პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ზოოპარკის ახალი ცხოვრება 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ
თბილისის ზოოპარკის ახალი ცხოვრება 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

ერთი წელი გა­ვი­და იმ ავ­ბე­დი­თი მოვ­ლე­ნი­დან, რაც შარ­შან, 13 ივ­ნი­სის ღა­მეს თბი­ლის­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად დატ­რი­ალ­და. ერთ-ერთი კერა, სა­დაც სტი­ქი­ამ იბო­ბოქ­რა, სწო­რე­დაც ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი იყო, იმ ტრა­გი­კულ ღა­მეს ზო­ო­პარ­კის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი და 270 ცხო­ვე­ლი და­ი­ღუ­პა. გა­ნად­გურ­და პარ­კის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ტე­რი­ტო­რია, მო­ი­შა­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

ერთი წლის შემ­დეგ ზო­ო­პარკს ვეს­ტუმ­რეთ, რათა შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა გა­სუ­ლი ერთი წელი და გვე­ნა­ხა, თუ რა ხდე­ბა დღეს იქ. გვე­სა­უბ­რე­ბა და­ვით თაქთა­ქიშ­ვი­ლი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გში: "სტი­ქი­ას გა­და­ურ­ჩა ზედა ია­რუ­სი (ზო­ო­პარ­კის შუა ნა­წი­ლი), ღვარ­ცო­ფი აქამ­დე ვერ მოგ­წვდა და უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა ქვე­და მხა­რეს მი­ად­გა, გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე და ახა­ლი გზის გას­წვრივ ტე­რი­ტო­რი­ას. იქ ყვე­ლაფ­რი და­ინ­გრა, და­ი­ღუ­პა ჩვე­ნი სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი და გა­ნად­გურ­დნენ ცხო­ვე­ლე­ბი.

ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ზო­ო­პარ­კის სი­ცო­ცხლის გა­საგ­რძე­ლე­ბელ კუ­თხედ მი­იჩ­ნე­ო­და და სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე ცხო­ველ­თა უმ­წეო ნა­ში­ე­რებს ბავ­შვე­ბი­ვით ზრდი­და, რო­დე­საც მათ­ზე უარს მათი მშობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, იმ ავ­ბე­დით ღა­მეს სიკ­ვდი­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა... ამი­ტომ, გა­და­წყდა, იმ დან­გრე­ულ ნა­წილ­ში არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა იქ მე­რი­ამ სა­რეკ­რი­ა­ციო ზონა გა­ა­შე­ნა, ანუ ქვე­და ნა­წილ­ში მწვა­ნე ზოლს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი".

- სწო­რედ მაგ ნა­წილ­ში იყ­ვნენ ხომ მტა­ცებ­ლე­ბი?

- კი, იქ მათი გან­ყო­ფი­ლე­ბა იყო და ასე­ვე პრი­მა­ტე­ბიც (მა­ი­მუ­ნე­ბი) იქვე იყ­ვნენ მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი... იცით, რომ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ იძუ­ლე­ბით და­ვი­კე­ტეთ და სამი თვის თავ­ზე, 13 სექ­ტემ­ბერს გა­ვიხ­სე­ნით. მად­ლო­ბა ყვე­ლას იმ თა­ნად­გო­მი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის, რაც ჩვენ მი­მართ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ხა­ტეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რი­გით­მა წევ­რებ­მა, ახალ­გაზ­რდებ­მა, რომ­ლე­ბიც ტრა­გე­დი­ის პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან­ვე გვერ­დში გვედგნენ. რომ არა ეს დახ­მა­რე­ბა, მარ­ტო ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბო­დით, ასეთ მოკ­ლე დრო­ში ზო­ო­პარკს ვერ აღ­ვად­გენ­დით.

დაგ­ვეხ­მარ­ნენ უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბიც, მა­გა­ლი­თად, პრა­ღის ზო­ო­პარ­კის ჯგუ­ფი, მა­შინ­ვე ჩა­მო­ვი­და, - მკვდა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გაწ­მენ­და­ში დაგ­ვეხ­მარ­ნენ, ტე­რი­ტო­რია ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის კე­რად რომ არ გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო. სა­მუ­შა­ო­ე­ბი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. დავ­კარ­გეთ მტა­ცებ­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, მა­ი­მუ­ნე­ბი, ჩლი­ქოს­ნე­ბის ნა­წი­ლი.

- იმ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მა­ინც მალე გახ­სე­ნით ზო­ო­პარ­კი.

- მოკ­ლედ, საზ­რუ­ნა­ვი იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა სწა­რა­ფად გაგ­ვეხ­სნა აქა­უ­რო­ბა, რომ ისევ მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რე­ბის­თვის და ეს, რო­გორც გი­თხა­რით, 13 სექ­ტემ­ბერს მო­ვა­ხერ­ხეთ. სიმ­ბო­ლუ­რად და­ემ­თხვა, იმ დღეს გუ­ლი­კოს და­ბა­დე­ბის დღე იყო, არა­ვის მა­ნამ­დე ეს არ გახ­სე­ნე­ბია, მხო­ლოდ ბა­ტონ ზუ­რაბს (ჩვენს დი­რექ­ტორს). 

- იმ ავ­ბე­დით ღა­მეს სტი­ქი­ას­თან ყვე­ლა­ზე მებ­რძო­ლი ცხო­ვე­ლი, ზო­ო­პარ­კის ბი­ნად­რე­ბი­დან, ბე­ჰე­მო­თი ბეგ­ლა­რი აღ­მოჩ­ნდა... მი­სით მსოფ­ლიო მე­დია და­ინ­ტე­რეს­და.

- ჩვენ­მა ბე­გიმ (ბეგ­ლარს მო­ფე­რე­ბით ვე­ძა­ხით), იმ ღა­მეს სა­ო­ცა­რი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. თა­ვის ვო­ლი­ე­რი­დან გმირ­თა მო­ედნ­ზე აღ­მოჩ­ნდა, ანუ წყალ­მა ცხო­ვე­ლი იქ გა­რი­ყა, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ბე­გიმ ვაჟ­კა­ცუ­რად იბ­რძო­ლა და სუ­ლაც არ იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, არა­ფე­რი დას­შა­ვე­ბია, თან, ბინ­ძურ, მო­რე­ბით სავ­სე და შლა­მი­ან-ტა­ლა­ხი­ან წყალ­ში მო­უხ­და ცურ­ვა. თუმ­ცა ის იმ ორომ­ტრი­ა­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და! არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ერთი სა­ინ­ფორ­მა­ციო (მათ შო­რის, უცხო­უ­რი), სა­დაც არ გა­შუ­ქე­ბუ­ლი­ყო მისი თავ­გან­წირ­ვა. მარ­თლაც სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მისი შემ­ყუ­რე, მივ­ხვდით, რომ ზო­ო­პარკს და­ხურ­ვა დ გა­ნად­გუ­რე­ბა არ ემუქ­რე­ბა!

- სა­ერ­თოდ, რო­დის და­ბი­ნავ­და ბეგი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში?

- 1999 წელს მი­ი­ღო ის ზო­ო­პარ­კმა, ახლა 20 წლის არის (ბე­ჰე­მო­თე­ბი 40-50 წელს ცხოვ­რო­ბენ), ახლა მას "და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად" სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი აქვს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მის­თვის პარტნი­ორს ვერ ვპო­უ­ლობთ, რომ ქორ­წი­ლი გა­და­ვუ­ხა­დოთ. ასე რომ, ბეგი მარ­ტოა...

- მისი ვო­ლი­ე­რიც გა­ა­ნად­გუ­რა სტი­ქი­ამ, ხომ?

- კი, ისიც ქვე­და ზო­ნა­ში იყო და წყალ­მა წა­ი­ღო. ამი­ტომ უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი ბე­გის და­ბი­ნა­ვე­ბა იყო, სა­ზამ­თროდ, სა­ნამ აცივ­დე­ბო­და, სას­წრა­ფოდ უნდა მოგ­ვეს­წრო ვო­ლი­ე­რის აშე­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლია და სი­ცი­ვეს ვერ ეგუ­ე­ბა. თა­ვი­დან იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, სპი­ლო­ე­ბი შეგ­ვე­ვიწ­რო­ე­ბი­ნა და მის­თვის მათი ვო­ლი­ე­რის ერთი ნა­წი­ლი დაგ­ვეთ­მო. სპი­ლო­ებ­მა მი­ი­ღეს, თუმ­ცა უკვე სა­კუ­თა­რი ვო­ლი­ე­რი აქვს, სა­დაც აუ­ზიც არის.

- გმირ­თა მო­ედ­ნი­დან რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბო­და მისი ზო­ო­პარკში შე­მოყ­ვა­ნა? ეს პრო­ცე­სი რა­ტომ გა­ი­წე­ლა?

- ბეგი, რო­გორც გი­თხა­რით, წყალ­მა გა­იყ­ვა­ნა გმირ­თა მო­დან­ზე და პირ­ვე­ლი საზ­რუ­ნა­ვი იყო, უკან დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა, სირ­თუ­ლე იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ისე უნდა გაბ­რუ­ე­ბუ­ლი­ყო, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის წი­ნა­არმ­დე­გო­ბა არ გა­ე­წია, თან, ისე უნდა გაბ­რუ­ე­ბუ­ლი­ყო, არ და­წო­ლი­ლი­ყო, ეს მძი­მე შე­დე­გებს მო­ი­ტან­და, რად­გა­ნაც რაც უფრო დი­დია ცხო­ვე­ლი, მით ძნე­ლად გა­და­აქვს ნარ­კო­ზი, თან, როცა წევს, მთე­ლი მასა მის ფილ­ტვებს აწ­ვე­ბა და სუნ­თქვა უძ­ნელ­დე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ნელ-ნელა ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა-შე­შუ­პე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და ცხო­ვე­ლი და­ი­ღუ­პოს. ამი­ტომ წამ­ლის და­მა­ტე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე მოგ­ვიხ­და... შო­რი­დან ბუნ­ჩუ­ლა კი ჩანს, თუმ­ცა ერთ-ერთი სა­ხი­ფა­თო ცხო­ვე­ლია აფ­რი­კა­ში. რომ არა წამ­ლის ის დოზა, რაც გა­უ­კეთ­და, მისი წა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, გა­ჯი­უტ­დე­ბო­და და აგ­რე­სი­ა­ზე გა­და­ვი­დო­და.

- სპი­ლო­ებს რომ შე­უ­სახ­ლეთ, მათ ად­ვი­ლად შე­ე­გუა?

- კი, მაგ­რამ მათ აუზ­ში ცო­ცხა­ლი თა­ვით არ ჩა­დი­ო­და, ამი­ტომ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზე­მო­დან ბევ­რჯერ ვას­ხამ­დით "შლან­გით" წყალს. ბო­ლოს კი გა­ირ­კვა, რომ თურ­მე ღამე აუზ­ში ჭყუმ­პა­ლა­ობ­და. რო­დე­საც ამ უმ­სგავ­სო საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ, წყალს აღარ ვას­ხამ­დით და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, აუზ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­შიც ჩა­სუ­ლი­ყო.

- რო­გორ ცხოვ­რობს დღეს ზო­ო­პარ­კი?

- აქა­უ­რო­ბა ცხო­ვე­ლე­ბით ნელ-ნელა და თან­და­თან ივ­სე­ბა. აი, ეს ზო­ლი­ა­ნი მან­გუს­ტე­ბი, მაჩვზღარ­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ვი­ღეთ. სა­ერ­თოდ, მა­ლე­ვე და­ვი­წყეთ ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ ჩვე­ნი შე­თხე­ლე­ბუ­ლი კო­ლექ­ცია გაგ­ვემ­დიდ­რე­ბი­ნა და ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლი­ყო. ბევ­რი ზო­ო­პარ­კი დაგ­ვი­კავ­შირ­და რო­გორც ევ­რო­პი­დან, ასე­ვე ამე­რი­კი­დან, ყვე­ლამ გა­მოთ­ქვა დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი. ამე­რი­კე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ად­გილ­ზე დავ­სა­ხეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, ჩა­მო­ვი­და ცნო­ბი­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ, 2 კვი­რა, არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

- თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნის სა­კი­თხი არ დაძ­რუ­ლა?

- იქ 48 ჰა მი­წის ფარ­თი გვაქვს გა­მო­ყო­ფილ-შე­მო­ღო­ბი­ლი, სა­დაც მე­რი­ამ გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო. ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად უნდა მოხ­დეს. ყვე­ლას გვინ­და, რომ სწრა­ფად და­იძ­რას ეს საქ­მე, მაგ­რამ პრო­ექ­ტი დიდ ფი­ნან­სურ და სხვა ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ათ­ვი­სე­ბა.

- მოკ­ლედ, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ზო­ო­პარ­კებ­მა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნეს ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი.

- კი, ფი­ნან­სუ­რა­დაც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ზო­ო­პარ­კის ან­გა­რიშ­ზე გვი­რი­ცხავ­დნენ ფულს, ნა­წილ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, ერევ­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი მე­ო­რე დღი­დან გვერ­დით გვედგნენ. ყვე­ლა­ნი გვთა­ვა­ზობ­დნენ ცხო­ვე­ლებს, რის­თვი­საც უნდა მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით, ვო­ლი­ე­რე­ბი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა და დღე­ის­თვის უკვე გვაქვს რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ვო­ლი­ე­რი, სა­დაც ჩვე­ნი ახა­ლი ბი­ნად­რე­ბი შე­ვა­სახ­ლეთ. რამ­დე­ნი­მე ვო­ლი­ე­რიც დამ­თავ­რე­ბის სტა­დი­ა­შია. აი, 4-5 დღის წინ რი­გის ზო­პარ­კი­დან, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ, ისე, რომ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ხარ­ჯე­ბიც რი­გის მე­რი­ამ გა­მო­ყო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ჩუ­ქა­რი მი­ვი­ღეთ: 7 კო­ა­ტი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს (ენო­ტის ნა­თე­სა­ვე­ბი) სამ­ხრეთ ამე­რი­კუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხე­ბად, ჯგუ­ფე­ბად ცხოვ­რო­ბენ. მათ­თვის ფარ­თო და მრგვა­ლი ვო­ლი­ე­რი გა­ვა­კე­თეთ. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბა აქვთ. გიჟ­დე­ბი­ან ბა­ნან­ზე, მათ­თან შეს­ვლა უპ­რობ­ლე­მოდ შე­იძ­ლე­ბა. 2 ბიჭი და 5 გო­გოა. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არი­ან, უყ­ვართ ურ­თი­ერ­თო­ბა და მათი ადაპ­ტა­ცი­აც უპ­რობ­ლე­მოდ მოხ­და.

ცხო­ვე­ლე­ბის ბოლო პარ­ტია, რაც მი­ვი­ღეთ, ლურ­ჯი ან­ტი­ლო­პა გნუ­ე­ბია, აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბი­სა­ნი არი­ან (ორი ბიჭი და ერთი გოგო). ახლა ადაპ­ტა­ცი­ას გა­დი­ან. ბელ­გი­ი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, კო­ა­ტე­ბი - გერ­მა­ნი­ი­დან. აი, იმ ახალ ვო­ლი­ერ­ში შე­მოდ­გო­მით კენ­გუ­რო­ებს და ტა­პი­რებს მო­ვა­თავ­სებთ. ერევ­ნის ზო­ო­პარ­კი­დან 2 ნი­ა­მო­რი (მთის თხა) მი­ვი­ღეთ. იშ­ვი­ა­თი ცხო­ვე­ლია, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ცო­ტა­ნი დარ­ჩნენ, ხში­რად ადა­მი­ა­ნი უხე­შად და გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რად ერე­ვა ცხო­ვე­ლე­ბის გა­და­შე­ნე­ბა­ში. ნი­ა­მო­რე­ბი გამ­რავ­ლდნენ და უკვე 4-ნი არი­ან. მოკ­ლედ, ჩვე­ნი ფა­უ­ნის­თვის უიშ­ვი­ა­თე­სი ცხო­ვე­ლია. ასე­ვე კეთ­დე­ბა მან­გუს­ტე­ბი­სა და მაჩვზღარ­ბე­ბის ვო­ლი­ე­რიც. შუ­ში­საა, იმის გამო, რომ არ იყოს რა­ი­მე ბა­რი­ე­რი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­სა და ცხო­ველს შო­რის. ისი­ნი აფ­რი­კე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან, ოღონდ, გერ­მა­ნი­ი­დან ჩა­მობ­რძან­დნენ.

- სპი­ლო­ე­ბი თავს რო­გორ გრძნო­ბენ?

- რო­გორც იქნა, მათი შეჯ­ვა­რე­ბა მოხ­და და იმე­დი გვაქვს, რომ 2 წე­ლი­წად­ში სპლიყ­ვიც გვე­ყო­ლე­ბა (სპი­ლოს ორ­სუ­ლო­ბა 20-22 თვე გრძელ­დე­ბა). გვყავს 5 ლომი (თეთ­რი ლო­მე­ბის ოჯა­ხი) აქ არის ოჯა­ხის თავი, მამა - სემი და მისი ცოლი - კლე­ო­პატ­რა, სამი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ, სა­მი­ვე აქ გაჩ­ნდა; გვყავს ასე­ვე 2 ლე­ო­პარ­დი (მამა-შვი­ლი 3 და 9 წლის); 2 ტურა, 2 მგე­ლი, არი­ან ნა­ირმ­ჭა­მე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი - დათ­ვე­ბი, ყვე­ლა­ფერს მი­ირ­თმე­ვენ (ხორ­ცი, მცე­ნა­რე­ე­ბი). მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი­დან არი­ან - არ­წი­ვე­ბი, ორ­ბე­ბი, სვა­ვე­ბი. გვყავს ნი­ან­გე­ბი, გვე­ლე­ბი, ჩლი­ქოს­ნე­ბი­დან - ლა­მე­ბი, ხა­რე­ბი, ირ­მე­ბი, ტა­პი­რი, კე­თილ­შო­ბი­ლი ირე­მი, ზებ­რე­ბი, მარ­ტორ­ქა, ტა­ხე­ბი, - მათი ვო­ლი­ე­რე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ოღონდ, ეს ცხო­ვე­ლე­ბი გარ­და ჯიხ­ვე­ბი­სა, გა­დარ­ჩნენ.

- სად არი­ან პინგვი­ნე­ბი?

- პინგვი­ნე­ბი ჩვენ­თან მხო­ლოდ ერთი წელი იყ­ვნენ. სტი­ქი­ას 10 გა­და­ურ­ჩა, სულ 17 გვყავ­და. 7 უგ­ზო­უკვლოდ და­ი­კარ­გა. მათი აუ­ზიც ნა­წი­ლობ­რივ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. აქ სტი­ქი­ის გამო ისე­თი ქა­ო­სი იყო, იმ­დე­ნი ხალ­ხი მუ­შა­ობ­და, ისე­თი ხმა­უ­რი იყო, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ ძველ ად­გი­ლას მათი დაბ­რუ­ნე­ბა და დრო­ე­ბით მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის ერთ-ერთ ვო­ლი­ერ­ში შე­ვა­სახ­ლეთ, სა­დაც სა­ხელ­და­ხე­ლოდ პა­ტა­რა აუზი გა­ვუ­კე­თეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი სტრე­სი მი­ი­ღეს, ვერც ერთი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ, ვე­რა­ფერ­მა უშ­ვე­ლათ. სა­ერ­თოდ, რაც მეტ­ნი არი­ან, უფრო და­ცუ­ლად გრძნო­ბენ თავს. ვი­ნა­ი­დან შემ­ცირ­დნენ, ესეც აღ­მოჩ­ნდა მათი და­მა­ტე­ბი­თი სტრე­სის სა­ბა­ბი. პინგვი­ნე­ბის მი­ღე­ბას ისევ ვგეგ­მავთ და ერთი წლის მერე ალ­ბათ უფრო უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

თბილისის ზოოპარკის ახალი ცხოვრება 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

თბილისის ზოოპარკის ახალი ცხოვრება 13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ

ერთი წელი გავიდა იმ ავბედითი მოვლენიდან, რაც შარშან, 13 ივნისის ღამეს თბილისში, სტიქიის შედეგად დატრიალდა. ერთ-ერთი კერა, სადაც სტიქიამ იბობოქრა, სწორედაც ზოოლოგიური პარკი იყო, იმ ტრაგიკულ ღამეს ზოოპარკის სამი თანამშრომელი და 270 ცხოველი დაიღუპა. განადგურდა პარკის თითქმის ნახევარი ტერიტორია, მოიშალა ინფრასტრუქტურა.

ერთი წლის შემდეგ ზოოპარკს ვესტუმრეთ, რათა შეგვეფასებინა გასული ერთი წელი და გვენახა, თუ რა ხდება დღეს იქ. გვესაუბრება დავით თაქთაქიშვილი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში: "სტიქიას გადაურჩა ზედა იარუსი (ზოოპარკის შუა ნაწილი), ღვარცოფი აქამდე ვერ მოგწვდა და უვნებელი გადარჩა. ძირითადი დარტყმა ქვედა მხარეს მიადგა, გმირთა მოედნის მიმდებარე და ახალი გზის გასწვრივ ტერიტორიას. იქ ყველაფრი დაინგრა, დაიღუპა ჩვენი სამი თანამშრომელი და განადგურდნენ ცხოველები.

ადგილი, რომელიც ზოოპარკის სიცოცხლის გასაგრძელებელ კუთხედ მიიჩნეოდა და სადაც ქალბატონი გულიკო ჭიტაძე ცხოველთა უმწეო ნაშიერებს ბავშვებივით ზრდიდა, როდესაც მათზე უარს მათი მშობლები ამბობდნენ, იმ ავბედით ღამეს სიკვდილის სიმბოლოდ იქცა... ამიტომ, გადაწყდა, იმ დანგრეულ ნაწილში არაფერი გაკეთებულიყო, თუმცა იქ მერიამ სარეკრიაციო ზონა გააშენა, ანუ ქვედა ნაწილში მწვანე ზოლს ჩაეყარა საფუძველი".

- სწორედ მაგ ნაწილში იყვნენ ხომ მტაცებლები?

- კი, იქ მათი განყოფილება იყო და ასევე პრიმატებიც (მაიმუნები) იქვე იყვნენ მოთავსებულები... იცით, რომ ტრაგედიის შემდეგ იძულებით დავიკეტეთ და სამი თვის თავზე, 13 სექტემბერს გავიხსენით. მადლობა ყველას იმ თანადგომისა და დახმარებისთვის, რაც ჩვენ მიმართ ადამიანებმა გამოხატეს, განსაკუთრებით, საზოგადოების რიგითმა წევრებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ტრაგედიის პირველი წუთებიდანვე გვერდში გვედგნენ. რომ არა ეს დახმარება, მარტო ვერაფერს გავხდებოდით, ასეთ მოკლე დროში ზოოპარკს ვერ აღვადგენდით.

დაგვეხმარნენ უცხოელი კოლეგებიც, მაგალითად, პრაღის ზოოპარკის ჯგუფი, მაშინვე ჩამოვიდა, - მკვდარი ცხოველებისგან გაწმენდაში დაგვეხმარნენ, ტერიტორია ინფექციის გავრცელების კერად რომ არ გადაქცეულიყო. სამუშაოები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დავკარგეთ მტაცებლები, ფრინველები, მაიმუნები, ჩლიქოსნების ნაწილი.

- იმ ყველაფრის ფონზე მაინც მალე გახსენით ზოოპარკი.

- მოკლედ, საზრუნავი იყო, რაც შეიძლება სწარაფად გაგვეხსნა აქაურობა, რომ ისევ მისაწვდომი ყოფილიყო ჩვენი მოსახლეობისთვის, დედაქალაქის სტუმრებისთვის და ეს, როგორც გითხარით, 13 სექტემბერს მოვახერხეთ. სიმბოლურად დაემთხვა, იმ დღეს გულიკოს დაბადების დღე იყო, არავის მანამდე ეს არ გახსენებია, მხოლოდ ბატონ ზურაბს (ჩვენს დირექტორს). 

- იმ ავბედით ღამეს სტიქიასთან ყველაზე მებრძოლი ცხოველი, ზოოპარკის ბინადრებიდან, ბეჰემოთი ბეგლარი აღმოჩნდა... მისით მსოფლიო მედია დაინტერესდა.

- ჩვენმა ბეგიმ (ბეგლარს მოფერებით ვეძახით), იმ ღამეს საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა. თავის ვოლიერიდან გმირთა მოედნზე აღმოჩნდა, ანუ წყალმა ცხოველი იქ გარიყა, მაგრამ ვიმეორებ, ბეგიმ ვაჟკაცურად იბრძოლა და სულაც არ იყო დაზიანებული, არაფერი დასშავებია, თან, ბინძურ, მორებით სავსე და შლამიან-ტალახიან წყალში მოუხდა ცურვა. თუმცა ის იმ ორომტრიალიდან გამარჯვებული გამოვიდა! არ დარჩენილა არც ერთი საინფორმაციო (მათ შორის, უცხოური), სადაც არ გაშუქებულიყო მისი თავგანწირვა. მართლაც სიცოცხლის სიმბოლოდ იქცა. მისი შემყურე, მივხვდით, რომ ზოოპარკს დახურვა დ განადგურება არ ემუქრება!

- საერთოდ, როდის დაბინავდა ბეგი თბილისის ზოოპარკში?

- 1999 წელს მიიღო ის ზოოპარკმა, ახლა 20 წლის არის (ბეჰემოთები 40-50 წელს ცხოვრობენ), ახლა მას "დასაქორწინებლად" საუკეთესო პერიოდი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის პარტნიორს ვერ ვპოულობთ, რომ ქორწილი გადავუხადოთ. ასე რომ, ბეგი მარტოა...

- მისი ვოლიერიც გაანადგურა სტიქიამ, ხომ?

- კი, ისიც ქვედა ზონაში იყო და წყალმა წაიღო. ამიტომ უპირველესი საზრუნავი ბეგის დაბინავება იყო, საზამთროდ, სანამ აცივდებოდა, სასწრაფოდ უნდა მოგვესწრო ვოლიერის აშენება იმიტომ, რომ ეგზოტიკური ცხოველია და სიცივეს ვერ ეგუება. თავიდან იძულებულები გავხდით, სპილოები შეგვევიწროებინა და მისთვის მათი ვოლიერის ერთი ნაწილი დაგვეთმო. სპილოებმა მიიღეს, თუმცა უკვე საკუთარი ვოლიერი აქვს, სადაც აუზიც არის.

- გმირთა მოედნიდან რატომ ვერ ხერხდებოდა მისი ზოოპარკში შემოყვანა? ეს პროცესი რატომ გაიწელა?

- ბეგი, როგორც გითხარით, წყალმა გაიყვანა გმირთა მოდანზე და პირველი საზრუნავი იყო, უკან დაგვებრუნებინა, სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ისე უნდა გაბრუებულიყო, ადამიანებისთვის წინაარმდეგობა არ გაეწია, თან, ისე უნდა გაბრუებულიყო, არ დაწოლილიყო, ეს მძიმე შედეგებს მოიტანდა, რადგანაც რაც უფრო დიდია ცხოველი, მით ძნელად გადააქვს ნარკოზი, თან, როცა წევს, მთელი მასა მის ფილტვებს აწვება და სუნთქვა უძნელდება, რამაც შეიძლება ნელ-ნელა ფილტვების ფუნქციის დაქვეითება-შეშუპება გამოიწვიოს და ცხოველი დაიღუპოს. ამიტომ წამლის დამატება რამდენჯერმე მოგვიხდა... შორიდან ბუნჩულა კი ჩანს, თუმცა ერთ-ერთი სახიფათო ცხოველია აფრიკაში. რომ არა წამლის ის დოზა, რაც გაუკეთდა, მისი წამოყვანა შეუძლებელი იქნებოდა, გაჯიუტდებოდა და აგრესიაზე გადავიდოდა.

- სპილოებს რომ შეუსახლეთ, მათ ადვილად შეეგუა?

- კი, მაგრამ მათ აუზში ცოცხალი თავით არ ჩადიოდა, ამიტომ, დღის განმავლობაში, ზემოდან ბევრჯერ ვასხამდით "შლანგით" წყალს. ბოლოს კი გაირკვა, რომ თურმე ღამე აუზში ჭყუმპალაობდა. როდესაც ამ უმსგავსო საქციელის შესახებ შევიტყვეთ, წყალს აღარ ვასხამდით და იძულებული გახდა, აუზში დღის განმავლობაშიც ჩასულიყო.

- როგორ ცხოვრობს დღეს ზოოპარკი?

- აქაურობა ცხოველებით ნელ-ნელა და თანდათან ივსება. აი, ეს ზოლიანი მანგუსტები, მაჩვზღარბები რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. საერთოდ, მალევე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენი შეთხელებული კოლექცია გაგვემდიდრებინა და ცხოველების რაოდენობა გაზრდილიყო. ბევრი ზოოპარკი დაგვიკავშირდა როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკიდან, ყველამ გამოთქვა დახმარების სურვილი. ამერიკელები ჩამოვიდნენ და ადგილზე დავსახეთ სამომავლო გეგმები, ჩამოვიდა ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი, სრულიად უსასყიდლოდ, 2 კვირა, არსებული ტერიტორიის პროექტირებაში გაატარა.

- თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის საკითხი არ დაძრულა?

- იქ 48 ჰა მიწის ფართი გვაქვს გამოყოფილ-შემოღობილი, სადაც მერიამ გარკვეული სამუშაოები დაიწყო. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ყველას გვინდა, რომ სწრაფად დაიძრას ეს საქმე, მაგრამ პროექტი დიდ ფინანსურ და სხვა ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჯერჯერობით ეტაპობრივად მოხდება ახალი ტერიტორიის ათვისება.

- მოკლედ, მსოფლიოს მასშტაბით ზოოპარკებმა გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი გასაჭირი.

- კი, ფინანსურადაც გვეხმარებოდნენ, ზოოპარკის ანგარიშზე გვირიცხავდნენ ფულს, ნაწილმა მედიკამენტები გამოგვიგზავნა, ერევნელი კოლეგები მეორე დღიდან გვერდით გვედგნენ. ყველანი გვთავაზობდნენ ცხოველებს, რისთვისაც უნდა მოვმზადებულიყავით, ვოლიერები აგვეშენებინა და დღეისთვის უკვე გვაქვს რამდენიმე ახალი ვოლიერი, სადაც ჩვენი ახალი ბინადრები შევასახლეთ. რამდენიმე ვოლიერიც დამთავრების სტადიაშია. აი, 4-5 დღის წინ რიგის ზოპარკიდან, სრულიად უსასყიდლოდ, ისე, რომ ტრანსპორტირების ხარჯებიც რიგის მერიამ გამოყო, არაჩვეულებრივი საჩუქარი მივიღეთ: 7 კოატი გამოგვიგზავნეს (ენოტის ნათესავები) სამხრეთ ამერიკული, სოციალური ცხოველები, რომლებიც ოჯახებად, ჯგუფებად ცხოვრობენ. მათთვის ფართო და მრგვალი ვოლიერი გავაკეთეთ. დამახასიათებელი გარეგნობა აქვთ. გიჟდებიან ბანანზე, მათთან შესვლა უპრობლემოდ შეიძლება. 2 ბიჭი და 5 გოგოა. კომუნიკაბელურები არიან, უყვართ ურთიერთობა და მათი ადაპტაციაც უპრობლემოდ მოხდა.

ცხოველების ბოლო პარტია, რაც მივიღეთ, ლურჯი ანტილოპა გნუებია, აფრიკული წარმოშობისანი არიან (ორი ბიჭი და ერთი გოგო). ახლა ადაპტაციას გადიან. ბელგიიდან ჩამოვიდნენ, კოატები - გერმანიიდან. აი, იმ ახალ ვოლიერში შემოდგომით კენგუროებს და ტაპირებს მოვათავსებთ. ერევნის ზოოპარკიდან 2 ნიამორი (მთის თხა) მივიღეთ. იშვიათი ცხოველია, სამწუხაროდ, ჩვენთან ცოტანი დარჩნენ, ხშირად ადამიანი უხეშად და გაუთვითცნობიერად ერევა ცხოველების გადაშენებაში. ნიამორები გამრავლდნენ და უკვე 4-ნი არიან. მოკლედ, ჩვენი ფაუნისთვის უიშვიათესი ცხოველია. ასევე კეთდება მანგუსტებისა და მაჩვზღარბების ვოლიერიც. შუშისაა, იმის გამო, რომ არ იყოს რაიმე ბარიერი დამთვალიერებელსა და ცხოველს შორის. ისინი აფრიკელი ცხოველები არიან, ოღონდ, გერმანიიდან ჩამობრძანდნენ.

- სპილოები თავს როგორ გრძნობენ?

- როგორც იქნა, მათი შეჯვარება მოხდა და იმედი გვაქვს, რომ 2 წელიწადში სპლიყვიც გვეყოლება (სპილოს ორსულობა 20-22 თვე გრძელდება). გვყავს 5 ლომი (თეთრი ლომების ოჯახი) აქ არის ოჯახის თავი, მამა - სემი და მისი ცოლი - კლეოპატრა, სამი ქალიშვილი ჰყავთ, სამივე აქ გაჩნდა; გვყავს ასევე 2 ლეოპარდი (მამა-შვილი 3 და 9 წლის); 2 ტურა, 2 მგელი, არიან ნაირმჭამელი ცხოველები - დათვები, ყველაფერს მიირთმევენ (ხორცი, მცენარეები). მტაცებელი ფრინველებიდან არიან - არწივები, ორბები, სვავები. გვყავს ნიანგები, გველები, ჩლიქოსნებიდან - ლამები, ხარები, ირმები, ტაპირი, კეთილშობილი ირემი, ზებრები, მარტორქა, ტახები, - მათი ვოლიერები განადგურებულია, ოღონდ, ეს ცხოველები გარდა ჯიხვებისა, გადარჩნენ.

- სად არიან პინგვინები?

- პინგვინები ჩვენთან მხოლოდ ერთი წელი იყვნენ. სტიქიას 10 გადაურჩა, სულ 17 გვყავდა. 7 უგზოუკვლოდ დაიკარგა. მათი აუზიც ნაწილობრივ დაზიანებული იყო. აქ სტიქიის გამო ისეთი ქაოსი იყო, იმდენი ხალხი მუშაობდა, ისეთი ხმაური იყო, შეუძლებელი გახლდათ ძველ ადგილას მათი დაბრუნება და დროებით მტაცებელი ფრინველების ერთ-ერთ ვოლიერში შევასახლეთ, სადაც სახელდახელოდ პატარა აუზი გავუკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი სტრესი მიიღეს, ვერც ერთი გადავარჩინეთ, ვერაფერმა უშველათ. საერთოდ, რაც მეტნი არიან, უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ვინაიდან შემცირდნენ, ესეც აღმოჩნდა მათი დამატებითი სტრესის საბაბი. პინგვინების მიღებას ისევ ვგეგმავთ და ერთი წლის მერე ალბათ უფრო უკეთესი შედეგები გვექნება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი