რამდენიმე დღის წინ, ისანში, ქინძმარაულის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა, - 26 წლის ლევან ბ-მ 44 წლის იგორ ნემოვს დანა გარშემომყოფების თვალწინ მკერდის არეში ჩაარტყა და დანიანად გაიქცა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. სასწრაფო დახმარების პერსონალმა იგორ ნემოვის გადარჩენა ვერ შეძლო; ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. რატომ ვერაფერი მოიმოქმედეს გარშემომყოფებმა ტრაგედიის შესაჩერებლად? – გვესაუბრება იმ უბნის მცხოვრები, სადაც ტრაგედია დატრიალდა.
სალომე გოთუა:
- თავისებური უბანი გვაქვს, საკმაოდ მოშორებულია ქალაქიდან, ყველა ყველას იცნობს. ასე რომ, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად მკვლელს და გარდაცვლილს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. თანაც, ლევანი იმ სახლში ცხოვრობდა, სადაც იგორის ბავშვობის მეგობარი; ასე რომ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამის მიუხედავად, ლევანმა იგორი თვალის დაუხამხამებლად მოკლა. იგორი მეტად კეთილშობილი კაცი იყო; მსგავსს ცოტას თუ შეხვდები. რაც შეეხება ლევანს, გზააბნეული ადამიანია - წვრილმანი ხულიგნობის გამო ორჯერ იყო ნასამართლევი, მაგრამ აგრესიული არასოდეს ყოფილა. გვეცოდებოდა კიდეც უბანში,- მამა არ ჰყავდა, დედამ ენითაუწერელ გაჭირვებაში გამოზარდა და ვამბობდით,- ალბათ ამ მძიმე გაჭირვებამ აურია ცხოვრებაო, ცოტ-ცოტას სვავდა კიდეც…
- გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა დღის 5 საათზე მოხდა; სუფრაზე, სადაც რამდენიმე კაცი ქეიფობდა. როგორ მოხდა, რომ ამ ადამიანებმა დამნაშავის შეჩერება ვერ შეძლეს?
- როგორ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ კაცი ორი დანით შეიძლება დადიოდეს. ლევანს ერთი დანა წაართვეს, მაგრამ თურმე მეორეც ჰქონდა… ბიჭებმა იმ დღეს, აქვე, ახლოს პატარა ბაღი გვაქვს და იქ გაშალეს სახელდახელოდ სუფრასთან...განაგრძეთ კითხვა