როდემდე გაგრძელდება წვიმიანი დღეები და ცივი ამინდი საქართველოში

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი დღეები და ცივი ამინდი საქართველოში

არამდგრადი და წვიმიანი ამინდი საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი.

ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით +18 + 23 გრადუსი იქნება, მთაში +16 +21, მაღალ მთაში +13 +18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ +18 +23 , მთაში +16 +21, მაღალ მთაში +12 +17 გრადუსია ნავარაუდევი. თბილისში ხვალ უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმა არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერტურა ღამით +14 დღისით +22 გრადუსი იქნება.

12 ივნისს დასავლეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში ზოგან წვიმაა ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მასშტაბით 13,14 და 15 ივნისს გამოიდარებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია