მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავის საკრებულოს დეპუტატი გუბეში ჩადგა და ხელისუფლებას მიმართა
თელავის საკრებულოს დეპუტატი გუბეში ჩადგა და ხელისუფლებას მიმართა

ქა­ლაქ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ძლი­ე­რი თე­ლა­ვის" თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ ვარ­დოშ­ვი­ლი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბაგ­რა­ტი­ო­ნის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სთხოვს.

მან თე­ლა­ვის მე­რია უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გუ­ბე­ში ჩად­გა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ისე მი­მარ­თა.

"იმ დროს, რო­დე­საც კო­ა­ლი­ცი­ის მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­თხე სა­უ­კე­თე­სო წელს უნდა ვიდ­გეთ დე­მოკ­რა­ტი­ის ევე­რესტზე და რო­გორც და­ნა­პი­რე­ბი იყო, ვა­ო­ცებ­დეთ ევ­რო­პას ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ით და მიღ­წე­ვე­ბით, ვდგა­ვართ ამ და­ზი­ა­ნე­ბულ გზა­ზე. ეს არის თე­ლა­ვის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქუჩა, რო­მე­ლიც არის სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. აქ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რე­ბის დროს, თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტი და მათ შო­რის მეც, მო­სახ­ლე­ო­ბას ვპირ­დე­ბო­დით, რომ ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი­დან გა­ვი­და უკვე რამ­დე­ნი წელი და ეს პრობ­ლე­მა არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა. მე მინ­და მივ­მარ­თო მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ას საკ­რე­ბუ­ლო­ში და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მე­რი­ა­ში, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ყოს თან­ხე­ბი და შე­კეთ­დეს გზა. ამ სა­კი­თხის გა­და­დე­ბა მო­მავ­ლის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმი­ტომ, რომ ყო­ველ­დღე ადა­მი­ა­ნებს აქ უწევთ გავ­ლა. ვე­ნე­ცი­ას ჰგავს აქა­უ­რო­ბა," - გა­ნუ­ცხა­და Knews.ge-ს ნი­კო­ლოზ ვარ­დოშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"კა­ხე­თის ხმა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თელავის საკრებულოს დეპუტატი გუბეში ჩადგა და ხელისუფლებას მიმართა

თელავის საკრებულოს დეპუტატი გუბეში ჩადგა და ხელისუფლებას მიმართა

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ძლიერი თელავის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ვარდოშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას ბაგრატიონის დაზიანებული ქუჩის რეაბილიტაციას სთხოვს.

მან თელავის მერია უყურადღებობაში დაადანაშაულა. საკრებულოს დეპუტატი პროტესტის ნიშნად გუბეში ჩადგა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ისე მიმართა.

"იმ დროს, როდესაც კოალიციის მმართველობის მეოთხე საუკეთესო წელს უნდა ვიდგეთ დემოკრატიის ევერესტზე და როგორც დანაპირები იყო, ვაოცებდეთ ევროპას ჩვენი დემოკრატიით და მიღწევებით, ვდგავართ ამ დაზიანებულ გზაზე. ეს არის თელავის ცენტრში მდებარე ბაგრატიონის ქუჩა, რომელიც არის საშინელ მდგომარეობაში. აქ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, თითოეული კანდიდატი და მათ შორის მეც, მოსახლეობას ვპირდებოდით, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გავიდა უკვე რამდენი წელი და ეს პრობლემა არ მოგვარებულა. მე მინდა მივმართო მმართველ კოალიციას საკრებულოში და აღმასრულებელ ხელისუფლებას მერიაში, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს თანხები და შეკეთდეს გზა. ამ საკითხის გადადება მომავლისთვის წარმოუდგენელია იმიტომ, რომ ყოველდღე ადამიანებს აქ უწევთ გავლა. ვენეციას ჰგავს აქაურობა," - განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა