პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული
"მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული

"და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ვი­ფიქ­რე, ამ გო­გოს ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ-მეთ­ქი", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი შო­თი­კო ნო­ზა­ძე. მალე მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბა: ის საყ­ვა­რელ გო­გო­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებს. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­ტომ სჯე­რა ბე­დის­წე­რის, რა­ტომ უფრთხის რისკს და რო­დის ჯი­უტ­დე­ბა? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ვი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1989 წლის 5 დე­კემ­ბე­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ფეხ­ბურ­თე­ლი. სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი და 7 წელი ვთა­მა­შობ­დი. დღეს სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად ბურ­თი არ გვქონ­და და მწვრთნე­ლი ფეხ­ბურთს თე­ო­რი­უ­ლად გვას­წავ­ლი­და. მერე ბურ­თი შე­ვი­ძი­ნეთ, თა­მა­ში და­ვი­წყეთ და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლა მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. სკო­ლის უკან სტა­დი­ო­ნი იყო, სტა­დი­ონ­ზე - უამ­რა­ვი კენ­ჭი. ჯერ ამ კენ­ჭებს გვა­სუფ­თა­ვე­ბი­ნებ­დნენ და მერე გვიშ­ვებ­დნენ სა­თა­მა­შოდ. ვარ­ჯი­შის წინ სტა­დი­ო­ნის გაწ­მენ­და რი­ტუ­ა­ლი­ვით იყო. ტურ­ნირ­ზე რომ გაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­კუ­თარ კარ­ში 2 გოლი გა­ვი­ტა­ნე. ამ ამ­ბის გამო კა­ლა­ძეს მა­და­რე­ბენ ხოლ­მე. მერე ისე მოხ­და, მოყი­ნულ­ზე წა­ვი­ქე­ცი, ლა­ვი­წის ძვა­ლი გა­ვი­ტე­ხე და თა­მაშს თავი და­ვა­ნე­ბე.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...სახ­ლში რას ამ­ბო­ბენ, ვთქვა? რა ნი­ჭი­ე­რი გვყავ­სო! ჩემი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი ვარ. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მათ­თან მის­ვლა მაგ­ვი­ან­დე­ბა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ეს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბაა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...სი­ზარ­მა­ცე. თუმ­ცა, თავს ძა­ლას ვა­ტან და გა­სა­კე­თე­ბელს მა­ინც ვა­კე­თებ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა...

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...

- ...ვარ. უფრო მე­ტიც, მე და სოფო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი გახ­ლა­ვართ და მალე ქორ­წილს ვგეგ­მავთ. სოფო 3 წლის წინ, ქორ­წილ­ში გა­ვი­ცა­ნი. და­ვი­ნა­ხე თუ არა, მო­მე­წო­ნა. პირ­ვე­ლი ემო­ცია რო­გო­რი იყო? - გა­ვი­ფიქ­რე, ამ გო­გოს ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ-მეთ­ქი. იმ დღეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. მე­ო­რე დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ვეხ­მი­ა­ნე; ჯერ ერ­თმა­ნეთს ვწერ­დით, მერე შევ­ხვდით...

- მისი გუ­ლის მო­გე­ბა...

- ...ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. ერ­თმა­ნე­თი ერთი ნახ­ვით არ შეგვყვა­რე­ბია, ჯერ დავ­მე­გობ­რდით და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­ვა­რულ­ში თან­და­თან გა­და­ი­ზარ­და. სო­ფოს იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ახლა სამ­სა­ხუ­რის ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია. გარ­და იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლად მო­მე­წო­ნა, მის­მა ში­ნა­გან­მა სამ­ყა­რომ არა­ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ლა. ის ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნია. ჩემი დამ­რი­გე­ბე­ლია. სო­ფოს­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ. მის რჩე­ვას ვით­ვა­ლის­წი­ნებ და სხვა­თა შო­რის, ამარ­თლებს. როცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მაქვს მი­სა­ღე­ბი და ვყოყ­მა­ნობ, ამ დროს მისი აზრი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებს" რა თქმა უნდა, უყუ­რებს. თენ­გო, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, მოს­წონს და ხა­ლი­სობს. მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით და­ნა­ხულ შეც­დო­მებ­ზე შე­ნიშ­ვნებს მაძ­ლევს. მა­გა­ლი­თად, შე­ნიშ­ვნა მომ­ცა ფოთ­ში გა­და­ღე­ბულ ეპი­ზოდ­ზე და რომ დავ­ფიქ­რდი, მარ­თა­ლი იყო, მგზავ­რო­ბის­გან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი.

- ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას რო­მან­ტი­კა...

- ...ნამ­დვი­ლად არ აკ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სან­თლე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული

"მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი" - შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული

"დავინახე, ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი", - ამბობს მსახიობი შოთიკო ნოზაძე. მალე მის ცხოვრებაში სასიამოვნო ამბავი მოხდება: ის საყვარელ გოგოზე დაქორწინებას აპირებს. ვინ არის მისი რჩეული, რა არის სიყვარული, რატომ სჯერა ბედისწერის, რატომ უფრთხის რისკს და როდის ჯიუტდება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შევიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 5 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი. სპორტის ამ სახეობაზე დავდიოდი და 7 წელი ვთამაშობდი. დღეს სასაცილოა, მაგრამ თავდაპირველად ბურთი არ გვქონდა და მწვრთნელი ფეხბურთს თეორიულად გვასწავლიდა. მერე ბურთი შევიძინეთ, თამაში დავიწყეთ და ბედნიერები ვიყავით. საფეხბურთო სკოლა მაქვს დამთავრებული. სკოლის უკან სტადიონი იყო, სტადიონზე - უამრავი კენჭი. ჯერ ამ კენჭებს გვასუფთავებინებდნენ და მერე გვიშვებდნენ სათამაშოდ. ვარჯიშის წინ სტადიონის გაწმენდა რიტუალივით იყო. ტურნირზე რომ გაგვიყვანეს, საკუთარ კარში 2 გოლი გავიტანე. ამ ამბის გამო კალაძეს მადარებენ ხოლმე. მერე ისე მოხდა, მოყინულზე წავიქეცი, ლავიწის ძვალი გავიტეხე და თამაშს თავი დავანებე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...სახლში რას ამბობენ, ვთქვა? რა ნიჭიერი გვყავსო! ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ არაპუნქტუალური ვარ. უმეტეს შემთხვევაში, მათთან მისვლა მაგვიანდება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობაა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიზარმაცე. თუმცა, თავს ძალას ვატან და გასაკეთებელს მაინც ვაკეთებ.

- სიყვარული ეს...

- ...ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა...

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ. უფრო მეტიც, მე და სოფო დანიშნულები გახლავართ და მალე ქორწილს ვგეგმავთ. სოფო 3 წლის წინ, ქორწილში გავიცანი. დავინახე თუ არა, მომეწონა. პირველი ემოცია როგორი იყო? - გავიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი. იმ დღეს ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. მეორე დღეს სოციალურ ქსელში შევეხმიანე; ჯერ ერთმანეთს ვწერდით, მერე შევხვდით...

- მისი გულის მოგება...

- ...ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. ერთმანეთი ერთი ნახვით არ შეგვყვარებია, ჯერ დავმეგობრდით და ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში თანდათან გადაიზარდა. სოფოს იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ახლა სამსახურის ძიების პროცესშია. გარდა იმისა, რომ გარეგნულად მომეწონა, მისმა შინაგანმა სამყარომ არანაკლებად მომხიბლა. ის ძალიან ყურადღებიანი და მართალი ადამიანია. ჩემი დამრიგებელია. სოფოსგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მის რჩევას ვითვალისწინებ და სხვათა შორის, ამართლებს. როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ვყოყმანობ, ამ დროს მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. "ჩემი ცოლის დაქალებს" რა თქმა უნდა, უყურებს. თენგო, როგორც პერსონაჟი, მოსწონს და ხალისობს. მსახიობი არ არის, მაგრამ მაყურებლის თვალით დანახულ შეცდომებზე შენიშვნებს მაძლევს. მაგალითად, შენიშვნა მომცა ფოთში გადაღებულ ეპიზოდზე და რომ დავფიქრდი, მართალი იყო, მგზავრობისგან დაღლილი ვიყავი.

- ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა...

- ...ნამდვილად არ აკლია. მიუხედავად იმისა, რომ სანთლებისა და ყვავილების მოყვარული არ ვარ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია