მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრავო, ტენორო!" - რატომ გააწითლა პლაჩიდო დომინგომ ოთარ ჯორჯიკია
"ბრავო, ტენორო!" - რატომ გააწითლა პლაჩიდო დომინგომ ოთარ ჯორჯიკია

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ოპე­რის თე­ატ­რის სო­ლისტს, ოთარ ჯორ­ჯი­კი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი აქვს. 27 მა­ისს, პე­ტერ­ბურ­გში, მა­რი­ას თე­ატ­რში ჯუ­ზე­პე ვერ­დის "სი­მონ ბო­კა­ნეგ­რა­ში" იმ­ღე­რა. მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან სო­ლის­ტებ­თან ერ­თად, ოთარს პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წი­ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ცნო­ბილ­მა შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერთი პლა­ჩი­დო დო­მინ­გო გახ­ლდათ. ის აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ბო­კა­ნეგ­რას როლ­ში წარ­დგა, ხოლო ოთარ ჯორ­ჯი­კი­ამ გაბ­რი­ე­ლე ადორ­ნოს როლი შე­ას­რუ­ლა. მა­ლე­ვე, თბი­ლი­სის ოპე­რა­ში პრე­მი­ე­რის სამ­ზა­დის­ზე გა­და­ერ­თო - მუ­სი­კა­ლურ-ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი დრა­მა "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით და­იდ­გა.

- ოთარ, პირ­ველ რიგ­ში, პრე­მი­ე­რის შემ­დგო­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რე...

- "სა­მო­სელ პირ­ველ­ში" დიდი შრო­მა­აა ჩა­დე­ბუ­ლი და თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე ვე­ცა­დეთ, ეს ძა­ლის­ხმე­ვა მა­ყუ­რებ­ლამ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად მიგ­ვე­ტა­ნა. გარ­და სიმ­ღე­რი­სა, სპექ­ტაკლში მაქვს რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, სა­დაც დრა­მა­ტულ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩემ­თვის, როცა ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დით მი­წევს ჩემი არ­ტის­ტიზ­მის გა­მოვ­ლე­ნა და ასე ვთქვათ, მათ­თვის მხა­რის აბმა. ვფიქ­რობ, სპექ­ტაკ­ლი შედ­გა. მა­ყუ­რე­ბე­ლი, ვი­საც ვე­სა­უბ­რე, კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, პირ­ველ რიგ­ში იმით, რომ გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი სცე­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

- გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ბევრ ნა­წარ­მო­ებს იც­ნობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ, "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" ის რო­მა­ნია, რო­მელ­თა­ნაც პირ­ველ რიგ­ში ასო­ცირ­დე­ბა ეს მწე­რა­ლი. ალ­ბათ ხე­ლახ­ლა მო­გიხ­დათ გა­და­კი­თხვა...

- რა თქმა უნდა. როცა რა­ღაც წლე­ბის წინ გაქვს წა­კი­თხუ­ლი, დე­ტა­ლე­ბი არ გახ­სოვს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ხე­ლახ­ლა წა­კი­თხვა, არა­მედ წვრილ­მა­ნე­ბის უფრო მე­ტად გა­აზ­რე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა. ალ­ბათ, სპექ­ტაკ­ლის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე თა­ვი­დან ჩა­ე­ძი­ე­ბო­და რო­მანს, მისი "სამ­ზა­რე­უ­ლოს" უკეთ გა­საც­ნო­ბად. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ყო­ველ­თვის ასე ვიქ­ცე­ვი.

- პრე­მი­ე­რის შემ­დეგ, ბა­ტონ გუ­რამ­თან გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ მო­გე­ცათ?

- სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მი­ი­ღო ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა. ფარ­და რომ და­ეშ­ვა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ჩან­და. მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით მოგ­ვე­ფე­რა, შეგ­ვა­ქო და სით­ბო გვი­წი­ლა­და. ეს დიდი სტი­მუ­ლია ჩვენ­თვის. ლაშა ონი­ა­ნი და ზაზა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბა მის­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- "სი­მონ ბო­კა­ნეგ­რას" ამ­ბავ­სა და დო­მინ­გოს­თან შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­როთ. რო­დის გა­ი­გეთ, რომ მას­თან ერ­თად მო­გი­წევ­დათ სცე­ნა­ზე დგო­მა?

- "სი­მონ ბო­კა­ნეგ­რას" პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რა 22 მარტს ვიმ­ღე­რე, მა­რი­ას თე­ატ­რში. მა­შინ საკ­მა­ოდ მცი­რე დრო­ში მო­მიხ­და რო­ლის მომ­ზა­დე­ბა და სიმ­ღე­რა. ამ­ჯე­რად, სპექ­ტაკ­ლი ფეს­ტი­ვალ "თეთ­რი ღა­მე­ე­ბის" ფარ­გლებ­ში, 27 მა­ისს წარ­მო­ად­გი­ნეს. დო­მინ­გოს გარ­და, იქ მღე­რო­და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სოპ­რა­ნო ტა­ტი­ა­ნა სერ­ჟა­ნი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბანი მი­ხა­ილ პეტ­რენ­კო. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა გა­ვი­გე, რომ ოპე­რა­ში დო­მინ­გოს­თან ერ­თად მო­მი­წევ­და სიმ­ღე­რა. რე­პე­ტი­ცია ერთ დღე­ში გა­ვი­ა­რეთ. რო­გორც ტე­ნო­რის­თვის, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მის სიმ­ღე­რებ­ზე ვართ გაზ­რდი­ლე­ბი არა მხო­ლოდ მე, არა­მედ ოპე­რის ბევ­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და მოყ­ვა­რუ­ლი. ასა­კი­დან და მისი ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახლა ის ბა­რი­ტონ­ზე გა­და­ერ­თო, ტე­ნო­რის რე­პერ­ტუ­არს მცი­რე დო­ზით "უღა­ლა­ტა", მაგ­რამ ხმა შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში აქვს.. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ბრავო, ტენორო!" - რატომ გააწითლა პლაჩიდო დომინგომ ოთარ ჯორჯიკია

"ბრავო, ტენორო!" - რატომ გააწითლა პლაჩიდო დომინგომ ოთარ ჯორჯიკია

ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სოლისტს, ოთარ ჯორჯიკიას განსაკუთრებულად დატვირთული სამუშაო რეჟიმი აქვს. 27 მაისს, პეტერბურგში, მარიას თეატრში ჯუზეპე ვერდის "სიმონ ბოკანეგრაში" იმღერა. მსოფლიოში წამყვან სოლისტებთან ერთად, ოთარს პარტნიორობა გაუწიეს თანამედროვე ცნობილმა შემსრულებლებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი პლაჩიდო დომინგო გახლდათ. ის აუდიტორიის წინაშე ბოკანეგრას როლში წარდგა, ხოლო ოთარ ჯორჯიკიამ გაბრიელე ადორნოს როლი შეასრულა. მალევე, თბილისის ოპერაში პრემიერის სამზადისზე გადაერთო - მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა "სამოსელი პირველი" გურამ დოჩანაშვილის რომანის მიხედვით დაიდგა.

- ოთარ, პირველ რიგში, პრემიერის შემდგომი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე...

- "სამოსელ პირველში" დიდი შრომააა ჩადებული და თითოეული მონაწილე ვეცადეთ, ეს ძალისხმევა მაყურებლამდე მაქსიმალურად მიგვეტანა. გარდა სიმღერისა, სპექტაკლში მაქვს რამდენიმე ეპიზოდი, სადაც დრამატულ მსახიობებთან ერთად ვთამაშობ. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, როცა ასეთი პროფესიონალების გვერდით მიწევს ჩემი არტისტიზმის გამოვლენა და ასე ვთქვათ, მათთვის მხარის აბმა. ვფიქრობ, სპექტაკლი შედგა. მაყურებელი, ვისაც ვესაუბრე, კმაყოფილი დარჩა, პირველ რიგში იმით, რომ გურამ დოჩანაშვილის გენიალური ნაწარმოები სცენაზე განხორციელდა.

- გურამ დოჩანაშვილის ბევრ ნაწარმოებს იცნობს საზოგადოება, მაგრამ ალბათ, "სამოსელი პირველი" ის რომანია, რომელთანაც პირველ რიგში ასოცირდება ეს მწერალი. ალბათ ხელახლა მოგიხდათ გადაკითხვა...

- რა თქმა უნდა. როცა რაღაც წლების წინ გაქვს წაკითხული, დეტალები არ გახსოვს და აუცილებელია არა მხოლოდ ხელახლა წაკითხვა, არამედ წვრილმანების უფრო მეტად გააზრება და მაქსიმალური ყურადღება. ალბათ, სპექტაკლის ყველა მონაწილე თავიდან ჩაეძიებოდა რომანს, მისი "სამზარეულოს" უკეთ გასაცნობად. ყოველ შემთხვევაში, მე ყოველთვის ასე ვიქცევი.

- პრემიერის შემდეგ, ბატონ გურამთან გასაუბრების საშუალება თუ მოგეცათ?

- სპექტაკლის ბოლოს აპლოდისმენტები მიიღო ბატონმა გურამმა. ფარდა რომ დაეშვა, ძალიან ბედნიერი და გახარებული ჩანდა. მონაწილეებს რამდენიმე სიტყვით მოგვეფერა, შეგვაქო და სითბო გვიწილადა. ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის. ლაშა ონიანი და ზაზა მარჯანიშვილი მასთან კონსულტაციებს გადიოდნენ, მაგრამ რეპეტიციებზე დასწრება მისთვის რთული იქნებოდა.

- "სიმონ ბოკანეგრას" ამბავსა და დომინგოსთან შეხვედრაზე ვისაუბროთ. როდის გაიგეთ, რომ მასთან ერთად მოგიწევდათ სცენაზე დგომა?

- "სიმონ ბოკანეგრას" პირველი პრემიერა 22 მარტს ვიმღერე, მარიას თეატრში. მაშინ საკმაოდ მცირე დროში მომიხდა როლის მომზადება და სიმღერა. ამჯერად, სპექტაკლი ფესტივალ "თეთრი ღამეების" ფარგლებში, 27 მაისს წარმოადგინეს. დომინგოს გარდა, იქ მღეროდა მსოფლიოში ცნობილი სოპრანო ტატიანა სერჟანი და შესანიშნავი ბანი მიხაილ პეტრენკო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ ოპერაში დომინგოსთან ერთად მომიწევდა სიმღერა. რეპეტიცია ერთ დღეში გავიარეთ. როგორც ტენორისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის სიმღერებზე ვართ გაზრდილები არა მხოლოდ მე, არამედ ოპერის ბევრი შემსრულებელი და მოყვარული. ასაკიდან და მისი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახლა ის ბარიტონზე გადაერთო, ტენორის რეპერტუარს მცირე დოზით "უღალატა", მაგრამ ხმა შესანიშნავ ფორმაში აქვს.. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია