"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ავარიაში მოყვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მსახიობი ზუგდიდში მიდიოდა. როგორც ცნობილია, ავტომობილი, სადაც ბონდარენკო იჯდა, მოცურდა. მსახიობმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
როგორც Ambebi.ge-ს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთმა პროდიუსერმა ნინო კეკელიძემ განუცხადა, უკრაინელი მსახიობი უკვე თბილისშია და კარგად არის.
"ავტომობილი მოუცურდათ, სერიოზული არაფერი არ ყოფილა. უკვე თბილისში არიან. სტანისლავი ექიმთანაც იყო შემოწმებაზე, უკვე კარგად არის", - ამბობს კეკელიძე.
ცნობისთვის, სტანისლავ ბონდარენკომ დღეს, ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა.