მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი!" - გიორგი ვაშაძისა და მაყურებლის ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში
"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი!" - გიორგი ვაშაძისა და მაყურებლის ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში

PALITRANEWS-ის ეთერ­ში ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, "ჩემი კი­თხვა" ყო­ველ პა­რას­კევს, 21:00-ზე გა­დის. ამ გა­და­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, პირ­ვე­ლად ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სახ­ლი­დან, ან ოფი­სი­დან გა­უს­ვლე­ლად, ვი­დე­ოთ­ვა­ლით, რე­ა­ლურ დრო­ში შე­კი­თხვა და­უს­ვას ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს. მე­ო­თხე გა­და­ცე­მის სტუ­მა­რია პარ­ტია "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

ერთ-ერთი მა­ყუ­რებ­ლის ჩარ­თვამ მას­სა და ვა­შა­ძეს შო­რის ცხა­რე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია. "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მა­ყუ­რებ­ლის მიერ მოყ­ვა­ნილ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩე­ნებს ეხე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მინ­და შე­ვახ­სე­ნო რო­გო­რი სა­სა­მარ­თო დაგ­ვი­ტო­ვეს. 0,05 იყო გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი. თქვენ ადა­მი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტის მუხ­ლით, შე­თი­თხნი­ლი საქ­მე­ე­ბით ასა­მარ­თლებ­დით. მე გე­ტყვით კონ­კრე­ტულ ფაქტს, რო­მე­ლიც გა­ყალ­ბე­ბულ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბებს ეხე­ბა. იცით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბით ირ­ჩენ­დნე თავს. იყო ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ერთი მარ­შუტ­კა ჰყავ­დათ და ამით ირ­ჩენ­დნენ თავს, მათი პი­რა­დო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი იყო გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და მათი სა­ხე­ლე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ერი­ცხე­ბო­დათ თან­ხე­ბი", - მი­მარ­თა მა­ყუ­რე­ბელ­მა ვა­შა­ძეს.

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა მა­ყუ­რე­ბე­ლი სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მო­უ­წო­და, "შე­ე­წყვი­ტა დე­მა­გო­გია".

"სინ­დისს ხომ აქვს სა­ზღვა­რი, და­ა­ნე­ბეთ ამ ტყუ­ი­ლებს თავი და არ გინ­დათ ეს დე­მა­გო­გია, სირ­ცხვი­ლია, ახალ­გაზ­რდა კაცი ხართ", - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი!" - გიორგი ვაშაძისა და მაყურებლის ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში

"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი!" - გიორგი ვაშაძისა და მაყურებლის ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური პროექტი, "ჩემი კითხვა" ყოველ პარასკევს, 21:00-ზე გადის. ამ გადაცემის საშუალებით, პირველად ქართულ ტელესივრცეში, ტელემაყურებელს შესაძლებლობა აქვს, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალით, რეალურ დროში შეკითხვა დაუსვას ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს. მეოთხე გადაცემის სტუმარია პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ერთ-ერთი მაყურებლის ჩართვამ მასსა და ვაშაძეს შორის ცხარე კამათი გამოიწვია. "ახალი საქართველოს" ლიდერის გაღიზიანება მაყურებლის მიერ მოყვანილმა მონაცემებმა გამოიწვია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებს ეხებოდა.

იხილეთ ვიდეო

"მინდა შევახსენო როგორი სასამართო დაგვიტოვეს. 0,05 იყო გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი. თქვენ ადამიანებს სახელმწიფოს ღალატის მუხლით, შეთითხნილი საქმეებით ასამართლებდით. მე გეტყვით კონკრეტულ ფაქტს, რომელიც გაყალბებულ პირადობის მოწმობებს ეხება. იცით, რომ პოლიტიკური პარტიები შემოწირულობებით ირჩენდნე თავს. იყო ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებსაც ერთი მარშუტკა ჰყავდათ და ამით ირჩენდნენ თავს, მათი პირადობის მონაცემები იყო გაყალბებული და მათი სახელებით "ნაციონალურ მოძრაობას" ერიცხებოდათ თანხები", - მიმართა მაყურებელმა ვაშაძეს.

"ახალი საქართველოს" ლიდერმა მაყურებელი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, "შეეწყვიტა დემაგოგია".

"სინდისს ხომ აქვს საზღვარი, დაანებეთ ამ ტყუილებს თავი და არ გინდათ ეს დემაგოგია, სირცხვილია, ახალგაზრდა კაცი ხართ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."