პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ამაღლებაა - რა ცვლილებებია ლოცვებში ამაღლებიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე
დღეს ამაღლებაა - რა ცვლილებებია ლოცვებში ამაღლებიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

დღეს ამაღ­ლე­ბაა. აღ­დგო­მი­დან მე-40 დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სამ­ყა­რო ზე­ი­მობს ერთ-ერთ უდი­დეს სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს - ამაღ­ლე­ბას უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი.

"ამ დიდ დღე­სას­წა­ულ­ზე ყო­ველ­მა ადა­მი­ან­მა სუ­ლი­ერ ამაღ­ლე­ბა­ზე, ფე­რის­ცვა­ლე­ბა­სა და გან­წმენ­და­ზე უნდა იფიქ­როს. იმი­ტომ რომ სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბა და სა­სუ­ფე­ველ­ში დამ­კვიდ­რე­ბა ისე არ მოხ­დე­ბა, თუ არ გან­ვიწ­მინ­დე­ბით, ბო­რო­ტე­ბას სიყ­ვა­რუ­ლით არ შევ­ცვლით და ურ­წმუ­ნო­ე­ბას ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბად არ გარ­დავ­ქმნით. შევ­თხოვთ უფალს, რომ შეგვცვა­ლოს ჩვენ თვი­სი­თა სუ­ლი­თა წმი­დი­თა. უფალ­მა ინე­ბოს ჩვე­ნი ფე­რის­ცვა­ლე­ბა და ამაღ­ლე­ბა", - ბრძა­ნებს ერთ-ერთ ქა­და­გე­ბა­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II.

მა­ცხოვ­რის ამაღ­ლე­ბა აღ­დგო­მი­დან მე-40 დღეს, მე­ექ­ვსე კვი­რის ხუთ­შა­ბათს იდღე­სას­წა­უ­ლე­ბა.

ამაღ­ლე­ბი­დან სულთმო­ფე­ნო­ბამ­დე და სულთმო­ფე­ნო­ბი­დან ყო­ველ­თა წმინ­და­თა კვი­რამ­დე (სულთმო­ფე­ნო­ბის შემ­დე­გი კვი­რა) იც­ვლე­ბა ლოც­ვე­ბის კი­თხვის წესი:

  • ლოც­ვებ­ში არ­სად აღარ იკი­თხე­ბა, მო­მა­ვა­ლი წლის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე, ტრო­პა­რი "ქრის­ტე აღ­დგა...".
  • სულთმო­ფე­ნო­ბი­დან ყო­ველ­თა წმინ­და­თა კვი­რამ­დე და­სა­წყი­სი ლოც­ვე­ბის კი­თხვას ვი­წყებთ პირ­და­პირ "წმი­დაო ღმერ­თო"-დან და მის შემ­დეგ - ჩვე­უ­ლებ­რივ. ყო­ველ­თა წმინ­და­თა კვი­რი­დან, მო­მა­ვა­ლი წლის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე, და­სა­წყის ლოც­ვებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თან­მიმ­დევ­რო­ბით ვკი­თხუ­ლობთ.
  • ნაც­ვლად "ღირს არსი"-სა იკი­თხე­ბა:
ა) ამაღ­ლე­ბი­დან მის წარ­გზავ­ნამ­დე: (ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წინა სა­ღა­მო­დან სულთმო­ფე­ნო­ბის წინა პა­რას­კევ დი­ლის ჩათ­ვლით) "ადი­დებს სული ჩემი ქუ­ე­ყა­ნით ზე­ცას ამაღ­ლე­ბულ­სა ქრის­ტე­სა ცხოვ­რე­ბის მომ­ცე­მელ­სა. ჰშევ, ქალ­წუ­ლო, მი­უ­წთო­მე­ლი ბუ­ნე­ბა­თა, უჟა­მოდ გა­მო­უთ­ქუ­მე­ლი, ამისთჳს უბი­წოო, ყო­ველ­ნი მორ­წმუ­ნე­ნი გა­დი­დე­ბენ შენ".

ბ) სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მის წარ­გზავ­ნამ­დე: "მო­ცი­ქულ­თა რა იხი­ლეს გარ­და­მოსლვა ნუ­გე­ში­ნის­მცე­მე­ლი­სა, და­უკ­ვირ­დათ, ვი­თარ სა­ხი­თა ცე­ცხლი­სა ენა­თა­თა გა­მოჩ­ნდა სუ­ლიწ­მი­დაჲ. გი­ხა­რო­დენ შენ, წმი­დაო დე­დუ­ფა­ლო, დე­და­თა დი­დე­ბაო, ქალ­წულ­თა თვა­ლო, რა­მე­თუ მე­ტყუ­ე­ლე­ბად ვერ შემ­ძლე­ბელ ვართ ღირ­სად ქე­ბა­სა შო­ბი­სა შე­ნი­სა­სა, ამისთჳს სარ­წმუ­ნო­ე­ბით გა­დი­დებთ შენ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

დღეს ამაღლებაა - რა ცვლილებებია ლოცვებში ამაღლებიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

დღეს ამაღლებაა - რა ცვლილებებია ლოცვებში ამაღლებიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე

დღეს ამაღლებაა. აღდგომიდან მე-40 დღეს მართლმადიდებელი სამყარო ზეიმობს ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

"ამ დიდ დღესასწაულზე ყოველმა ადამიანმა სულიერ ამაღლებაზე, ფერისცვალებასა და განწმენდაზე უნდა იფიქროს. იმიტომ რომ სულიერი ამაღლება და სასუფეველში დამკვიდრება ისე არ მოხდება, თუ არ განვიწმინდებით, ბოროტებას სიყვარულით არ შევცვლით და ურწმუნოებას ჭეშმარიტ სარწმუნოებად არ გარდავქმნით. შევთხოვთ უფალს, რომ შეგვცვალოს ჩვენ თვისითა სულითა წმიდითა. უფალმა ინებოს ჩვენი ფერისცვალება და ამაღლება", - ბრძანებს ერთ-ერთ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

მაცხოვრის ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს იდღესასწაულება.

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა) იცვლება ლოცვების კითხვის წესი:

  • ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი "ქრისტე აღდგა...".
  • სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყისი ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ "წმიდაო ღმერთო"-დან და მის შემდეგ - ჩვეულებრივ. ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.
  • ნაცვლად "ღირს არსი"-სა იკითხება:
ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე: (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით) "ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ".

ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე: "მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ. გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"