პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მექრთამე ხარ, ნაძირალა და არაკაცი" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის
"მექრთამე ხარ, ნაძირალა და არაკაცი" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი მო­სუ­ლიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი მო­სუ­ლიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი ბრი­ფინ­გი გახ­და, სა­დაც მან ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ელი­საშ­ვილ­მა მო­სუ­ლიშ­ვილს მექ­რთა­მე და უღირ­სი უწო­და. "სა­ზო­გა­დო­ე­ბის მტე­რი ხარ შენ. არა­კა­ცი ხარ და არამ­ზა­და. შენ უნდა იჯდე ცი­ხე­ში".

თა­ვის მხრივ მო­სუ­ლიშ­ვილ­მა ელი­საშ­ვილს პრო­ვო­კა­ტო­რი უწო­და. "მექ­რთა­მეც ხარ, უსინ­დი­სოც და ნა­ძი­რა­ლა. შენ ხარ მტე­რი ქა­ლა­ქის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის", - მი­მარ­თა მო­სუ­ლიშ­ვილ­მა ელი­საშ­ვილს. საქ­მე ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა, რად­გან ად­გილ­ზე მყო­ფებ­მა სი­ტუ­ა­ცია გან­მუხ­ტეს.

იხი­ლეთ და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა. "რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის­თვის შე­უძ­ლია მი­ჩივ­ლოს. ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს. წა­ვი­დეს ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს­თან, შე­ი­ტა­ნოს სარ­ჩე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მო­სუ­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. რო­გორც თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, საქ­მე ეხე­ბა ელი­საშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მი­მართ. მო­სუ­ლიშ­ვი­ლის თქმით, ელი­საშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელს სა­სა­მარ­თლო­ში დღეს ან ხვალ შე­ი­ტანს.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2"-ის გა­და­ცე­მა "სხვა შუ­ა­დღის" ეთერ­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რი­თიც შე­ლა­ხა მათი საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და" - გა­ნა­ცხა­და მო­სუ­ლიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მექრთამე ხარ, ნაძირალა და არაკაცი" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის

"მექრთამე ხარ, ნაძირალა და არაკაცი" - სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოში ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის

თბილისის საკრებულოში, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მოსულიშვილის დღევანდელი ბრიფინგი გახდა, სადაც მან ალეკო ელისაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ელისაშვილმა მოსულიშვილს მექრთამე და უღირსი უწოდა. "საზოგადოების მტერი ხარ შენ. არაკაცი ხარ და არამზადა. შენ უნდა იჯდე ციხეში".

თავის მხრივ მოსულიშვილმა ელისაშვილს პროვოკატორი უწოდა. "მექრთამეც ხარ, უსინდისოც და ნაძირალა. შენ ხარ მტერი ქალაქის და საზოგადოების", - მიმართა მოსულიშვილმა ელისაშვილს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, რადგან ადგილზე მყოფებმა სიტუაცია განმუხტეს.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა. "რეპუტაციის შელახვისთვის შეუძლია მიჩივლოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. წავიდეს ლევან მურუსიძესთან, შეიტანოს სარჩელი", - განაცხადა ელისაშვილმა.

დაპირისპირებამდე გამართულ ბრიფინგზე მოსულიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს სასამართლოში უჩივის. როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, საქმე ეხება ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ. მოსულიშვილის თქმით, ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში დღეს ან ხვალ შეიტანს.

"ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, რითიც შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა" - განაცხადა მოსულიშვილმა ბრიფინგზე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."