გია მაისაშვილი 40 დღიანი შიმშილობის დასრულების შემდეგ აკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
"ჩემო ძვირფასებო, უმკაცრესი 40 დღიანი შიმშილობა დასრულდა, უშედეგოდ გუშინ გადავიღეთ სკანირება ტვინის, ველოდი სასწაულს, მაგრამ სამწუხაროდ სასწაული არ მოხდა, ბოდიშს გიხდით რომ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, ის აგრესიული სიმსივნე ისევ იქაა და თუ არ შეჩერდა ... თქვენ და მე ყველაფერი ვცადეთ, მეტი რაღა შეგვი ძლია, გარდა იმისა რომ ამერიკიდან გვაცნობეს ახალ სამედიცინო გარღვევაზე ამ ტიპის სიმსივნის დამარცხებაში და დოის დაკარგვის გარეშე სასწრაფო წასვლაა საჭირო და იმ კლინიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობა. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო შეიძლება ისე მომდის მაგრამ სიკვდილთან დანებება ასე ნაადრევად მაინც არ მსურს, ამდენი სიყვარული არ მეთმობა ასე ადვილად. ყოველ წამს მოუფრთხილდით, ახლობლებს გულს ნუ ატკენთ. ბოდიში ყველას", - წერს მაისაშვილი.