27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია" - ილია მეორე
"არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია" - ილია მეორე

ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ, არ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კრე­ბა­ში, რად­გან ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი რთუ­ლია და ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ კრე­ტა­ზე და­გეგ­მილ წმინ­და კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის ერ­თო­ბა, თუმ­ცა, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა უნდა იყოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზა­ზე. "უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე გვე­უბ­ნე­ბა, მე ვარ გზა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სი­ცო­ცხლე. ბედ­ნი­ე­რია ის ადა­მი­ა­ნი და ის ერი, რო­მე­ლიც და­ად­გე­ბა უფ­ლის გზას. ჩვენ ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან რთულ დროს, როცა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა წარ­მო­შობს სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მებს და აი ამ დროს ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს ფრთხი­ლი, რომ არ ჩა­ვარ­დეს უფსკრულ­ში, არ ჩა­ი­დი­ნოს და არ გა­ა­კე­თოს ისე­თი საქ­მე, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა მერე ძნე­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს არის მი­რი­ან და ნა­ნას ხსე­ნე­ბის დღე, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მეფე-დე­დო­ფა­ლი არი­ან. "მათი ლოც­ვით ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ ჩვენ მტკი­ცედ ვიდ­გეთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზა­ზე. მტკი­ცედ ვიდ­გეთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში. 17-დან იწყე­ბა კრე­ბა სა­ბერ­ძნეთ­ში. ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ, არ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი რთუ­ლია და ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის ერ­თო­ბა, მაგ­რამ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა უნდა იყოს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზა­ზე. ღმერ­თი მო­წყა­ლეა და ღმერ­თი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ ჩვენ და­ვიც­ვათ ის მცნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გად­მოგ­ვცა უფალ­მა ჩვენ­მა იესო ქრის­ტემ", - ბრძა­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია სა­ბერ­ძნეთ­ში, კუნ­ძულ კრე­ტა­ზე გა­მარ­თულ წმინ­და კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მარ­თულ წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

წა­ი­კი­თხეთ: დიდი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია" - ილია მეორე

"არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია" - ილია მეორე

ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, თუმცა, ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. "უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც დაადგება უფლის გზას. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოშობს სხვადასხვა პრობლემებს და აი ამ დროს ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, რომ არ ჩავარდეს უფსკრულში, არ ჩაიდინოს და არ გააკეთოს ისეთი საქმე, რომლის გამოსწორება მერე ძნელი იქნება", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს არის მირიან და ნანას ხსენების დღე, რომლებიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი არიან. "მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე. მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენ დავიცვათ ის მცნებები, რომელიც გადმოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

წაიკითხეთ: დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"