პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს
სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო 14 ივ­ნისს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნებს.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო 14 და 16 ივ­ნისს, ჯამ­ში, 51 საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით წე­რი­ლო­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დზეა ნათ­ქვა­მი, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის "ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" შე­ტა­ნილ სარ­ჩელ­საც გა­ნი­ხი­ლავს.

სა­სა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "2013 წლის 21 მა­ისს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ 22 და 25 მა­ი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობ­და, გა­უ­გე­ბარ სა­მარ­თლებ­რივ ნორ­მებს ეფუძ­ნე­ბო­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან მისი მო­შო­რე­ბის მიზ­ნით მი­ი­ღო, რა­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­სუს­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია. მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას მო­მა­ვალ 2013 წლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ 2013 წლის 14 დე­კემ­ბერს გვი­ან ღა­მით ის გა­მო­იყ­ვა­ნეს საკ­ნი­დან და მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან და­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ქმე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ი­დუმ­ლო ობ­შო­რუ­ლი სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ და­კი­თხეს. მან სა­სა­მარ­თლოს მსვლე­ლო­ბი­სას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, თუმ­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა.

სა­ბო­ლო­ოდ, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბას გმობს", - ნათ­ქვა­მია სა­სა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე 14 ივ­ნისს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 10.00 სა­ათ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს

სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 14 და 16 ივნისს, ჯამში, 51 საქმესთან დაკავშირებით წერილობით გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის "ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" შეტანილ სარჩელსაც განიხილავს.

სასამართლოს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ "2013 წლის 21 მაისს დაპატიმრებული მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ 22 და 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას გულისხმობდა, გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა და ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი მოშორების მიზნით მიიღო, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" დასუსტება გამოიწვია. მერაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ, ამგვარი გადაწყვეტილებით, მას მომავალ 2013 წლი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ხელი შეუშალა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს გვიან ღამით ის გამოიყვანეს საკნიდან და მთავარ პროკურორთან დაკითხვაზე წაიყვანეს, სადაც ის ღირსების შემლახველი ქმედების გამოყენებით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საიდუმლო ობშორული საბანკო ანგარიშების შესახებ დაკითხეს. მან სასამართლოს მსვლელობისას ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

საბოლოოდ, ვანო მერაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას გმობს", - ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 14 ივნისს, ადგილობრივი დროით, 10.00 საათზე გამოაქვეყნებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ