ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და მსახიობი ლევან ხურცია გუშინ მშობლები გახდნენ. ლევანის და მარიამის პირველი საერთო შვილი ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. მშობიარობას მარიამის მეგობარი დაესწრო, ლევანი კი გვერდით პალატაში იყო და როცა ბავშვი გაჩნდა, როგორც ხდება, პირველად მამას ჩაახუტეს.
ლევანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს და გუშემატკივრებს მადლობას უხდის:
"პირველ რიგში დიდი მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის! დიდი მადლობა ჩემ მეორე ნახევარს ამ ბედნიერებისთვის და სიყვარულისთვის. დიდი მადლობა თქვენ ყველას ჩემო მეგობრებო, ძმებო და ძვირფასო ადამიანებო... კეთილი იყოს ალექსანდრე ხურციას მობრძანება", - წერს მსახიობი.
მარიამმა და ლევანმა ერთი წლის წინ იქორწინეს. მარიამ კუბლაშვილისთვის ეს მეორე შვილია, პირველი ქორწინებიდან ადვოკატს ვაჟი, არბი-გიორგი ჰყავს.