2016 წლის 20 და 21 ივნისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტებს, რომელშიც მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი - გიორგი ცაგარელი (ალტი), დირიჟორი - არიელ ცუკერმანი.
პირველად საქართველოში შესრულდება იოსებ ბარდანაშვილის კონცერტი ალტისა და ორკესტრისათვის POSTLUDIUM. კონცერტის მეორე ნაწილში ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა "შეჰერეზადა", სადაც სოლო ვიოლინოს პარტიას შეასრულებს ვიქტორ კონიაევი.
კონცერტები იმართება პროექტ "სიმფონიური ივნისის" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
პროექტის პარტნიორები: ხელოვანთა კავშირი Conceptart და კომპანია ბადაგონი. საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია პალიტრა და საინფორმაციო ცენტრი 118 08
კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი
ბილეთები გაიყიდება 2016 წლის 9 ივნისიდან ვებგვერდზე www.biletebi.ge
ხოლო 16 ივნისიდან რუსთაველის თეატრის სალაროში.
ბილეთის ფასი: 25, 35 და 45 ლარი