სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი საქართველოში ტურნეს მართავს
პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი საქართველოში ტურნეს მართავს

სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ერთი კვი­რაა პო­პუ­ლა­რუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი როკ-ჯგუ­ფი Epolets სტუმ­რობს.

ბენ­დი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ ახალ­გაზ­რდებ­ში სუ­პერ­პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და გა­სუ­ლი წლის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად ჯგუ­ფად გა­მო­ცხად­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი და ქარ­თუ­ლი ბენ­დე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­კონ­ცერ­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­ვი­და. 6 ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი Epolets-მა უკვე ორი კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა (ქუ­თა­ი­სი და თბი­ლი­სი), მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ 4 ქა­ლაქს ეს­ტუმ­რე­ბი­ან (რუს­თა­ვი - 12 ივ­ნი­სი, მეს­ტია - 15 ივ­ნი­სი, ბა­თუ­მი - 17 ივ­ნი­სი, თბი­ლი­სი - 18 ივ­ნი­სი).

Epolets-თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ზე ქარ­თუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი LOUDspeakers გა­მო­დის. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი ბენ­დი აგ­ვის­ტო­ში უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თავს რამ­დე­ნი­მე კონ­ცერტს.

"ჩვე­ნი ვი­ზი­ტი და­ემ­თხვა Epolets-ის მე­სა­მე ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას, თუმ­ცა ეს პირ­ველ რიგ­ში ახალ მსმე­ნელ­თან შეხ­ვედ­რაა ჩვენ­თვის. ძა­ლი­ან მოგ­ვწონს ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი. ორი კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ისე მიგ­ვი­ღეს, თით­ქოს უკ­რა­ი­ნის რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვით უკ­რა­ი­ნელ მსმე­ნელ­თან. ხალ­ხთან და გა­რე­მოს­თან ერ­თად ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა თქვე­ნი ღვი­ნო და სამ­ზა­რე­უ­ლო", - ამ­ბობს პაშა ვა­რე­ნი­ცა Epolets-ის სო­ლის­ტი.

Epolets 2012 წელს ოდე­სა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ბენ­დის სიმ­ღე­რე­ბი უკ­რა­ი­ნულ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე იწე­რე­ბა. ბენ­დს სამი ალ­ბო­მი აქვს ჩა­წე­რი­ლი - "ეპო­ლე­ტე­ბი" (2013), "დოგ­მა" (2014) და "კულ­ტე­ბი" (2016). 2014 წელს გა­მო­სუ­ლი "დოგ­მა" მრა­ვალ­მა უკ­რა­ი­ნულ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა ინ­ტერ­ნეტ-მე­დია პორ­ტალ­მა პო­ზი­ტი­უ­რად შე­ა­ფა­სა და წლის ალ­ბო­მე­ბის სი­ებ­შიც შე­იყ­ვა­ნა.

2015 წელს "ეპო­ლეტ­სი" უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ბენ­დი გახ­და. მათ 18 პო­პუ­ლა­რულ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე და­უკ­რეს, მათ შო­რის "ატ­ლას უი­ქენ­დზე", "ფა­ი­ნე მის­ტო­ზე", "რეს­პუბ­ლი­კა­ზე", "ბან­დერშტატ­ზე", "ვუდსტოკ­სა" და "სტო­პუ­დო­ვი­კა­ზე". 2015 წლის შე­მოდ­გო­მას "ეპო­ლეტ­სი" უკ­რა­ი­ნუ­ლი "იქს ფაქ­ტო­რის" ფი­ნა­ლის­ტი გახ­და.

2016 წლის გა­ზა­ფხულ­ზე Epolets-მა ტურ­ნე გა­მარ­თა უკ­რა­ი­ნის 19 ქა­ლაქ­ში. ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დი­ან პო­ლო­ნეთ­ში, მოლ­დო­ვა­ში, ბე­ლო­რუს­ში და რუ­სეთ­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, როკ-ჯგუფს ორას­ზე მეტი კონ­ცერ­ტი აქვს გა­მარ­თუ­ლი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი ბენ­დი დას­კვნით კონ­ცერტს თბი­ლის­ში, კლუბ "ლო­ლი­ტა­ში" გა­მარ­თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი საქართველოში ტურნეს მართავს

პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი საქართველოში ტურნეს მართავს

საქართველოს უკვე ერთი კვირაა პოპულარული უკრაინული როკ-ჯგუფი Epolets სტუმრობს.

ბენდი, რომელიც უკრაინელ ახალგაზრდებში სუპერპოპულარობით სარგებლობს და გასული წლის ყველაზე მოთხოვნად ჯგუფად გამოცხადდა, საქართველოში უკრაინული და ქართული ბენდების ერთობლივი საკონცერტო პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. 6 ივნისიდან მოყოლებული Epolets-მა უკვე ორი კონცერტი გამართა (ქუთაისი და თბილისი), მომდევნო დღეებში კი საქართველოს კიდევ 4 ქალაქს ესტუმრებიან (რუსთავი - 12 ივნისი, მესტია - 15 ივნისი, ბათუმი - 17 ივნისი, თბილისი - 18 ივნისი).

Epolets-თან ერთად საქართველოში გამართულ კონცერტებზე ქართული ალტერნატიული ჯგუფი LOUDspeakers გამოდის. ამავე პროექტის ფარგლებში, ქართული ბენდი აგვისტოში უკრაინაში გამართავს რამდენიმე კონცერტს.

"ჩვენი ვიზიტი დაემთხვა Epolets-ის მესამე ალბომის პრეზენტაციას, თუმცა ეს პირველ რიგში ახალ მსმენელთან შეხვედრაა ჩვენთვის. ძალიან მოგვწონს ქართველი მსმენელი. ორი კონცერტი გავმართეთ ქუთაისსა და თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში და ისე მიგვიღეს, თითქოს უკრაინის რომელიმე ქალაქში ვიყავით უკრაინელ მსმენელთან. ხალხთან და გარემოსთან ერთად ძალიან მოგვეწონა თქვენი ღვინო და სამზარეულო", - ამბობს პაშა ვარენიცა Epolets-ის სოლისტი.

Epolets 2012 წელს ოდესაში ჩამოყალიბდა. ბენდის სიმღერები უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იწერება. ბენდს სამი ალბომი აქვს ჩაწერილი - "ეპოლეტები" (2013), "დოგმა" (2014) და "კულტები" (2016). 2014 წელს გამოსული "დოგმა" მრავალმა უკრაინულმა მუსიკალურმა ინტერნეტ-მედია პორტალმა პოზიტიურად შეაფასა და წლის ალბომების სიებშიც შეიყვანა.

2015 წელს "ეპოლეტსი" უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბენდი გახდა. მათ 18 პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრეს, მათ შორის "ატლას უიქენდზე", "ფაინე მისტოზე", "რესპუბლიკაზე", "ბანდერშტატზე", "ვუდსტოკსა" და "სტოპუდოვიკაზე". 2015 წლის შემოდგომას "ეპოლეტსი" უკრაინული "იქს ფაქტორის" ფინალისტი გახდა.

2016 წლის გაზაფხულზე Epolets-მა ტურნე გამართა უკრაინის 19 ქალაქში. ისინი წარმატებით გამოდიან პოლონეთში, მოლდოვაში, ბელორუსში და რუსეთში. საერთო ჯამში, როკ-ჯგუფს ორასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

უკრაინული ბენდი დასკვნით კონცერტს თბილისში, კლუბ "ლოლიტაში" გამართავს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება