პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბათუმში მოდიოდა, ჩემთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა..." - მძიმე ავარიაში მოყოლილი ფეხბურთელი კვლავ უგონო მდგომარეობაშია
"ბათუმში მოდიოდა, ჩემთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა..." - მძიმე ავარიაში მოყოლილი ფეხბურთელი კვლავ უგონო მდგომარეობაშია

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მომ­ღე­რალ ანი ღონ­ღა­ძის ქმა­რი, ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი თექთურ­მა­ნი­ძე ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. შემ­თხვე­ვა ლან­ჩხუთ­თან მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რო­გო­რია მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge გი­ორ­გის მე­უღ­ლეს ანი ღონ­ღა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- გი­ორ­გი ამ დრომ­დე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, დი­ნა­მი­კა­ში გა­უ­ა­რე­სე­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა. ყო­ველ მე­ო­რე დღეს უკე­თე­ბენ ტო­მოგ­რა­ფი­ას, დღე­საც გა­და­უ­ღეს და თა­ვის ტვი­ნის ჰე­მა­ტო­მა აქვს.

- რო­დემ­დე ვა­რა­უ­დო­ბენ ექი­მე­ბი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას?

- ამ­ბო­ბენ, რომ მალე არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, რად­გან დიდი დრო არის სა­ჭი­რო. გი­ორ­გი აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბის­კენ არ მი­დის და და­ნარ­ჩე­ნი მის ორ­გა­ნიზ­მზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მალე გა­ი­წოვს ამ სის­ხლჩაქ­ცე­ვას.

- რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და ავა­რია?

- მე 5 ივ­ნისს წა­ვე­დი კონ­ცერ­ტის­თვის ბა­თუმ­ში. გი­ორ­გიმ წა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო, რად­გან მისი გუნ­დი "უე­ფას­თვის" ემ­ზა­დე­ბო­და და ვარ­ჯი­შე­ბი ჰქონ­დათ. 7 ივ­ნისს ვარ­ჯი­შის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა ჩემ­თვის სურპრი­ზი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და ბა­თუმ­ში წა­მო­ვი­და. ლან­ჩხუთ­თან მოხ­და ავა­რია, გი­ორ­გი მან­ქა­ნა­ში მარ­ტო იჯდა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რის­გან გა­ვი­გე.

- აქ აპი­რებთ მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას?

- ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა­გან წას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა და სა­მო­მავ­ლოდ ალ­ბათ მოგ­ვი­წევს სამ­კურ­ნა­ლოდ და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა.

- რო­გორც ვიცი, გუ­შინ პატ­რი­არ­ქს შეხ­ვდით?

- კი, შევ­ხვდით. უწ­მინ­დეს­მა დაგ­ვლო­ცა და მი­თხრა, რომ კარ­გად იქ­ნე­ბა გი­ორ­გი. მისი და­ლოც­ვის შემ­დეგ უფრო მო­მე­ცა გი­ორ­გის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ბათუმში მოდიოდა, ჩემთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა..." - მძიმე ავარიაში მოყოლილი ფეხბურთელი კვლავ უგონო მდგომარეობაშია

"ბათუმში მოდიოდა, ჩემთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა..." - მძიმე ავარიაში მოყოლილი ფეხბურთელი კვლავ უგონო მდგომარეობაშია

რამდენიმე დღის წინ, მომღერალ ანი ღონღაძის ქმარი, ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ლანჩხუთთან მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გასარკვევად Ambebi.ge გიორგის მეუღლეს ანი ღონღაძეს დაუკავშირდა:

- გიორგი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ექიმები ამბობენ, დინამიკაში გაუარესება არ აღინიშნება. ყოველ მეორე დღეს უკეთებენ ტომოგრაფიას, დღესაც გადაუღეს და თავის ტვინის ჰემატომა აქვს.

- როდემდე ვარაუდობენ ექიმები ასეთ მდგომარეობაში ყოფნას?

- ამბობენ, რომ მალე არაფერი შეიცვლება, რადგან დიდი დრო არის საჭირო. გიორგი აპარატზეა შეერთებული. საბედნიეროდ მდგომარეობა გაუარესებისკენ არ მიდის და დანარჩენი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული, რამდენად მალე გაიწოვს ამ სისხლჩაქცევას.

- რა ვითარებაში მოხდა ავარია?

- მე 5 ივნისს წავედი კონცერტისთვის ბათუმში. გიორგიმ წამოსვლა ვერ შეძლო, რადგან მისი გუნდი "უეფასთვის" ემზადებოდა და ვარჯიშები ჰქონდათ. 7 ივნისს ვარჯიშის შემდეგ გადაწყვიტა ჩემთვის სურპრიზი გაეკეთებინა და ბათუმში წამოვიდა. ლანჩხუთთან მოხდა ავარია, გიორგი მანქანაში მარტო იჯდა. მომხდარის შესახებ მისი მეგობრისგან გავიგე.

- აქ აპირებთ მკურნალობის გაგრძელებას?

- ჯერჯერობით სხვაგან წასვლა არ შეიძლება და სამომავლოდ ალბათ მოგვიწევს სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა.

- როგორც ვიცი, გუშინ პატრიარქს შეხვდით?

- კი, შევხვდით. უწმინდესმა დაგვლოცა და მითხრა, რომ კარგად იქნება გიორგი. მისი დალოცვის შემდეგ უფრო მომეცა გიორგის გადარჩენის იმედი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი