მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ხვდება. თბილისში დღეს მისი ახალი სიყვარულის შესახებ ალაპარაკდნენ. სოციალურ ქსელში თიკამ კალათბურთელ გიორგი ბრაგვაძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო და ჭორებმაც არ დააყოვნა. Ambebi.ge თიკას დაუკავშირდა:
- ჩემი შეყვარებულია გიორგი, მაგრამ არ მინდა ამ ურთიერთობაში მედია ჩაერიოს. ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს, არავის ვაწუხებთ და სხვამაც არ გვინდა შეგვაწუხოს.
- ვინ არის პროფესიით?
- გიორგი კალათბურთელია, ახლა ჯარში მსახურობს და დროებით არ თამაშობს.
- დიდი ხანია იცნობთ?
- მე და გიორგი დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, საერთო მეგობრები გვყავს და ბათუმში maroon 5-ის კონცერტზე სწორედ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიყავით.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge