პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს უცხოური მედია სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე
რას წერს უცხოური მედია სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე

უცხო­უ­რი მე­დია მსოფ­ლიო კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის სოფი ლო­რე­ნის თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ წერს. სოფი ლო­რე­ნი 15 ივ­ნისს ნინო სურ­გუ­ლა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ნატ­ვრის ხის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით და­ეს­წრე­ბა.

რო­გორც იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მა Aise წერს, ნინო სურ­გუ­ლა­ძის ფონდ "ნატ­ვრის ხის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო იქ­ნე­ბა მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ბრწყინ­ვა­ლე სა­ღა­მო, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სო­ლი­და­რო­ბი­სათ­ვის.

"სა­ღა­მოს სტუ­მა­რი იტა­ლი­ე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მსა­ხი­ო­ბი და იტა­ლი­უ­რი სი­ლა­მა­ზის ჭეშ­მა­რი­ტის სიმ­ბო­ლო სოფი ლო­რე­ნი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც სწო­რედ რომ "სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის" ჩა­მო­დის, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს, რო­მელ­საც ნინო სურ­გუ­ლა­ძის ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" ეხ­მა­რე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

თბი­ლის­ში და­გეგ­მილ მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რას, სოფი ლო­რენს, კარ­ლო პონ­ტის და ნინო სურ­გუ­ლა­ძეს კი­დევ ერ­თმა იტა­ლი­ურ­მა გა­მო­ცე­მა CHI-მ ვრცე­ლი სტა­ტია მი­უ­ძღვნა. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან თბი­ლის­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის ერ­თი­ა­ნე­ბი­დან.

15 ივ­ნისს, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა. საქ­ველ­მოქ­მე­დო სპექ­ტაკლს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ოპე­რის თე­ატ­რში მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი მარ­კო გან­დი­ნი დად­გამს, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ავ­ტო­რი კი ლა სკა­ლა­ში მოღ­ვა­წე ჯან­ლუ­კა სკი­ა­ვო­რია. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ნინო სურ­გუ­ლა­ძე და კარ­ლო პონ­ტი, რო­მე­ლიც სპექ­ტაკლს უდი­რი­ჟო­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ორი ნა­წარ­მო­ე­ბი შეს­რულ­დე­ბა, ბა­ლე­ტი და მონო ოპე­რა, ფრან­ცისკ პუ­ლენ­კის და ნინო რო­ტას უნი­კა­ლუ­რი მუ­სი­კა, რო­მელ­შიც მთა­ვარ პარ­ტი­ებს ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და ნინო სურ­გუ­ლა­ძე შე­ას­რუ­ლე­ბენ. 15 ივ­ნი­სის საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­დან შე­მო­სულ თან­ხას ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას მო­ახ­მარს. ღო­ნის­ძი­ე­ბის მუდ­მი­ვი პარტნი­ო­რია კომ­პა­ნია "სო­კა­რი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რას წერს უცხოური მედია სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე

რას წერს უცხოური მედია სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე

უცხოური მედია მსოფლიო კინოვარსკვლავის სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილი სტუმრობის შესახებ წერს. სოფი ლორენი 15 ივნისს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

როგორც იტალიური გამოცემა Aise წერს, ნინო სურგულაძის ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო საღამო იქნება მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ბრწყინვალე საღამო, სიყვარულისა და სოლიდარობისათვის.

"საღამოს სტუმარი იტალიელი კინოვარსკვლავი, სახელგანთქმული მსახიობი და იტალიური სილამაზის ჭეშმარიტის სიმბოლო სოფი ლორენი გახლავთ, რომელიც სწორედ რომ "სიყვარულისათვის" ჩამოდის, რათა მხარი დაუჭიროს დაავადებულ ბავშვებს, რომელსაც ნინო სურგულაძის ფონდი "ნატვრის ხე" ეხმარება", - წერს გამოცემა.

თბილისში დაგეგმილ მსოფლიო პრემიერას, სოფი ლორენს, კარლო პონტის და ნინო სურგულაძეს კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემა CHI-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროდან თბილისში ქველმოქმედებისთვის ერთიანებიდან.

15 ივნისს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო პრემიერა გაიმართება. საქველმოქმედო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი დადგამს, ქორეოგრაფიის ავტორი კი ლა სკალაში მოღვაწე ჯანლუკა სკიავორია. პროექტის ავტორები არიან ნინო სურგულაძე და კარლო პონტი, რომელიც სპექტაკლს უდირიჟორებს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი "ნატვრის ხე" ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს. ღონისძიების მუდმივი პარტნიორია კომპანია "სოკარი".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება