მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - წვიმიანი ამინდი საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას
პრემიერი - წვიმიანი ამინდი საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის - დე­დოფ­ლის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბას და­ეს­წრო.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ბრი­ტა­ნელ ხალ­ხს დე­დოფ­ლის და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა და ქარ­თულ-ბრი­ტა­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ - ასე­თი ამინ­დი (წვი­მი­ა­ნი) სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ე­რაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ ხაზი გა­უს­ვას სა­ქარ­თვე­ლო­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ მე­გობ­რო­ბას. ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის 25 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­სუ­ლი მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე ჩვენ არ გვყო­ლია გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ზე უკე­თე­სი მე­გო­ბა­რი. თქვენ ყო­ველ­თვის ჩვენ გვერ­დით იდე­ქით, რთულ მო­მენ­ტებ­შიც კი, და გვაწ­ვდი­დით გო­ნივ­რულ რჩე­ვა­სა და გუ­ლუხვ დახ­მა­რე­ბას. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1992 წლის აპ­რილ­ში აღი­ა­რა და მას შემ­დეგ იგი უკვე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და, რაც მთა­ვა­რია, მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რია. ჩვენ ვა­ფა­სებთ უსაფრ­თხო­ე­ბის დი­ა­ლოგ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან გვა­კავ­ში­რებს. ბრი­ტა­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ნა­ტოს მი­სი­ა­ში, ავ­ღა­ნეთ­ში ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ იბ­რძვი­ან", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, ალექ­სან­დრა მერი ჰოლ ჰოლს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­სი­ის ვადა ეწუ­რე­ბა, ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

"ერთი მხრივ, მე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მაქვს მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა დე­დოფ­ლის სა­დღეგ­რძე­ლოს შეს­მის სა­შუ­ა­ლე­ბა, მე­ო­რე მხრივ ვიცი, რომ მალე ჩვენ უნდა გა­მო­ვემ­შვი­დო­ბოთ ელჩს, მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა ალექ­სან­დრა ჰოლ ჰოლს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მე მქონ­და ელჩთან შეხ­ვედ­რის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­თარ­დე­ბა და ეს დიდ­წი­ლად ელ­ჩის და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნებს შო­რის კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ცდი­ლობს. რად­გან თქვე­ნი პოს­ტის და­ტო­ვე­ბის დრო ახ­ლოვ­დე­ბა, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა იმ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც თქვენ გა­ა­კე­თეთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად". - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი დარ­ჩე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოც და სა­ქარ­თვე­ლოც ევ­რო­პის არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბია.

"თქვენ იყა­ვით ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს სწრაფ­ვის ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი და ახლა მო­რი­გი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ სწრაფ­ვი­სას ისევ გვაქვს თქვე­ნი თა­ნად­გო­მის იმე­დი. ამა წლის 23 ივ­ნისს ბრი­ტა­ნე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბა - უნდა გა­და­წყვი­ტოს, და­ტო­ვოს თუ არა ევ­რო­კავ­ში­რი. მე დიდი იმე­დი მაქვს, რომ ბრი­ტა­ნე­თი დარ­ჩე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში იმი­ტომ, რომ სწო­რედ ამ ქვე­ყა­ნამ შე­უ­წყო ხელი იმ სფე­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლებ­საც ჩვენ ასე ვა­ფა­სებთ. მინ­და გა­ვი­მე­ო­რო მე-17 სა­უ­კუ­ნის ინ­გლი­სე­ლი პო­ე­ტის ჯონ დო­ნის სი­ტყვე­ბი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და: "არა­ვინ არის კუნ­ძუ­ლი - ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის ნა­წი­ლია", შე­მიძ­ლია ვთქვა: არც ერთ ქვე­ყა­ნას არ შე­უძ­ლია იყოს კუნ­ძუ­ლი, ჩვენ კონ­ტი­ნენ­ტის ნა­წი­ლე­ბი ვართ - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოც და სა­ქარ­თვე­ლოც ევ­რო­პის ასე­თი არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბია". - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

პრემიერი - წვიმიანი ამინდი საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას

პრემიერი - წვიმიანი ამინდი საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ეროვნული დღესასწაულის - დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საიდუმლოს გაგიმხელთ - ასეთი ამინდი (წვიმიანი) სპეციალურად საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული საიმისოდ, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ გასული მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩვენ არ გვყოლია გაერთიანებულ სამეფოზე უკეთესი მეგობარი. თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით იდექით, რთულ მომენტებშიც კი, და გვაწვდიდით გონივრულ რჩევასა და გულუხვ დახმარებას. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის აპრილში აღიარა და მას შემდეგ იგი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და, რაც მთავარია, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვაფასებთ უსაფრთხოების დიალოგსა და თანამშრომლობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსთან გვაკავშირებს. ბრიტანელი და ქართველი ჯარისკაცები ნატოს მისიაში, ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლს, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება, ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის.

"ერთი მხრივ, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს მისი უდიდებულესობა დედოფლის სადღეგრძელოს შესმის საშუალება, მეორე მხრივ ვიცი, რომ მალე ჩვენ უნდა გამოვემშვიდობოთ ელჩს, მის აღმატებულება ალექსანდრა ჰოლ ჰოლს. საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებისას, მე მქონდა ელჩთან შეხვედრის უდიდესი სიამოვნება. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება და ეს დიდწილად ელჩის დაუღალავი ძალისხმევის შედეგია, რომელიც ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას ცდილობს. რადგან თქვენი პოსტის დატოვების დრო ახლოვდება, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად". - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაერთიანებული სამეფოც და საქართველოც ევროპის არსებითი ნაწილებია.

"თქვენ იყავით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისკენ საქართველოს სწრაფვის ძლიერი მხარდამჭერი და ახლა მორიგი ნაბიჯის გადადგმის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ სწრაფვისას ისევ გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი. ამა წლის 23 ივნისს ბრიტანეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება - უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ევროკავშირი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში იმიტომ, რომ სწორედ ამ ქვეყანამ შეუწყო ხელი იმ სფეროების განვითარებას, რომლებსაც ჩვენ ასე ვაფასებთ. მინდა გავიმეორო მე-17 საუკუნის ინგლისელი პოეტის ჯონ დონის სიტყვები, რომელმაც განაცხადა: "არავინ არის კუნძული - ყველა კონტინენტის ნაწილია", შემიძლია ვთქვა: არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იყოს კუნძული, ჩვენ კონტინენტის ნაწილები ვართ - გაერთიანებული სამეფოც და საქართველოც ევროპის ასეთი არსებითი ნაწილებია". - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."