სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა
კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა

"ვე­ძებ მა­მას, რო­მელ­მაც დე­და­ჩე­მი და მას­თან ერ­თად მეც, წლე­ბის წინ მიგ­ვა­ტო­ვა. მინ­და, გა­ვიც­ნო, თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დო და ვკი­თხო: რა­ტომ მოგ­ვექ­ცა ასე? შეძ­ლებს თუ არა ჩემ­სა­ვით მი­ა­ტო­ვოს ის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სხვა ქა­ლის­გან ჰყავს? მინ­და, ჩემი და-ძმე­ბიც გა­ვიც­ნო. გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში. იქ­ნებ თქვე­ნი სტა­ტი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ ვინ­მე მი­სი­ა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­როს. მად­ლო­ბა წი­ნას­წარ!" - წე­რი­ლის ავ­ტო­რი ვიკი თევ­ზა­ძეა. მას დე­დის გვა­რი აქვს, რად­გან ბი­ო­ლო­გი­ურ­მა მა­მამ მის­თვის გვა­რიც ვერ გა­ი­მე­ტა. ვიკი ახლა 27 წლის არის.

- დე­დის­გან ვიცი, რომ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­იც­ნეს. დედა მა­შინ სტა­ჟი­ო­რი ექთა­ნი იყო, მამა კი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაჭ­რი­ლი მი­იყ­ვა­ნეს და მას კარ­გა ხანს სწო­რედ დედა უვ­ლი­და. თურ­მე, იქ გა­უჩ­ნდათ გრძნო­ბა. მერე მამა გა­წე­რეს და დე­დას ის კარ­გა ხანს არ უნა­ხავს. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ გა­მო­ე­ცხა­და თურ­მე და მას მერე უკან დას­დევ­და, მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა. როცა მიხ­ვდა, რომ გოგო ყუ­რე­ბამ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ცო­ლო­ბას დაჰ­პირ­და და სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ი­პარ­ნენ. რამ­დე­ნი­მე დღე მარ­ტო ცხოვ­რობ­დნენ. ჩემი ბე­ბია-ბა­ბუა კი მი­სუ­ლან ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ნა­ხა­ვად და გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ, სი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი რომ არ და­უხ­ვდნენ სტუმ­რებს, მაგ­რამ მა­მას თავი ასე უმარ­თლე­ბია მათ წი­ნა­შე: ჯერ მინ­და, ცოლ­თან ყოფ­ნით დავ­ტკბე და ცოტა ხან­ში ჩემს სახ­ლშიც დაგ­პა­ტი­ჟებთ. ჩე­მე­ბი ახ­ლა­ხან წა­ვიდ­ნენ, რად­გან არ გე­ლო­დე­ბო­დი­თო. თურ­მე, დე­დას გა­უკ­ვირ­და, ასე­თი ტყუ­ი­ლი რაში დაგ­ჭირ­დაო? მაგ­რამ კაც­მა ანიშ­ნა, გა­ჩუმ­დი, ასეა სა­ჭი­რო, თო­რემ წა­გიყ­ვა­ნე­ნო. მერე თურ­მე, ისე ილა­პა­რა­კა თა­ვის ოჯახ­ზე, რომ ბე­ბია-ბა­ბუ­ას უფიქ­რი­ათ, ავ­შენ­დით, ნამ­დვი­ლად კარ­გი სიძე გვე­ყო­ლე­ბაო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თურ­მე მა­მას სხვა ცოლი ჰყო­ლია და დე­დას შერ­თვა არც უფიქ­რია. მას­თან უბ­რა­ლოდ, ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა უნ­დო­და, ეს ჟინი კლავ­და და ამი­ტო­მაც წა­იყ­ვა­ნა სახ­ლში, მო­ტყუ­ე­ბით. პირ­ვე­ლი ორი დღე რომ არა­ვინ მი­ა­კი­თხათ, იფიქ­რა თურ­მე, ეს გოგო უპატ­რო­ნოა, რო­გორც მინ­და, ისე მო­ვექ­ცე­ვიო. მერე კი, როცა სა­სი­დედ­რო და სა­სი­მამ­რო ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად და­ად­გნენ თავს, სხვა რა გზა ჰქონ­და და მათ ტყუ­ი­ლე­ბით გა­მო­უ­ჭე­და თავი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, როცა უკვე მიხ­ვდა, რომ ღრმად შე­ტო­პა და ასე გაგ­რძე­ლე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, დე­დას გა­მო­უ­ტყდა: ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი და ახლა არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა. ცოლი მყავს და შენ ვერ შე­გირ­თავ. ნამ­დვი­ლი ნა­ძი­რა­ლა ვარ და თუ გინ­და, აქვე მომ­კა­ლიო. დედა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, მაგ­რამ მისი მოკ­ვლაც ვერ გა­უ­ბე­დავს. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, გამ­წა­რე­ბუ­ლი. შინ მი­სულს, მშობ­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს: ჩემი საქმრო მოკ­ვდა! მისი სა­ხე­ლიც აღარ მიხ­სე­ნოთ, თო­რემ მეც მის გზას გავ­ყვე­ბიო. გა­და­რე­უ­ლა ბა­ბუა, - რას ამ­ბო­ბო? მერე წა­სუ­ლა იმ სახ­ლში, უძებ­ნია სიძე, მაგ­რამ მის კვალ­საც ვერ მი­აგ­ნო. იმ ბი­ნა­ში კი თურ­მე, მარ­ტო­ხე­ლა ქალი ცხოვ­რობ­და, რომ­ლის­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე დღით უქი­რა­ვე­ბია ოთა­ხი. დიდ­ხანს ეძებ­და ბაბუ და იმუქ­რე­ბო­და, - არ ვა­ცო­ცხლებ ჩემი ოჯა­ხის შე­მარ­ცხვე­ნელ­სო, მაგ­რამ ვერ­სად მი­აგ­ნო. დედა კი სა­ხელ­საც არ ახ­სე­ნებ­და მი­სას, ვე­რა­ფე­რი და­აც­დე­ნი­ნეს.

- მას მერე აღარ უნა­ხავს დე­დათ­ქვენს ის კაცი?

- რო­გორ არა! რამ­დე­ნი­მე თვის მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ა­კი­თხა თურ­მე. დე­დას კი­ვი­ლი აუ­ტე­ხია, - ახ­ლა­ვე აქე­დან წა­ეთ­რი­ეო. ის­ტე­რი­კა და­მარ­თნია და ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, გუ­ლიც წას­ვლია, ძლივს მო­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. მე­ო­რე დღე­საც მი­ა­კი­თხა. თურ­მე, სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­სას­ვლელ­თან ელო­და მთე­ლი დღე. როცა ში­ნის­კენ მი­მა­ვალს მოჰ­კრა თვა­ლი, უკან აე­დევ­ნა და შუა ქუ­ჩა­ში და­უ­წყო სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა. დედა მიყ­ვე­ბო­და: იმ­დე­ნი ილა­პა­რა­კა, ტვი­ნი ამი­რია. მი­თხრა, რომ ცოლს და­შორ­და ჩემ გამო. მე­მუ­და­რე­ბო­და, ოღონ­დაც შე­მი­რიგ­დი და შენ გამო სი­ცო­ცხლე­საც დავ­თმო­ბო. დე­დას ეს კაცი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. ჰოდა, იმა­ნაც ამით ისარ­გებ­ლა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ქა­ლის გული ისევ მო­ი­გო. დე­დას ის სახ­ლში წა­უყ­ვა­ნია და მა­მა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად უთხო­ვია მისი ხელი. ბა­ბუა თურ­მე, თა­ვი­დან სახ­ლში არ უშ­ვებ­და, მაგ­რამ "ნა­მუ­სის მო­საწ­მენ­დად" და შვი­ლის ხათ­რით, მა­ინც მი­ა­თხო­ვა ქა­ლიშ­ვი­ლი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა

კაცი, რომელმაც საყვარელი ქალი ორჯერ შეირთო და მიატოვა

"ვეძებ მამას, რომელმაც დედაჩემი და მასთან ერთად მეც, წლების წინ მიგვატოვა. მინდა, გავიცნო, თვალებში ჩავხედო და ვკითხო: რატომ მოგვექცა ასე? შეძლებს თუ არა ჩემსავით მიატოვოს ის შვილები, რომლებიც სავარაუდოდ, სხვა ქალისგან ჰყავს? მინდა, ჩემი და-ძმებიც გავიცნო. გთხოვთ, დამეხმარეთ ამ ოცნების ასრულებაში. იქნებ თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ ვინმე მისიანი გამომეხმაუროს. მადლობა წინასწარ!" - წერილის ავტორი ვიკი თევზაძეა. მას დედის გვარი აქვს, რადგან ბიოლოგიურმა მამამ მისთვის გვარიც ვერ გაიმეტა. ვიკი ახლა 27 წლის არის.

- დედისგან ვიცი, რომ ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს. დედა მაშინ სტაჟიორი ექთანი იყო, მამა კი სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი მიიყვანეს და მას კარგა ხანს სწორედ დედა უვლიდა. თურმე, იქ გაუჩნდათ გრძნობა. მერე მამა გაწერეს და დედას ის კარგა ხანს არ უნახავს. რამდენიმე თვის შემდეგ გამოეცხადა თურმე და მას მერე უკან დასდევდა, მოსვენება დაუკარგა. როცა მიხვდა, რომ გოგო ყურებამდე იყო შეყვარებული, ცოლობას დაჰპირდა და სახლში მიიყვანა. ფაქტობრივად, გაიპარნენ. რამდენიმე დღე მარტო ცხოვრობდნენ. ჩემი ბებია-ბაბუა კი მისულან ქალიშვილის სანახავად და გაჰკვირვებიათ, სიძის ოჯახის წევრები რომ არ დაუხვდნენ სტუმრებს, მაგრამ მამას თავი ასე უმართლებია მათ წინაშე: ჯერ მინდა, ცოლთან ყოფნით დავტკბე და ცოტა ხანში ჩემს სახლშიც დაგპატიჟებთ. ჩემები ახლახან წავიდნენ, რადგან არ გელოდებოდითო. თურმე, დედას გაუკვირდა, ასეთი ტყუილი რაში დაგჭირდაო? მაგრამ კაცმა ანიშნა, გაჩუმდი, ასეა საჭირო, თორემ წაგიყვანენო. მერე თურმე, ისე ილაპარაკა თავის ოჯახზე, რომ ბებია-ბაბუას უფიქრიათ, ავშენდით, ნამდვილად კარგი სიძე გვეყოლებაო. სინამდვილეში, თურმე მამას სხვა ცოლი ჰყოლია და დედას შერთვა არც უფიქრია. მასთან უბრალოდ, ერთი ღამის გატარება უნდოდა, ეს ჟინი კლავდა და ამიტომაც წაიყვანა სახლში, მოტყუებით. პირველი ორი დღე რომ არავინ მიაკითხათ, იფიქრა თურმე, ეს გოგო უპატრონოა, როგორც მინდა, ისე მოვექცევიო. მერე კი, როცა სასიდედრო და სასიმამრო ნათესავებთან ერთად დაადგნენ თავს, სხვა რა გზა ჰქონდა და მათ ტყუილებით გამოუჭედა თავი. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა უკვე მიხვდა, რომ ღრმად შეტოპა და ასე გაგრძელებაც შეუძლებელი იყო, დედას გამოუტყდა: ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და ახლა არ ვიცი, რა მოხდება. ცოლი მყავს და შენ ვერ შეგირთავ. ნამდვილი ნაძირალა ვარ და თუ გინდა, აქვე მომკალიო. დედა ძალიან გაბრაზებულა, მაგრამ მისი მოკვლაც ვერ გაუბედავს. სახლში დაბრუნებულა, გამწარებული. შინ მისულს, მშობლებისთვის უთქვამს: ჩემი საქმრო მოკვდა! მისი სახელიც აღარ მიხსენოთ, თორემ მეც მის გზას გავყვებიო. გადარეულა ბაბუა, - რას ამბობო? მერე წასულა იმ სახლში, უძებნია სიძე, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნო. იმ ბინაში კი თურმე, მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, რომლისგანაც რამდენიმე დღით უქირავებია ოთახი. დიდხანს ეძებდა ბაბუ და იმუქრებოდა, - არ ვაცოცხლებ ჩემი ოჯახის შემარცხვენელსო, მაგრამ ვერსად მიაგნო. დედა კი სახელსაც არ ახსენებდა მისას, ვერაფერი დააცდენინეს.

- მას მერე აღარ უნახავს დედათქვენს ის კაცი?

- როგორ არა! რამდენიმე თვის მერე საავადმყოფოში მიაკითხა თურმე. დედას კივილი აუტეხია, - ახლავე აქედან წაეთრიეო. ისტერიკა დამართნია და ნერვიულობის ნიადაგზე, გულიც წასვლია, ძლივს მოუბრუნებიათ. მეორე დღესაც მიაკითხა. თურმე, საავადმყოფოს გასასვლელთან ელოდა მთელი დღე. როცა შინისკენ მიმავალს მოჰკრა თვალი, უკან აედევნა და შუა ქუჩაში დაუწყო სიყვარულის ახსნა. დედა მიყვებოდა: იმდენი ილაპარაკა, ტვინი ამირია. მითხრა, რომ ცოლს დაშორდა ჩემ გამო. მემუდარებოდა, ოღონდაც შემირიგდი და შენ გამო სიცოცხლესაც დავთმობო. დედას ეს კაცი ძალიან უყვარდა. ჰოდა, იმანაც ამით ისარგებლა, დროთა განმავლობაში, ქალის გული ისევ მოიგო. დედას ის სახლში წაუყვანია და მამასაც ოფიციალურად უთხოვია მისი ხელი. ბაბუა თურმე, თავიდან სახლში არ უშვებდა, მაგრამ "ნამუსის მოსაწმენდად" და შვილის ხათრით, მაინც მიათხოვა ქალიშვილი... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია