პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი კვარტლის საინვესტიციო ბუმი - ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს არ უნახავს
პირველი კვარტლის საინვესტიციო ბუმი - ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს არ უნახავს

376 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი - ეს, 2016 წლის პირ­ვე­ლი კვარტლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­ნა­გა­რია. კრი­ზი­სუ­ლი 2015 წლის შემ­დეგ ინ­ვეს­ტო­რებ­მა ერ­თობ მო­ინ­დო­მეს, პირ­ველ კვარ­ტალ­ში ამ რა­ო­დე­ნო­ბის პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია ბოლო 8 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს აღარ უნა­ხავს.

პირ­ვე­ლი კვარტლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­კორ­დად 2008 წელი ით­ვლე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტო­რებ­მა - 537 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­მო­ი­ტა­ნეს. მას შემ­დეგ ქვე­ყა­ნას უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი დი­დად აღარ წყა­ლობ­დნენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთავ­რო­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­სა­ზი­დად, მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 1 მი­ლი­არ­დი­ან სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მა­საც ვე­ღარ ას­რუ­ლებ­და. 2009 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი 114 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე და­ე­ცა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში მხო­ლოდ 658 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­მო­ვი­და.

პირ­ველ კვარ­ტალ­ში სა­ინ­ვეს­ტი­ციო მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 300 მი­ლი­ო­ნი­ან ზღვარს 2014 წელს გა­და­ა­ჭარ­ბა, თუმ­ცა, 2015 წელს გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გზა­ზე დამ­დგარ­მა ლარ­მა და მას­ზე მიბ­მულ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა კრახ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა ისევ და­ა­მუხ­რუ­ჭა.

2016 წელს ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, პირ­და­პირ­მა უცხო­ურ­მა ინ­ვესტცი­ებ­მა 103 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ნახ­ტო­მი გა­ა­კე­თა და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ 376 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ტრან­სპორ­ტი­სა და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის დარ­გში იდე­ბა. წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე 200 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­მო­ვი­და. სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში 58 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­ი­დო და რო­გორც იქნა ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­მა 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია მი­ი­ღო. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწვლე­ო­ბა ისევ ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ვესტცი­ე­ბის იმედ­ზეა, ამ დარ­გე­ბის­თვის უცხო­ელ­მა ინ­ვეს­ტო­რებ­მა მხო­ლოდ 3-3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­ი­მე­ტეს.

ქვეყ­ნი­დან სო­ლი­დუ­რი მო­ცუ­ლო­ბის კა­პი­ტა­ლი გა­ე­დი­ნე­ბა

სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­ნა­ცე­მებ­ში, სა­ყუ­რა­დღე­ბოა ერთი დე­ტა­ლი, 2016 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ქვეყ­ნი­დან რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის კა­პი­ტა­ლი გა­ვი­და - 955 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, ამ თან­ხის დიდი წილი უცხო­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გას­ტუმ­რე­ბა­ზე მო­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. ძი­რი­თა­დად, ხდე­ბა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით შექ­მნილ სა­წარ­მო­ებ­ში მო­გე­ბის რე­პატ­რი­ა­ცია თა­ვის სამ­შობ­ლო­ში ან კი­დევ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­დი­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სულ და გა­სულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს შო­რის, თან­და­თა­ნო­ბით, სხვა­ო­ბა ძა­ლი­ან მცირ­დე­ბა. 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 5 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 4,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის კა­პი­ტა­ლი გა­ვი­და. ამ პე­რი­ოდ­ში შე­მო­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი მხო­ლოდ 6 მი­ლი­არ­დია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ინ­ვეს­ტო­რებს რაც შე­მო­აქვთ ისევ უკან გა­აქვთ, რო­გორც ჩანს მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ინ­ვეს­ტი­რე­ბა არც ისე მიმ­ზიდ­ვე­ლია.

გაგ­რძე­ლე­ბა

პირველი კვარტლის საინვესტიციო ბუმი - ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს არ უნახავს

პირველი კვარტლის საინვესტიციო ბუმი - ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს არ უნახავს

376 მილიონი დოლარი - ეს, 2016 წლის პირველი კვარტლის საინვესტიციო მონაგარია. კრიზისული 2015 წლის შემდეგ ინვესტორებმა ერთობ მოინდომეს, პირველ კვარტალში ამ რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ბოლო 8 წელია საქართველოს აღარ უნახავს.

პირველი კვარტლის საინვესტიციო რეკორდად 2008 წელი ითვლება. იმ პერიოდში საქართველოში ინვესტორებმა - 537 მილიონი დოლარი შემოიტანეს. მას შემდეგ ქვეყანას უცხოელი ბიზნესმენები დიდად აღარ წყალობდნენ. წლების განმავლობაში მთავრობა, ინვესტიციების მოსაზიდად, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის მიუხედავად, 1 მილიარდიან საინვესტიციო გეგმასაც ვეღარ ასრულებდა. 2009 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 114 მილიონ დოლარამდე დაეცა, მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში მხოლოდ 658 მილიონი დოლარი შემოვიდა.

პირველ კვარტალში საინვესტიციო მაჩვენებელმა 300 მილიონიან ზღვარს 2014 წელს გადააჭარბა, თუმცა, 2015 წელს გაუფასურების გზაზე დამდგარმა ლარმა და მასზე მიბმულმა ეკონომიკურმა კრახმა ინვესტიციების შემოდინება ისევ დაამუხრუჭა.

2016 წელს ყველასთვის მოულოდნელად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტციებმა 103 პროცენტიანი ნახტომი გააკეთა და როგორც უკვე აღვნიშნეთ 376 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, ტრადიციულად, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგში იდება. წელს ამ მიმართულებით უკვე 200 მილიონი დოლარი შემოვიდა. საფინანსო სექტორში 58 მილიონი დოლარი ჩაიდო და როგორც იქნა ენერგეტიკის სექტორმა 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. სოფლის მეურნეობა და დამამუშავებელი მრეწვლეობა ისევ ადგილობრივი ინვესტციების იმედზეა, ამ დარგებისთვის უცხოელმა ინვესტორებმა მხოლოდ 3-3 მილიონი დოლარი გაიმეტეს.

ქვეყნიდან სოლიდური მოცულობის კაპიტალი გაედინება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საინვესტიციო მონაცემებში, საყურადღებოა ერთი დეტალი, 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის კაპიტალი გავიდა - 955 მილიონი დოლარი, ამ თანხის დიდი წილი უცხოური ვალდებულებების გასტუმრებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ქვეყნიდან გასული ინვესტიციების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. ძირითადად, ხდება უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოებში მოგების რეპატრიაცია თავის სამშობლოში ან კიდევ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამ ინვესტიციის გადინება. შესაბამისად, შემოსულ და გასულ ინვესტიციებს შორის, თანდათანობით, სხვაობა ძალიან მცირდება. 2015 წლის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში საქართველოდან 4,5 მილიარდი დოლარის კაპიტალი გავიდა. ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა კი მხოლოდ 6 მილიარდია. ფაქტობრივად, ინვესტორებს რაც შემოაქვთ ისევ უკან გააქვთ, როგორც ჩანს მათთვის საქართველოში რეინვესტირება არც ისე მიმზიდველია.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."