მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრისტან სარალიძის "ტყუპისცალი" და ლობიოში გაცვლილი "ჩიტის რძე"
ტრისტან სარალიძის "ტყუპისცალი" და ლობიოში გაცვლილი "ჩიტის რძე"

"ერთხელ ჩემი მე­ზობ­ლის­თვის 6-7 წლის ბავ­შვს უთხო­ვია, ტრის­ტა­ნი გა­მა­ცა­ნიო. ისიც უთ­ქვამს, მა­გის დე­დის ხე­ლებ­მა გა­ი­ხა­რო­სო და ამ ფრა­ზა­ზე კაცი გავ­გიჟ­დი", - ამ­ბობს ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე, რო­მელ­მაც ბავ­შვს გული არ დას­წყვი­ტა და პა­ტა­რა თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გა­იც­ნო.

გა­და­ღე­ბი­დან სუფ­რას­თან

- გია მა­ტა­რა­ძე უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო. მისი ფილ­მი "ყვე­ლა­ზე სწრა­ფე­ბი მსოფ­ლი­ო­ში" თა­ვი­დან ცოტა გა­აკ­რი­ტი­კეს, - ეს ანეკ­დო­ტე­ბი ვის რაში სჭირ­დე­ბაო? რაჭ­ვე­ლე­ბიც გაგ­ვიბ­რაზ­დნენ: ჩვენ მთლად ისე­თე­ბი არ ვართ, რო­გორც ფილმშია ნაჩ­ვე­ნე­ბიო, მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით შე­ხე­დეს. ამ ფილ­მით, რე­ჟი­სორ­მა და კი­ნოჯ­გუფ­მა რაჭ­ვე­ლე­ბის მი­მართ დიდი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოვ­ხა­ტეთ. ისი­ნიც, მთე­ლი გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში ყუ­რა­დღე­ბას არ გვაკ­ლებ­დნენ, სუფ­რას სუფ­რა­ზე გვიშ­ლიდ­ნენ. ერთხელ, ერთ-ერთი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის დღეს, გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა მთხო­ვა: აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რეს­თან გამ­ყე­ვი, საქ­მე მაქ­ვსო. რომ შე­ვე­დით, თათ­ბი­რი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თავ­მჯდო­მა­რემ დაგ­ვი­ნა­ხა და თათ­ბი­რი და­ას­რუ­ლა, - ახლა ისე­თი ხალ­ხი მეს­ტუმ­რა, აღარ მცა­ლი­აო. აღ­მას­კო­მის შე­ნო­ბი­დან პირ­და­პირ რეს­ტო­რან­ში, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პურ­მა­რილ­ზე ამოვ­ყა­ვით თავი.

იყო ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა რაჭ­ვე­ლე­ბი პირ­და­პირ გა­და­ღე­ბი­დან "გვი­ტა­ცებ­დნენ" და სუფ­რას­თან მივ­ყავ­დით... ფილ­მი ისე გა­და­ვი­ღეთ, რო­გორც სკეტ­ჩე­ბი. ასე­თი სცე­ნე­ბი მსა­ხი­ო­ბის­თვის უფრო იოლი სა­თა­მა­შოა, რად­გან ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში სხვა­დას­ხვა ხა­სი­ათს ირ­გებ. ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სცე­ნა იყო ის, სა­დაც შოთა სხირტლა­ძის პერ­სო­ნა­ჟი ხეზე ზის და მე თოკს ვუგ­დებ, ჩა­მო­საყ­ვა­ნად. ვე­უბ­ნე­ბი: ხელ­ზე შე­მო­იხ­ვიე-მეთ­ქი, ხოლო ქა­ფი­ა­ნი­ძის გმი­რი თოკს ქვე­მოთ ექა­ჩე­ბა. შოთა სხირტლა­ძე ანუ და­თუ­ნი­კა ძირს ეცე­მა. მე­კი­თხე­ბი­ან, თოკი რა­ტომ მო­ი­ტა­ნეო და ვპა­სუ­ხობ, - ასე ამო­ვიყ­ვა­ნეთ მე­ზო­ბე­ლი ჭი­დან-მეთ­ქი. შო­თას ხეზე ჯდო­მის ეში­ნო­და, სი­მაღ­ლეს ვერ იტან­და. ამ დუბ­ლის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, ხი­დან მის ჩა­მო­საყ­ვა­ნად სა­ხან­ძრო მან­ქა­ნის კიბე დაგ­ვჭირ­და.

"წო­ნა­ში არ მო­გა­ტყუ­ებთ!"

- ერთხელ თე­ატ­რში ვარ და მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, როცა მო­იც­ლი ბა­ზარ­ში წა­დიო. რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ წა­ვე­დი. კარ­ტო­ფი­ლი, კიტ­რი, პო­მი­დო­რი და კი­დევ რა­ღა­ცე­ბი უნდა მე­ყი­და. მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე და ბა­ზარ­ში შე­ვე­დი. ერთ-ერთ გამ­ყიდ­ველს, ახალ­გაზ­რდა ბიჭს წინ კარ­ტო­ფი­ლის გრო­ვა უდევს. რა ღირს? - ვე­კი­თხე­ბი და უცებ, მივ­ხვდი, რომ ამ კარ­ტო­ფი­ლის ხა­რის­ხი არ მომ­წონს. პა­სუხს არც დავ­ლო­დე­ბი­ვარ, გზა გა­ვაგ­რძე­ლე. ნელა-ნელა მოვ­დი­ვარ და ზურგს უკან მეს­მის, ამ ბიჭს ვი­ღაც ეუბ­ნე­ბა: ვერ იცა­ნი, ვინ იყო? - არა, ვერ ვი­ცა­ნიო. - ტრის­ტან სა­რა­ლი­ძეა, "სი­ცი­ლის ზო­ნა­ში" და "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" რომ თა­მა­შობს. - რას ლა­პა­რა­კობ, ბიჭო, მარ­თლა ეგ არის?.. ბა­ტო­ნო ტრის­ტან, ბა­ტო­ნო ტრის­ტან! - მო­მა­ძა­ხა კარ­ტო­ფი­ლის გამ­ყიდ­ველ­მა ბიჭ­მა. მოვ­ბრუნ­დი, - რა იყო-მეთ­ქი? - მობ­რძან­დით, ბა­ტო­ნო ტრის­ტან, წო­ნა­ში არ მო­გა­ტყუ­ებ­თო! გა­ვი­ფიქ­რე: ეს რა მი­თხრა? შე შო­ბელ­ძაღ­ლო, რა უნდა მო­მა­ტყუო. მე თვი­თონ, თე­ატ­რში 800 კაცს ვა­ტყუ­ებ ყო­ველ­დღე და ტაშს მიკ­რა­ვენ. შენ­გან ორი კილო კარ­ტო­ფი­ლი ვი­ყი­დო და თან გინ­და, რომ მო­მა­ტყუო? ჰმ, გა­ჩუ­ქე­ბო მა­ინც ეთ­ქვა!

"შა­ტა­ლო" და ყუ­რე­ბი­ა­ნი ქუ­დე­ბი

- სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარ, მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი. სამი ბიჭი შევ­თან­ხმდით და "შა­ტა­ლო­ზე" ბორ­ჯო­მი­დან ბა­თუმ­ში წა­ვე­დით. მა­ი­სი იდგა, ცი­ო­და და ამი­ტომ ქუ­დე­ბი გვე­ხუ­რა. ჩა­ვე­დით ბა­თუმ­ში და იქაც, ქუდი არ მოგ­ვიხ­დია. ერთი დღე გა­ვი­და, ორი დღე და მშობ­ლე­ბი, რა თქმა უნდა, გვე­ძე­ბენ. ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროა. ბი­ძა­ჩე­მი უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი იყო. მან ბა­თუმ­ში და­რე­კა, რად­გან იეჭ­ვა, რომ იქ ვიქ­ნე­ბო­დით და ვი­საც სა­ჭი­რო იყო, უთხრა, - მანდ ყუ­რე­ბი­ა­ნი ქუ­დე­ბით ბავ­შვე­ბი და­დი­ან, და­ი­ჭი­რეთ და ჩა­მო­იყ­ვა­ნე­თო. რა მო­ძებ­ნა გვინ­დო­და? მთელ ბა­თუმ­ში ასე­თი ქუ­დით მხო­ლოდ ჩვენ სამ­ნი დავ­დი­ო­დით... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ტრისტან სარალიძის "ტყუპისცალი" და ლობიოში გაცვლილი "ჩიტის რძე"

ტრისტან სარალიძის "ტყუპისცალი" და ლობიოში გაცვლილი "ჩიტის რძე"

"ერთხელ ჩემი მეზობლისთვის 6-7 წლის ბავშვს უთხოვია, ტრისტანი გამაცანიო. ისიც უთქვამს, მაგის დედის ხელებმა გაიხაროსო და ამ ფრაზაზე კაცი გავგიჟდი", - ამბობს ტრისტან სარალიძე, რომელმაც ბავშვს გული არ დასწყვიტა და პატარა თაყვანისმცემელი გაიცნო.

გადაღებიდან სუფრასთან

- გია მატარაძე უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. მასთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო. მისი ფილმი "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" თავიდან ცოტა გააკრიტიკეს, - ეს ანეკდოტები ვის რაში სჭირდებაო? რაჭველებიც გაგვიბრაზდნენ: ჩვენ მთლად ისეთები არ ვართ, როგორც ფილმშია ნაჩვენებიო, მაგრამ მერე ყველაფერს იუმორით შეხედეს. ამ ფილმით, რეჟისორმა და კინოჯგუფმა რაჭველების მიმართ დიდი სითბო და სიყვარული გამოვხატეთ. ისინიც, მთელი გადაღების პროცესში ყურადღებას არ გვაკლებდნენ, სუფრას სუფრაზე გვიშლიდნენ. ერთხელ, ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დღეს, გივი ბერიკაშვილმა მთხოვა: აღმასკომის თავმჯდომარესთან გამყევი, საქმე მაქვსო. რომ შევედით, თათბირი მიმდინარეობდა. თავმჯდომარემ დაგვინახა და თათბირი დაასრულა, - ახლა ისეთი ხალხი მესტუმრა, აღარ მცალიაო. აღმასკომის შენობიდან პირდაპირ რესტორანში, არაჩვეულებრივ პურმარილზე ამოვყავით თავი.

იყო ისეთი შემთხვევები, როცა რაჭველები პირდაპირ გადაღებიდან "გვიტაცებდნენ" და სუფრასთან მივყავდით... ფილმი ისე გადავიღეთ, როგორც სკეტჩები. ასეთი სცენები მსახიობისთვის უფრო იოლი სათამაშოა, რადგან ყველა ეპიზოდში სხვადასხვა ხასიათს ირგებ. ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა იყო ის, სადაც შოთა სხირტლაძის პერსონაჟი ხეზე ზის და მე თოკს ვუგდებ, ჩამოსაყვანად. ვეუბნები: ხელზე შემოიხვიე-მეთქი, ხოლო ქაფიანიძის გმირი თოკს ქვემოთ ექაჩება. შოთა სხირტლაძე ანუ დათუნიკა ძირს ეცემა. მეკითხებიან, თოკი რატომ მოიტანეო და ვპასუხობ, - ასე ამოვიყვანეთ მეზობელი ჭიდან-მეთქი. შოთას ხეზე ჯდომის ეშინოდა, სიმაღლეს ვერ იტანდა. ამ დუბლის გადაღების შემდეგ, ხიდან მის ჩამოსაყვანად სახანძრო მანქანის კიბე დაგვჭირდა.

"წონაში არ მოგატყუებთ!"

- ერთხელ თეატრში ვარ და მეუღლემ დამირეკა, როცა მოიცლი ბაზარში წადიო. რეპეტიციის შემდეგ წავედი. კარტოფილი, კიტრი, პომიდორი და კიდევ რაღაცები უნდა მეყიდა. მანქანა გავაჩერე და ბაზარში შევედი. ერთ-ერთ გამყიდველს, ახალგაზრდა ბიჭს წინ კარტოფილის გროვა უდევს. რა ღირს? - ვეკითხები და უცებ, მივხვდი, რომ ამ კარტოფილის ხარისხი არ მომწონს. პასუხს არც დავლოდებივარ, გზა გავაგრძელე. ნელა-ნელა მოვდივარ და ზურგს უკან მესმის, ამ ბიჭს ვიღაც ეუბნება: ვერ იცანი, ვინ იყო? - არა, ვერ ვიცანიო. - ტრისტან სარალიძეა, "სიცილის ზონაში" და "სიყვარული ყველას უნდა" რომ თამაშობს. - რას ლაპარაკობ, ბიჭო, მართლა ეგ არის?.. ბატონო ტრისტან, ბატონო ტრისტან! - მომაძახა კარტოფილის გამყიდველმა ბიჭმა. მოვბრუნდი, - რა იყო-მეთქი? - მობრძანდით, ბატონო ტრისტან, წონაში არ მოგატყუებთო! გავიფიქრე: ეს რა მითხრა? შე შობელძაღლო, რა უნდა მომატყუო. მე თვითონ, თეატრში 800 კაცს ვატყუებ ყოველდღე და ტაშს მიკრავენ. შენგან ორი კილო კარტოფილი ვიყიდო და თან გინდა, რომ მომატყუო? ჰმ, გაჩუქებო მაინც ეთქვა!

"შატალო" და ყურებიანი ქუდები

- სკოლის მოსწავლე ვარ, მეცხრეკლასელი. სამი ბიჭი შევთანხმდით და "შატალოზე" ბორჯომიდან ბათუმში წავედით. მაისი იდგა, ციოდა და ამიტომ ქუდები გვეხურა. ჩავედით ბათუმში და იქაც, ქუდი არ მოგვიხდია. ერთი დღე გავიდა, ორი დღე და მშობლები, რა თქმა უნდა, გვეძებენ. ჯერ კიდევ კომუნისტების დროა. ბიძაჩემი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. მან ბათუმში დარეკა, რადგან იეჭვა, რომ იქ ვიქნებოდით და ვისაც საჭირო იყო, უთხრა, - მანდ ყურებიანი ქუდებით ბავშვები დადიან, დაიჭირეთ და ჩამოიყვანეთო. რა მოძებნა გვინდოდა? მთელ ბათუმში ასეთი ქუდით მხოლოდ ჩვენ სამნი დავდიოდით... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია