პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპერის თეატრისთვის ზრდილობიან ხელმძღვანელს ვისურვებდი" - რატომ არ შეუშვეს მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში
"ოპერის თეატრისთვის ზრდილობიან ხელმძღვანელს ვისურვებდი" - რატომ არ შეუშვეს მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მა­ესტრო ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში არ შე­უშ­ვეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ თა­ვად თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით კინ­წუ­რაშ­ვი­ლის მიერ იყო მიწ­ვე­უ­ლი:

"თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა შეხ­ვედ­რა და­მი­ნიშ­ნა, თე­ატ­რში პუნ­ქტუ­ა­ლუ­რად მი­ვე­დი და სა­ოც­რად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი იმით, რომ არამც თუ არ შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ შეხ­ვედ­რა არ შედ­გე­ბო­და, არც ის, რომ გა­და­დე­ბუ­ლი იყო... თუ არ ხერ­ხდე­ბო­და შეხ­ვედ­რა, უნდა და­ე­რე­კათ, მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა, რაც უზ­ნე­ო­ბაა. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და, უბ­რა­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაგ თე­ატ­რის დი­რი­ჟო­რი ვი­ყა­ვი. რას ჰქვია, ვერ შე­ვი­დე თე­ატ­რში?!"

- როცა მიხ­ვე­დით, მა­შინ გა­ი­გეთ რომ შეხ­ვედ­რა და­ვით კინ­წუ­რაშ­ვილ­თან არ შედ­გე­ბო­და?

- დიახ, მი­თხრეს, რომ შეხ­ვედ­რა არ შედ­გე­ბო­და და ისე, რომ სი­ტყვა­ზე, ყა­ვაც კი არ შე­მო­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ვინ­მეს, უკან გა­მო­მიშ­ვეს. ურ­თი­ერ­თო­ბის რა­ღაც ფორ­მე­ბი ხომ არ­სე­ბობს?! თან, ამ ყვე­ლაფ­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბა სხვი­სი ტე­ლე­ფო­ნით (ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის), არ არის ლა­მა­ზი.

- შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, რას ეხე­ბო­და თქვე­ნი შეხ­ვედ­რა, თუ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი იყო?

- კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი არა­ფე­რი მაქვს. ქარ­თვე­ლი დი­რი­ჟო­რი გახ­ლა­ვართ და გა­სა­გე­ბია, რომ შეხ­ვედ­რა შე­მოქ­მე­დე­ბით გეგ­მებს ეხე­ბო­და, რო­მელ­ზეც და­ლა­პა­რა­კე­ბა მინ­დო­და. მეტი არა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და და ბო­დი­შიც კი არ მო­ი­ხა­დეს, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და და ეს უზ­რდე­ლო­ბად მი­მაჩ­ნია... აწი ბო­დი­ში გინ­დაც მო­ი­ხა­დონ, აზრი აღარ აქვს.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ და­ვით კინ­წუ­რაშ­ვილ­თან?

- საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მისი მხრი­და­ნაც იყო თხოვ­ნა, გვე­თა­ნამ­შრომ­ლა, მაგ­რამ ფიცი მწამს, ბოლო მაკ­ვირ­ვებს.

- რას ფქ­რობთ, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა თქვე­ნი და თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?

- არც რო­გორ... ამ ეტაპ­ზე რო­გორ უნდა გაგ­რძელ­დეს?! ამის მერე რაზე ვე­ლა­პა­რა­კო? ვი­სურ­ვებ­დი, ოპე­რის თე­ატ­რის­თვის ეთი­კურ, ზრდი­ლო­ბი­ან და კომ­პე­ტენ­ტურ ხელ­მძღვა­ნელს. და კი­დევ, სა­ინ­ტე­რე­სოა, ასეთ ეპი­ზო­დებ­სა და ფაქ­ტებ­ზე რას ფიქ­რობს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო? მუ­სი­კა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, თე­ატ­რი - ეს არის შე­მოქ­მე­დე­ბა, კულ­ტუ­რა, ეთი­კა, ზრდი­ლო­ბა კი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი, ადა­მი­ა­ნი­უ­რი, ჰუ­მა­ნის­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი.

ჩვენ და­უ­კავ­შირ­დით ოპე­რის თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და მათ­გან აღ­ნიშ­ნულ ფატ­ზე ასე­თი კო­მენ­ტა­რი მი­ვი­ღეთ: "მა­ესტრო ვახ­ტანგ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მხრი­დან იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი ოპე­რის თე­ატ­რში სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვის შე­სა­ხებ. მა­ესტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ოპე­რის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, და­ვით კინ­წუ­რაშ­ვილს შო­რის კონ­ცერ­ტის თა­რი­ღი ამ ეტაპ­ზე არ არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რას, მა­ესტრო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი თე­ატ­რში იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა ოპე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და შეხ­ვედ­რის გა­და­ტა­ნი­სა და შე­ტყო­ბი­ნე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო".

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ოპერის თეატრისთვის ზრდილობიან ხელმძღვანელს ვისურვებდი" - რატომ არ შეუშვეს მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში

"ოპერის თეატრისთვის ზრდილობიან ხელმძღვანელს ვისურვებდი" - რატომ არ შეუშვეს მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში

მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი აცხადებს, რომ თბილისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ თავად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის მიერ იყო მიწვეული:

"თეატრის ხელმძღვანელმა შეხვედრა დამინიშნა, თეატრში პუნქტუალურად მივედი და საოცრად გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ არამც თუ არ შემატყობინეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა, არც ის, რომ გადადებული იყო... თუ არ ხერხდებოდა შეხვედრა, უნდა დაერეკათ, მსგავსი არაფერი ყოფილა, რაც უზნეობაა. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მინდა, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში მაგ თეატრის დირიჟორი ვიყავი. რას ჰქვია, ვერ შევიდე თეატრში?!"

- როცა მიხვედით, მაშინ გაიგეთ რომ შეხვედრა დავით კინწურაშვილთან არ შედგებოდა?

- დიახ, მითხრეს, რომ შეხვედრა არ შედგებოდა და ისე, რომ სიტყვაზე, ყავაც კი არ შემომოუთავაზებია ვინმეს, უკან გამომიშვეს. ურთიერთობის რაღაც ფორმები ხომ არსებობს?! თან, ამ ყველაფრის შეტყობინება სხვისი ტელეფონით (ერთ-ერთი თანამშრომლის), არ არის ლამაზი.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რას ეხებოდა თქვენი შეხვედრა, თუ კონფიდენციალური იყო?

- კონფიდენციალური არაფერი მაქვს. ქართველი დირიჟორი გახლავართ და გასაგებია, რომ შეხვედრა შემოქმედებით გეგმებს ეხებოდა, რომელზეც დალაპარაკება მინდოდა. მეტი არაფერი. რამდენიმე დღე გავიდა და ბოდიშიც კი არ მოიხადეს, ძალიან გამიკვირდა და ეს უზრდელობად მიმაჩნია... აწი ბოდიში გინდაც მოიხადონ, აზრი აღარ აქვს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ დავით კინწურაშვილთან?

- საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მისი მხრიდანაც იყო თხოვნა, გვეთანამშრომლა, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.

- რას ფქრობთ, როგორ გაგრძელდება თქვენი და თბილისის ოპერის თეატრის დამოკიდებულება?

- არც როგორ... ამ ეტაპზე როგორ უნდა გაგრძელდეს?! ამის მერე რაზე ველაპარაკო? ვისურვებდი, ოპერის თეატრისთვის ეთიკურ, ზრდილობიან და კომპეტენტურ ხელმძღვანელს. და კიდევ, საინტერესოა, ასეთ ეპიზოდებსა და ფაქტებზე რას ფიქრობს კულტურის სამინისტრო? მუსიკა, ლიტერატურა, თეატრი - ეს არის შემოქმედება, კულტურა, ეთიკა, ზრდილობა კი კომუნიკაციის უნარი, ადამიანიური, ჰუმანისტური თვისებების გამოვლინებები.

ჩვენ დაუკავშირდით ოპერის თეატრის ადმინისტრაციას და მათგან აღნიშნულ ფატზე ასეთი კომენტარი მივიღეთ: "მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის მხრიდან იყო შემოთავაზებები ოპერის თეატრში სიმფონიური მუსიკის კონცერტის გამართვის შესახებ. მაესტროსა და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს შორის კონცერტის თარიღი ამ ეტაპზე არ არის შეთანხმებული. რაც შეეხება შეხვედრას, მაესტრო მაჭავარიანი თეატრში იმყოფებოდა, როცა ოპერის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოუხადა შეხვედრის გადატანისა და შეტყობინების დაგვიანების გამო".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება