო.

იქნეჩო უკვე რამდენიმე წელია თბილისში, ნაძალადევში ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე მაკა გაბრიელაშვილი და 2 შვილი. იქენჩო ვაგუას ოჯახი დღეს ჩვენი მასპინძელია.

- სტიქიის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. არ შეცვლილა მაინცდამაინც არფერი. უფროსი შვილი - ნიკი 5 წლისაა და ბაღში დადის, უმცროსი - ვიქტორია წლინახევრისაა. ჩემი მეუღლე მაკაც სახლშია, ბავშვებსა და ოჯახს უვლის.

- რა პოფესიისაა მაკა?

- სტილისტია, მაგრამ არ მინდა ჩემი ცოლი რომ მუშაობდეს. ოჯახს ვუვლი, არაფერს ვაკლებ და მირჩევნია, რომ ცოლმა სახლსა და ბავშვებს მიხედოს.

- ამას მაკაზე ზრუნვით ამბობთ, თუ საერთოდ ფიქრობ, რომ ქალის ადგილი ოჯახშია.

- მიყვარს მაკა. არ მინდა, იმუშაოს. ყველაფერი რაც სჭირდება მე გავაკეთებ.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი?

- სალონში, მასთან თმას ვიჭრიდი ხოლმე პერიოდულად. იქიდან დაიწყო ყველაფერი, დღემდე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

- საქართველოში როგორ მოხვდი?

- ეს ადრე იყო, აქ, მოწვევით, როგორც ფეხბურთელი, ისე ჩამოვედი. ერთი პერიოდი ვთამაშობდი "მერანში", შემდეგ "ლოკომოტივში". ახლა აღარ ვთამაშობ, ფეხის პრობლემა მაქვს. ჩემი ბიზნესი მაქვს, მანქანები ჩამომყავს ამერიკიდან და იაპონიიდან. სტიქიის პერიოდში გაცნობილ ძალიან ბევრ ადამიანთან დავმეგობრდი..

გაგრძელება

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულთა რიცხვი 134 -მდე გა­ი­ზარ­და

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია