ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მეორე ბავშვის დედა გახდა. მისი და ლევან ხურციას ოჯახს კიდევ ერთი ბიჭუნა შეემატა. წყვილმა ბავშვს ალექსანდრე დაარქვა. ცოტა ხნის წინ მარიამმა "ფეისბუქზე" ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და მილოცვისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
"ეს სიყვარულია, ეს ბედნიერებაა, ეს სიცოცხლეა. ჩემს ოჯახში უკვე სამი მამაკაცია და მე მქვია ორი ბიჭის დედა! მადლობა უფალს!!! მადლობა თქვენ, მეგობრებო! ამდენი მოლოცვა და ამდენი კეთილისმსურველი საოცრებაა, მაპატიეთ ყველას ვერ გპასუხობთ, ფიზიკურად სუსტად ვარ, მაგრამ ვხედავ და ვიღებ თითოეული თქვენგანის დამოკიდებულებას. მიიღეთ პასუხად ჩემი მადლიერება", - წერს კუბლაშვილი.
ასევე ნახეთ: "დიდი მადლობა ჩემ მეორე ნახევარს ამ ბედნიერებისთვის" - ლევან ხურცია შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს