პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად სნეულის დაავადება საკუთარ თავზე აუღია..." - მამა სოგრატის ლოცვის ძალა და ცხოვრების უცნობი დეტალები
"ხშირად სნეულის დაავადება საკუთარ თავზე აუღია..." - მამა სოგრატის ლოცვის ძალა და ცხოვრების უცნობი დეტალები

...მის­მა ლოც­ვამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სნე­უ­ლე­ბის­გან გან­კურ­ნა, ბრმას თვა­ლი აუ­ხი­ლა, სა­რე­ცელს მი­ჯაჭ­ვუ­ლი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, ეშ­მა­კე­უ­ლით შე­პყრო­ბი­ლი, სუ­ლი­ე­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გან­კურ­ნა...

9 ივ­ნისს, 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი სოგ­რა­ტი (ჭუ­ლუ­ხა­ძე). იგი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ღვთის­მსა­ხუ­რი იყო და მის­მა ლოც­ვამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სნე­უ­ლე­ბის­გან გან­კურ­ნა, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გზა­ზე და­ა­ყე­ნა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მისი ცხოვ­რე­ბის გზა. იგი სამი პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­უ­ლი მო­ძღვა­რი გახ­ლდათ.

და­ი­ბა­და 1933 წლის 19 თე­ბერ­ვალს, ცხინ­ვა­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ზემო აჩა­ბეთ­ში, მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში. მამა ომში და­ე­ღუ­პა, დედა სა­ოც­რად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და. ცხინ­ვალ­ში თურ­მე ყვე­ლა იც­ნობ­და თეთ­რე­ბით შე­მო­სილ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ქალს, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა-ულზე ტა­ძარ­ში მო­უ­რი­დებ­ლად შე­დი­ო­და, ხმა­მაღ­ლა გა­ლობ­და და სხვებ­საც რწმე­ნი­სა და ლოც­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­და. უფ­ლის რწმე­ნით აღ­ზარ­და შვი­ლე­ბი და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მამა სოგ­რატ­მა მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა.

1968 წლის 17 მარტს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ეფ­რემ მე­ო­რემ სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დი­აკ­ვნად აკურ­თხა. იმა­ვე წლის მა­ის­ში მღვდლად აკურ­თხეს და სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, სე­მი­ნა­რი­ის პე­და­გო­გი იყო. ჯერ დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, ამის მერე კუ­კი­ის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში, შემ­დეგ კი, მამა და­ვი­თის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში იმ­სა­ხუ­რა. 1975 წლის 30 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, და­ვით მე­ხუ­თემ მამა სოგ­რა­ტი ბე­რად აღ­კვე­ცა, არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში აიყ­ვა­ნა და ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრად და­ნიშ­ნა. იქ წლე­ბის მან­ძილ­ზე იმ­სა­ხუ­რა. მამა სოგ­რა­ტი ბავ­შვო­ბი­დან ლექ­სებს წერს და ოთხი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რია. 1979 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ იგი მე­ო­რე გამ­შვე­ნე­ბუ­ლი ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი მამა სოგ­რა­ტის შე­სა­ხებ

1992 წელს მამა სოგ­რა­ტი სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რის, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის და ღირ­სი შიო მღვი­მე­ლის მო­ნას­ტრის მთა­ვარ ხუ­ცე­სად და­ი­ნიშ­ნა. 2002 წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის რე­ლი­გი­ი­სა და ეთ­ნო­კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის მრჩევ­ლად აირ­ჩი­ეს და აკა­დე­მი­ის სა­პა­ტიო აკა­დე­მი­კო­სის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს.

მამა სოგ­რა­ტის ლოც­ვის ძალა მარ­თლაც ური­ცხვმა ადა­მი­ან­მა გა­მო­ცა­და. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად სნე­უ­ლის და­ა­ვა­დე­ბა მამა სოგ­რატს სა­კუ­თარ თავ­ზე აუ­ღია. თურ­მე, ტა­ძარ­ში დე­დამ ბავ­შვი მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც უჩ­ვე­უ­ლო ქცე­ვე­ბი ჰქონ­და: აწუ­ხებ­და უძი­ლო­ბა, ხში­რად ტი­რო­და, ახ­ვე­ლებ­და, აცე­მი­ნებ­და... მა­მა­ომ ლოც­ვა და­ი­წყო და იქ მყო­ფე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ - მათ და­ი­ნა­ხეს, რომ მამა სოგ­რატს სწო­რედ ის პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო, რაც ბავ­შვს აწუ­ხებ­და: მას მთლი­ა­ნად და­უს­ველ­და სა­მო­სი, თით­ქოს წყა­ლი გა­და­ას­ხე­სო; და­ა­წყე­ბი­ნა ცე­მი­ნე­ბა, ხვე­ლა; უზო­მოდ და­ი­ღა­ლა. ყვე­ლა­ნი შე­ში­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შეჰ­ყუ­რებ­დნენ თურ­მე მო­ძღვარს, რო­მე­ლიც იდგა და ლოც­ვას გა­ნაგ­რძობ­და... სამი ლოც­ვის შემ­დეგ ბავ­შვი გა­ნი­კურ­ნა.

მარი კვინ­რა­ძე, ექი­მი:

- 17 წე­ლია, მამა სოგ­რა­ტის მრევ­ლი ვარ. მისი ლოც­ვის ძალა ჩემს თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის ფონ­ზე ორ­მხრი­ვი ტო­ტა­ლუ­რი პნევ­მო­ნია გან­მი­ვი­თარ­და და მი­უ­ხე­და­ვად ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა, თავ­გან­წირ­ვი­სა და ძა­ლის­ხმე­ვი­სა, მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო იყო. მათ თვა­ლებ­ში უი­მე­დო­ბას ვხე­დავ­დი. მარ­თლაც, შან­სი არ იყო, მაგ­რამ მა­მა­ოს ლოც­ვამ სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა. პირ­ვე­ლი ლოც­ვის შემ­დეგ უდი­დე­სი შვე­ბა ვიგ­რძე­ნი, მე­ო­რე დღი­დან უკვე სი­ცხე აღარ მქონ­და. როცა მე­სა­მე დღეს სა­კონ­ტრო­ლო რენტგე­ნოგ­რა­ფია გა­კეთ­და, ექი­მე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ: მისი ლოც­ვის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი აი­ლაგ­მა...

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭეს­თან" ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში მამა სოგ­რატ­მა მის ბავ­შვო­ბა­ზე ისა­უბ­რა და იმა­ზე, თუ რა­ტომ არას­დროს უფიქ­რია სა­ე­რო ცხოვ­რე­ბით ეცხოვ­რა და თავი მთლი­ა­ნად უფალს მი­უ­ძღვნა:

"ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა, თუ ბი­ჭია, ის პა­ტა­რა­ო­ბი­დან იღებს სა­თა­მა­შო თოფს, თუ გო­გოა - თო­ჯი­ნა­სა. ეს თან­და­ყო­ლი­ლი ხომ არის? - ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. მე არც თოფი ამი­ღია და არც თო­ჯი­ნა. აზ­რა­დაც არ მომ­სვლია, რომ ცოლ-შვი­ლი მყო­ლო­და. ერთ რა­მეს გა­ვიხ­სე­ნებ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, სა­ინ­ტე­რე­სო მო­სას­მე­ნია: ოჯახ­ში გა­ჭირ­ვე­ბა გვქონ­და. პა­ტა­რა ძმა იღებ­და ინ­ვა­ლი­დო­ბის პენ­სი­ას და საბ­ჭო­ში იძ­ლე­ოდ­ნენ. ჩვენ­თან მო­ვი­და მე­ზო­ბე­ლი - ეს ქალი დე­და­ჩე­მის ხნის იყო. ჰოდა, მე­უბ­ნე­ბა, რომ წა­მო­დი საბ­ჭო­შიო (სო­ფელ ქურ­თა­ში იყო საბ­ჭო, მე ზემო აჩა­ბე­თე­ლი ვარ) და ფული ავი­ღო­თო. მე ძა­ლი­ან მორ­ცხვი ვი­ყა­ვი, მრცხვე­ნო­და წას­ვლა, გა­მე­ხარ­და და ამ ქალს გავ­ყე­ვი ფუ­ლის ასა­ღე­ბად. ის ფული რომ ავი­ღეთ, მოვ­დი­ვართ სახ­ლის­კენ, გრძე­ლი სო­ფე­ლია და გზა­ში ერთ სახ­ლთან იდგა ახალ­გზარ­და ქალი, ხელ­ში პა­ტა­რა ბავ­შვი ეჭი­რა.

არ ვიცი ვინ იყ­ვნენ ეს ქალი და ბავ­შვი. პა­ტა­რა ბავ­შვი მე მო­მაშ­ტერ­და. შო­რი­დან შე­ვამ­ჩნიე, მიც­ქერ­და და თვა­ლი არ მო­ვა­შო­რე. ამ ქალს, ჩემს გვერ­დით რომ მო­დი­ო­და, შე­უმ­ჩნე­ვია, ბავ­შვის თვა­ლე­ბი რომ მომშტე­რე­ბია. სას­წა­უ­ლი უნდა იყოს ესა, ჰოდა, ასე­თი რა­ღაც მი­თხრა: არ გინ­და, ასე­თი ბავ­შვი შენ გყავ­დე­სო? მე­წყი­ნა მისი ნათ­ქვა­მი და რა ვუ­პა­სუ­ხე იცით? - ყვე­ლა ბავ­შვი ჩემი არ არის მეთ­ქი? ჩემი პა­სუ­ხი აღი­ბეჭ­და ჩემს გო­ნე­ბა­ში და არ და­მა­ვი­წყდე­ბა, ჰოდა, ჩემი ბუ­ნე­ბა მა­შინ გა­მო­იკ­ვე­თა. ჯერ ერთი, იმ ქა­ლის შე­კი­თხვა არ იყო სწო­რი, ბავ­შვი კი არ უნდა ეთ­ქვა, ასე უნდა ეთ­ქვა: შენი ცოლ-შვი­ლი გყო­ლო­დაო - ხომ ასე უნდა ეთ­ქვა? ბავ­შვი თა­ვი­სით ხომ არ ჩნდე­ბა. მე კი­დევ გა­მო­ვუს­წო­რე, - ყვე­ლა ბავ­შვი ჩემი არ არის-მეთ­ქი? მა­შინ, მე არ მი­ფიქ­რია მღვდლო­ბა. მო­ძღვრის­თვის ყვე­ლა ბავ­შვი, მისი დედა, მამა, ბე­ბია, ბა­ბუა - ყვე­ლა ვინც ჰყავს, მო­ძღვრი­სა რა არის? ჩვენ­თვის ხომ ყვე­ლა შვი­ლია? რად­გა­ნაც მო­ძღვა­რი იღებს ხა­რისხს, მისი ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, შე­უღ­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა, უჩერ­დე­ბა მსა­ხუ­რე­ბა. მერე ამ­გვა­რი პა­სუ­ხი გა­ვე­ცი, რაც ზე­მოთ ვთქვი. ჩემს გო­ნე­ბა­ში არ მო­სუ­ლა, რომ მე ან ცოლი, ან შვი­ლი მყო­ლო­და. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რაც ვარ დღეს, ეს მე ვარ. ჩემ­თან მო­დის ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, მო­ხუ­ცი, ახალ­გაზ­რდა, ბავ­შვი - ყვე­ლას, ვი­საც უჭირს, ჩემ­თან მო­დის და მთე­ლი დღე მათ დახ­მა­რე­ბას ვცდი­ლობ. ჩემი დრო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად, წუთი არ მე­კარ­გე­ბა. თუ ღა­მეა და ძილი გინ­და, და­ი­ძი­ნე, ეს არ იკარ­გე­ბა, რომ აღ­დგეს ენერ­გია. თუ დღეა და იღ­ვა­წე, ეს დრო არ იკარ­გე­ბა".

"ხშირად სნეულის დაავადება საკუთარ თავზე აუღია..." - მამა სოგრატის ლოცვის ძალა და ცხოვრების უცნობი დეტალები

"ხშირად სნეულის დაავადება საკუთარ თავზე აუღია..." - მამა სოგრატის ლოცვის ძალა და ცხოვრების უცნობი დეტალები

...მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი სნეულებისგან განკურნა, ბრმას თვალი აუხილა, სარეცელს მიჯაჭვული ფეხზე დააყენა, ეშმაკეულით შეპყრობილი, სულიერად დაავადებული განკურნა...

9 ივნისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე). იგი ერთ-ერთი გამორჩეული ღვთისმსახური იყო და მისმა ლოცვამ უამრავი ადამიანი სნეულებისგან განკურნა, ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. ძალიან საინტერესოა მისი ცხოვრების გზა. იგი სამი პატრიარქის კურთხეული მოძღვარი გახლდათ.

დაიბადა 1933 წლის 19 თებერვალს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ზემო აჩაბეთში, მრავალშვილიან ოჯახში. მამა ომში დაეღუპა, დედა საოცრად მორწმუნე ადამიანი ჰყავდა. ცხინვალში თურმე ყველა იცნობდა თეთრებით შემოსილ სასიამოვნო გარეგნობის ქალს, რომელიც ყველა საეკლესიო დღესასწა-ულზე ტაძარში მოურიდებლად შედიოდა, ხმამაღლა გალობდა და სხვებსაც რწმენისა და ლოცვისკენ მოუწოდებდა. უფლის რწმენით აღზარდა შვილები და სკოლის დამთავრების შემდეგ მამა სოგრატმა მცხეთის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა.

1968 წლის 17 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის მაისში მღვდლად აკურთხეს და სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. პარალელურად, სემინარიის პედაგოგი იყო. ჯერ დიდუბის ეკლესიაში, ამის მერე კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, შემდეგ კი, მამა დავითის სახელობის ტაძარში იმსახურა. 1975 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, დავით მეხუთემ მამა სოგრატი ბერად აღკვეცა, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. იქ წლების მანძილზე იმსახურა. მამა სოგრატი ბავშვობიდან ლექსებს წერს და ოთხი კრებულის ავტორია. 1979 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იგი მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

იხილეთ სიუჟეტი მამა სოგრატის შესახებ

1992 წელს მამა სოგრატი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის, სამთავროს დედათა მონასტრის და ღირსი შიო მღვიმელის მონასტრის მთავარ ხუცესად დაინიშნა. 2002 წელს კი საქართველოს ეროვნული აკადემიის რელიგიისა და ეთნოკულტურის განყოფილების მრჩევლად აირჩიეს და აკადემიის საპატიო აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს.

მამა სოგრატის ლოცვის ძალა მართლაც ურიცხვმა ადამიანმა გამოცადა. იმასაც ამბობენ, რომ ხშირად სნეულის დაავადება მამა სოგრატს საკუთარ თავზე აუღია. თურმე, ტაძარში დედამ ბავშვი მიიყვანა, რომელსაც უჩვეულო ქცევები ჰქონდა: აწუხებდა უძილობა, ხშირად ტიროდა, ახველებდა, აცემინებდა... მამაომ ლოცვა დაიწყო და იქ მყოფები გაოგნებულები დარჩნენ - მათ დაინახეს, რომ მამა სოგრატს სწორედ ის პრობლემები დაეწყო, რაც ბავშვს აწუხებდა: მას მთლიანად დაუსველდა სამოსი, თითქოს წყალი გადაასხესო; დააწყებინა ცემინება, ხველა; უზომოდ დაიღალა. ყველანი შეშინებული თვალებით შეჰყურებდნენ თურმე მოძღვარს, რომელიც იდგა და ლოცვას განაგრძობდა... სამი ლოცვის შემდეგ ბავშვი განიკურნა.

მარი კვინრაძე, ექიმი:

- 17 წელია, მამა სოგრატის მრევლი ვარ. მისი ლოცვის ძალა ჩემს თავზე გამოვცადე. ქიმიოთერაპიის ფონზე ორმხრივი ტოტალური პნევმონია განმივითარდა და მიუხედავად ექიმების პროფესიონალიზმისა, თავგანწირვისა და ძალისხმევისა, მკურნალობა უშედეგო იყო. მათ თვალებში უიმედობას ვხედავდი. მართლაც, შანსი არ იყო, მაგრამ მამაოს ლოცვამ სასწაული მოახდინა. პირველი ლოცვის შემდეგ უდიდესი შვება ვიგრძენი, მეორე დღიდან უკვე სიცხე აღარ მქონდა. როცა მესამე დღეს საკონტროლო რენტგენოგრაფია გაკეთდა, ექიმები გაოგნებულები იყვნენ: მისი ლოცვის წყალობით ყველაფერი აილაგმა...

რამდენიმე თვის წინ, ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მამა სოგრატმა მის ბავშვობაზე ისაუბრა და იმაზე, თუ რატომ არასდროს უფიქრია საერო ცხოვრებით ეცხოვრა და თავი მთლიანად უფალს მიუძღვნა:

"ბავშვი რომ იბადება, თუ ბიჭია, ის პატარაობიდან იღებს სათამაშო თოფს, თუ გოგოა - თოჯინასა. ეს თანდაყოლილი ხომ არის? - ბუნებრივი მოვლენაა. მე არც თოფი ამიღია და არც თოჯინა. აზრადაც არ მომსვლია, რომ ცოლ-შვილი მყოლოდა. ერთ რამეს გავიხსენებ ჩემს ცხოვრებაში, საინტერესო მოსასმენია: ოჯახში გაჭირვება გვქონდა. პატარა ძმა იღებდა ინვალიდობის პენსიას და საბჭოში იძლეოდნენ. ჩვენთან მოვიდა მეზობელი - ეს ქალი დედაჩემის ხნის იყო. ჰოდა, მეუბნება, რომ წამოდი საბჭოშიო (სოფელ ქურთაში იყო საბჭო, მე ზემო აჩაბეთელი ვარ) და ფული ავიღოთო. მე ძალიან მორცხვი ვიყავი, მრცხვენოდა წასვლა, გამეხარდა და ამ ქალს გავყევი ფულის ასაღებად. ის ფული რომ ავიღეთ, მოვდივართ სახლისკენ, გრძელი სოფელია და გზაში ერთ სახლთან იდგა ახალგზარდა ქალი, ხელში პატარა ბავშვი ეჭირა.

არ ვიცი ვინ იყვნენ ეს ქალი და ბავშვი. პატარა ბავშვი მე მომაშტერდა. შორიდან შევამჩნიე, მიცქერდა და თვალი არ მოვაშორე. ამ ქალს, ჩემს გვერდით რომ მოდიოდა, შეუმჩნევია, ბავშვის თვალები რომ მომშტერებია. სასწაული უნდა იყოს ესა, ჰოდა, ასეთი რაღაც მითხრა: არ გინდა, ასეთი ბავშვი შენ გყავდესო? მეწყინა მისი ნათქვამი და რა ვუპასუხე იცით? - ყველა ბავშვი ჩემი არ არის მეთქი? ჩემი პასუხი აღიბეჭდა ჩემს გონებაში და არ დამავიწყდება, ჰოდა, ჩემი ბუნება მაშინ გამოიკვეთა. ჯერ ერთი, იმ ქალის შეკითხვა არ იყო სწორი, ბავშვი კი არ უნდა ეთქვა, ასე უნდა ეთქვა: შენი ცოლ-შვილი გყოლოდაო - ხომ ასე უნდა ეთქვა? ბავშვი თავისით ხომ არ ჩნდება. მე კიდევ გამოვუსწორე, - ყველა ბავშვი ჩემი არ არის-მეთქი? მაშინ, მე არ მიფიქრია მღვდლობა. მოძღვრისთვის ყველა ბავშვი, მისი დედა, მამა, ბებია, ბაბუა - ყველა ვინც ჰყავს, მოძღვრისა რა არის? ჩვენთვის ხომ ყველა შვილია? რადგანაც მოძღვარი იღებს ხარისხს, მისი ქორწინება არ შეიძლება, შეუღლება აღარ შეიძლება, უჩერდება მსახურება. მერე ამგვარი პასუხი გავეცი, რაც ზემოთ ვთქვი. ჩემს გონებაში არ მოსულა, რომ მე ან ცოლი, ან შვილი მყოლოდა. ბედნიერი ვარ, რაც ვარ დღეს, ეს მე ვარ. ჩემთან მოდის ყველა გაჭირვებული, მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი - ყველას, ვისაც უჭირს, ჩემთან მოდის და მთელი დღე მათ დახმარებას ვცდილობ. ჩემი დრო გამოყენებულია მაქსიმალურად, წუთი არ მეკარგება. თუ ღამეა და ძილი გინდა, დაიძინე, ეს არ იკარგება, რომ აღდგეს ენერგია. თუ დღეა და იღვაწე, ეს დრო არ იკარგება".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ