პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია
დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებს შო­რის დიდი გან­ხეთ­ქი­ლე­ბაა. 16 ივ­ნი­სის­თვის კრე­ტა­ზე და­გეგ­მი­ლი დიდი და წმინ­და კრე­ბა, შე­საძ­ლოა, ან ჩა­ი­შა­ლოს, ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიწ­ვე­უ­ლი 14 ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი ეკ­ლე­სი­ი­დან ნა­ხე­ვარ­ზე ცოტა მეტ­მა მი­ი­ღოს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა უკვე იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­ში დიდი და ის­ტო­რი­უ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და­ი­წყო.

უკვე გა­ცხა­დე­ბუ­ლია, რომ ბულ­გა­რე­თის, ან­ტი­ო­ქი­ი­სა და სერ­ბე­თის ეკ­ლე­სი­ე­ბი დიდ კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღე­ბენ. მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და სი­ნოდ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ თუკი ერთი ეკ­ლე­სია მა­ინც არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა გა­დაჭ­რით არ უთ­ქვამს, თა­ვად აპი­რებ­დნენ თუ არა კრე­ტა­ზე გამ­გზავ­რე­ბას.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და სი­ნო­დის სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს გან­ჩი­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია სა­ბერ­ძნეთ­ში და­გეგ­მილ წმინ­და კრე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, მით უმე­ტეს, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია კრე­ბა­ზე გა­სა­ტა­ნი 6 სა­კი­თხი­დან 2 - "ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო და მისი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი" და "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­სია თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში", - მე­სა­მე დო­კუ­მენ­ტში კი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შეც­ვლას ითხოვს.

"არის ისე­თი ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ და რო­მელ­საც არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. კონ­კრე­ტუ­ლად თუ რა არის ეს სა­კი­თხე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქო გან­ცხა­დე­ბას შემ­დეგ გა­ა­კე­თებს", - გა­ნა­ცხა­და მეს­ტია-ზემო სვა­ნე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილა­რი­ონ­მა სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში და რას უკავ­შირ­დე­ბა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში, ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, სა­ი­და­ნაც ნა­წყვე­ტებს გთა­ვა­ზობთ:

მოს­კო­ვი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ

რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს იმას, რომ რუ­სე­თის ეკ­ლე­სია დიდ და წმინ­და კრე­ბა­ზე წას­ვლას არ აპი­რებს და რომ პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი კრე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია. მი­ზე­ზად კი ერთი - ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის ძვე­ლი წე­სე­ბის უფრო გა­ლი­ბე­რა­ლე­ბა უნდა მოხ­დეს, ეს კი ნიშ­ნავს იმას, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ჭეშ­მა­რი­ტი პო­ზი­ცი­ე­ბი სუს­ტდე­ბა და ეს მი­უ­ღე­ბე­ლია.

მე­ო­რე - წე­რენ იმა­ზე, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბელ სამ­ყა­რო­ში პირ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის და­პი­რის­პი­რე­ბაა და ამ კრე­ბის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბიც სწო­რედ ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქი, რო­მე­ლიც ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია, ამ კრე­ბით პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას გეგ­მავს. მისი ჩაშ­ლა კი მოს­კო­ვის ინ­ტე­რეს­შია, სწო­რედ პირ­ვე­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით, რად­გა­ნაც, რუ­სეთს დიდი ხა­ნია "თა­ნას­წორ­თა შო­რის პირ­ვე­ლო­ბა" სურს, თუმ­ცა ამას პირ­და­პირ ღიად ვერ ამ­ბობს, მით უმე­ტეს, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პოლს ზურგს აშშ-ს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ეკ­ლე­სია უმაგ­რებს. კრე­ბის ჩაშ­ლით კი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პრეს­ტი­ჟი ილა­ხე­ბა, ხოლო რუ­სე­თის პი­რი­ქით - იმა­ტებს.

კრე­ბა­ში სულ 14 ავ­ტო­კე­ფა­ლი­ურ ეკ­ლე­სი­ას უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ესე­ნია: კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის, ალექ­სან­დრი­ის, ან­ტი­ო­ქი­ის, იე­რუ­სა­ლი­მის, რუ­სე­თის, სა­ქარ­თვე­ლოს, სერ­ბე­თის, რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის, კვიპ­რო­სის, სა­ბერ­ძნე­თის, ალ­ბა­ნე­თის, პო­ლო­ნე­თის და ასე­ვე ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის. მე-15 არის ამე­რი­კის ეკ­ლე­სია, რო­მელ­საც ბევ­რი არ აღი­ა­რებს ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რად და ამი­ტო­მაც მიწ­ვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ამათ­გან ნა­წი­ლი მეტ­ნაკ­ლე­ბად ე. წ. კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ბა­ნა­კის წევ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან, ნა­წი­ლი - რუ­სე­თის და სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი მომ­ხრე ეკ­ლე­სი­ე­ბის ხე­ლით ცდი­ლობ­და მთე­ლი ეს დრო ამ კრე­ბის ჩაშ­ლას, რაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­მოს­დის კი­დეც. თუ ჩაშ­ლა არა, მისი მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მა­ინც.

გა­მო­იწ­ვევს თუ არა ეს და­პი­რის­პი­რე­ბა მარ­თლმა­დი­დე­ბელ სამ­ყა­რო­ში დიდ სქიზ­მას და, შე­საძ­ლოა, თუ არა რომ ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბიც და­ი­წყოს იმა­ზე, ვინ უფრო ჭეშ­მა­რი­ტი მარ­თლმდა­ი­დე­ბე­ლია და ვინ - მწვა­ლე­ბე­ლი?...

თე­ო­ლო­გი ლე­ვან აბა­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ თე­ო­რი­უ­ლად ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მა­ინც არ ჰგო­ნია, რომ კრე­ბის ირ­გვლივ ამ­ტყდარ ამ ამ­ბებს ეკ­ლე­სი­ებს შო­რის კავ­ში­რის გა­წყვე­ტა და ერ­თმა­ნე­თის მწვა­ლებ­ლო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

"შე­იძ­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი თა­მა­შის ნა­წი­ლია, სა­დაც რუ­სე­თი და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლო­ბის­თვის უპი­რის­პირ­დე­ბა. გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს და­ვაბ­რა­ლებ, თუმ­ცა შე­საძ­ლოა რუ­სეთს კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ აწყობ­დეს, რად­გა­ნაც კრე­ბის წარ­მა­ტე­ბა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის ავ­ტო­რი­ტე­ტის ცალ­სა­ხად გან­მტკი­ცე­ბა იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ლე­ვან აბა­ში­ძე.

"უფრო მგო­ნია, რომ კრე­ბას მა­ინც ჩა­ა­ტა­რე­ბენ. რაც უნდა ვთქვათ, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­ში ერ­თო­ბა არ არის, ეს ერ­თო­ბა მა­ინც არ­სე­ბობს და მისი დარ­ღვე­ვა არა­ვის აწყობს. თა­ნაც ის სქიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მწვა­ლებ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ხდე­ბო­და, სე­რი­ო­ზუ­ლი თე­ო­ლო­გი­უ­რი და სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის გამო იწყე­ბო­და. აქ კი სარ­წმუ­ნო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა არ გვაქვს", - დას­ძენს აბა­ში­ძე.

ეკა­ტე­რი­ნე ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის დიდი განხეთქილებაა. 16 ივნისისთვის კრეტაზე დაგეგმილი დიდი და წმინდა კრება, შესაძლოა, ან ჩაიშალოს, ან მასში მონაწილეობა მიწვეული 14 ავტოკეფალიური ეკლესიიდან ნახევარზე ცოტა მეტმა მიიღოს. ორივე შემთხვევა უკვე იმის მანიშნებელი იქნება, რომ მართლმადიდებლებში დიდი და ისტორიული განხეთქილება დაიწყო.

უკვე გაცხადებულია, რომ ბულგარეთის, ანტიოქიისა და სერბეთის ეკლესიები დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი ერთი ეკლესია მაინც არ მიიღებს მონაწილეობას, კრების ჩატარება შეუძლებელია, თუმცა გადაჭრით არ უთქვამს, თავად აპირებდნენ თუ არა კრეტაზე გამგზავრებას.

დღეს საქართველოს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე მიიღეს განჩინება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო, მით უმეტეს, რომ კატეგორიულად მიუღებელია კრებაზე გასატანი 6 საკითხიდან 2 - "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში", - მესამე დოკუმენტში კი ტერმინოლოგიის შეცვლას ითხოვს.

"არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს", - განაცხადა მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა სხდომის დასრულების შემდეგ.

რა ხდება სინამდვილეში და რას უკავშირდება განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში, ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, საიდანაც ნაწყვეტებს გთავაზობთ:

მოსკოვი კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ

რუსული მედია აქტიურად წერს იმას, რომ რუსეთის ეკლესია დიდ და წმინდა კრებაზე წასვლას არ აპირებს და რომ პატრიარქი კირილი კრების წინააღმდეგია. მიზეზად კი ერთი - ასახელებენ იმას, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მხრიდან მართლმადიდებლების ძველი წესების უფრო გალიბერალება უნდა მოხდეს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი პოზიციები სუსტდება და ეს მიუღებელია.

მეორე - წერენ იმაზე, რომ მართლმადიდებელ სამყაროში პირველობისათვის დაპირისპირებაა და ამ კრების ირგვლივ მიმდინარე ამბებიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია, ამ კრებით პოზიციების გაძლიერებას გეგმავს. მისი ჩაშლა კი მოსკოვის ინტერესშია, სწორედ პირველობისთვის ბრძოლის თვალსაზრისით, რადგანაც, რუსეთს დიდი ხანია "თანასწორთა შორის პირველობა" სურს, თუმცა ამას პირდაპირ ღიად ვერ ამბობს, მით უმეტეს, რომ კონსტანტინოპოლს ზურგს აშშ-ს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ეკლესია უმაგრებს. კრების ჩაშლით კი კონსტანტინოპოლის პრესტიჟი ილახება, ხოლო რუსეთის პირიქით - იმატებს.

კრებაში სულ 14 ავტოკეფალიურ ეკლესიას უნდა მიეღო მონაწილეობა. ესენია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის და ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთის. მე-15 არის ამერიკის ეკლესია, რომელსაც ბევრი არ აღიარებს ავტოკეფალიურად და ამიტომაც მიწვეული არ ყოფილა.

ამათგან ნაწილი მეტნაკლებად ე. წ. კონსტანტინოპოლის ბანაკის წევრებად მიიჩნევიან, ნაწილი - რუსეთის და საუბარია იმაზე, რომ რუსეთი საკუთარი მომხრე ეკლესიების ხელით ცდილობდა მთელი ეს დრო ამ კრების ჩაშლას, რაც, დიდი ალბათობით, გამოსდის კიდეც. თუ ჩაშლა არა, მისი მნიშვნელობის გაუფასურება მაინც.

გამოიწვევს თუ არა ეს დაპირისპირება მართლმადიდებელ სამყაროში დიდ სქიზმას და, შესაძლოა, თუ არა რომ ურთიერთბრალდებებიც დაიწყოს იმაზე, ვინ უფრო ჭეშმარიტი მართლმდაიდებელია და ვინ - მწვალებელი?...

თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა მაინც არ ჰგონია, რომ კრების ირგვლივ ამტყდარ ამ ამბებს ეკლესიებს შორის კავშირის გაწყვეტა და ერთმანეთის მწვალებლობაში დადანაშაულება მოჰყვეს.

"შეიძლება ეს ყველაფერი დიდი თამაშის ნაწილია, სადაც რუსეთი და კონსტანტინოპოლი ერთმანეთს პირველობისთვის უპირისპირდება. გადაჭრით ვერაფერს დავაბრალებ, თუმცა შესაძლოა რუსეთს კრების ჩატარება არ აწყობდეს, რადგანაც კრების წარმატება მსოფლიო პატრიარქის ავტორიტეტის ცალსახად განმტკიცება იქნება", - ამბობს ლევან აბაშიძე.

"უფრო მგონია, რომ კრებას მაინც ჩაატარებენ. რაც უნდა ვთქვათ, რომ მართლმადიდებლებში ერთობა არ არის, ეს ერთობა მაინც არსებობს და მისი დარღვევა არავის აწყობს. თანაც ის სქიზმები, რომლებიც ადრეულ საუკუნეებში მწვალებლობის ნიადაგზე ხდებოდა, სერიოზული თეოლოგიური და სარწმუნოებრივი საკითხების გამო იწყებოდა. აქ კი სარწმუნოების საკითხებზე დაპირისპირება არ გვაქვს", - დასძენს აბაშიძე.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი "რეზონანსი"

"ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ" - ეკატერინე ტიკარაძე

"აუდიტის სამსახური სწვალობს სავარაუდო ხარვეზებს, რაც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში" - რა განაცხადა ტიკარაძემ ვაქცინების დანაკლისზე

"ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში "ფაიზერი“ - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების შემოტანის თარიღთან დაკავშირებით