პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა" - ნუკი კოშკელიშვილი
"ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა" - ნუკი კოშკელიშვილი

ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ახალ­გა­თხო­ვი­ლი ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი, ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო დაბ­რუნ­და და ჭო­რე­ბის კუ­დე­ბიც მოჰ­ყვა - ამე­რი­კელ მე­უღ­ლეს გა­ე­ყა­რაო. ამას ერთ-ერთი გა­და­ცე­მის პრო­მოც და­ერ­თო, სა­დაც ნუკი ამ­ბობს, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ლა­მა­ზი ზღა­პა­რი დას­რულ­და, ამან კი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­ამ­ძაფ­რა.

შო­უ­ბიზ­ნეს­ში გა­მოც­დი­ლი ნუკი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა.

- თქვენ და ბენს არ გქო­ნი­ათ სა­უ­ბა­რი, რომ აქ გად­მო­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად?

- რა თქმა უნდა, ამა­ზე გვი­ლა­პა­რა­კია, მაგ­რამ იმას იქ თა­ვი­სი კა­რი­ე­რა აქვს, მის­თვის უფრო რთუ­ლია აქ რა­მის გა­კე­თე­ბა, ვიდ­რე ჩემ­თვის - იქ. ბენ­მა ქარ­თუ­ლი ენა არ იცის, მის­თვის ეს უცხო ქვე­ყა­ნაა.

მე­უბ­ნე­ბა, თუ აქ თავი ძა­ლი­ან ცუ­დად იგ­რძე­ნი, დავ­კრათ ფეხი და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვი­დე­თო. ჯერ იქ კარ­გად ვარ, თუ მივ­ხვდი, რომ აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა, წა­მო­ვალ.

სხვა­თა შო­რის, რა­მე­ზე რომ გა­მაბ­რა­ზებს, ვე­უბ­ნე­ბი, შენ გამო ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­ტო­ვე-მეთ­ქი და ჩუმ­დე­ბა, თავს დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით გრძნობს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

ცოლი ვარ და რა­ღა­ზე უნდა იეჭ­ვი­ა­ნოს?! მარ­თლა ისე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. სა­ნამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ფიქ­რობ­და, ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რებ­სო. ახლა ეს გა­ნაღ­დე­ბუ­ლი აქვს. თან ებ­რა­ე­ლი ბი­ჭია, ებ­რა­ე­ლებ­ში კი­დევ გა­შო­რე­ბა არ მო­სუ­ლა. მოკ­ლედ, არ ეჭ­ვი­ა­ნობს.

- არა­და, გავ­რცელ­და ჭორი, რომ თქვენ და ბენი ერ­თმა­ნეთს გა­შორ­დით.

- ეს პრო­მო ერთ-ერთი გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლამ­დე კარ­გად და­ა­მონ­ტა­ჟეს და ისე გა­მო­ვი­და, თით­ქოს გავ­შორ­დით, მაგ­რამ ეს ტყუ­ი­ლია!

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით თქვე­ნი და ბე­ნის ერ­თწ­ლი­ან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა­ნა - აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაა, შემ­დეგ - სტა­ბი­ლუ­რო­ბა, შეჩ­ვე­ვა და მერე იმ ეტაპ­ზე გა­და­დი­ხარ, როცა სტა­ბი­ლუ­რად კარ­გად ხარ. ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბი, რო­დის ჩა­მო­ვა აქ, კი­დევ ერთი თაფ­ლო­ბის­თვე­სა­ვით გა­მოგ­ვი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

"ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა" - ნუკი კოშკელიშვილი

"ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა" - ნუკი კოშკელიშვილი

ყოფილი ტელეწამყვანი, ახალგათხოვილი ნუკი კოშკელიშვილი, ამერიკიდან საქართველოში მარტო დაბრუნდა და ჭორების კუდებიც მოჰყვა - ამერიკელ მეუღლეს გაეყარაო. ამას ერთ-ერთი გადაცემის პრომოც დაერთო, სადაც ნუკი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ლამაზი ზღაპარი დასრულდა, ამან კი მითქმა-მოთქმა გაამძაფრა.

შოუბიზნესში გამოცდილი ნუკი ამ ყველაფერზე არ გაბრაზებულა, პირიქით, სათავისოდ გამოიყენა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

- თქვენ და ბენს არ გქონიათ საუბარი, რომ აქ გადმოსულიყავით საცხოვრებლად?

- რა თქმა უნდა, ამაზე გვილაპარაკია, მაგრამ იმას იქ თავისი კარიერა აქვს, მისთვის უფრო რთულია აქ რამის გაკეთება, ვიდრე ჩემთვის - იქ. ბენმა ქართული ენა არ იცის, მისთვის ეს უცხო ქვეყანაა.

მეუბნება, თუ აქ თავი ძალიან ცუდად იგრძენი, დავკრათ ფეხი და საქართველოში წავიდეთო. ჯერ იქ კარგად ვარ, თუ მივხვდი, რომ აქაურობა ძალიან მომენატრა, წამოვალ.

სხვათა შორის, რამეზე რომ გამაბრაზებს, ვეუბნები, შენ გამო ყველაფერი მივატოვე-მეთქი და ჩუმდება, თავს დამნაშავესავით გრძნობს და ძალიან მიხარია.

ცოლი ვარ და რაღაზე უნდა იეჭვიანოს?! მართლა ისეთი დამოკიდებულება აქვს. სანამ შეყვარებულები ვიყავით, ფიქრობდა, ხომ არ გადაიფიქრებსო. ახლა ეს განაღდებული აქვს. თან ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა. მოკლედ, არ ეჭვიანობს.

- არადა, გავრცელდა ჭორი, რომ თქვენ და ბენი ერთმანეთს გაშორდით.

- ეს პრომო ერთ-ერთი გადაცემის ეთერში გასვლამდე კარგად დაამონტაჟეს და ისე გამოვიდა, თითქოს გავშორდით, მაგრამ ეს ტყუილია!

- როგორ შეაფასებდით თქვენი და ბენის ერთწლიან თანაცხოვრებას?

- შეყვარებულობანა - აღფრთოვანებაა, შემდეგ - სტაბილურობა, შეჩვევა და მერე იმ ეტაპზე გადადიხარ, როცა სტაბილურად კარგად ხარ. ძალიან ველოდები, როდის ჩამოვა აქ, კიდევ ერთი თაფლობისთვესავით გამოგვივა საქართველოში.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია