პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის

თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი დი­მიტ­რი მო­სუ­ლიშ­ვი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის.

რო­გორც მო­სუ­ლიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, საქ­მე ეხე­ბა ელი­საშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მი­მართ. მო­სუ­ლიშ­ვი­ლის თქმით, ელი­საშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩელს სა­სა­მარ­თლო­ში დღეს ან ხვალ შე­ი­ტანს.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2"-ის გა­და­ცე­მა "სხვა შუ­ა­დღის" ეთერ­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატ­მა ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რი­თიც შე­ლა­ხა მათი საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს მსგავს უა­პე­ლა­ციო და აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილს წარ­მო­ად­გი­ნოს სამ­სა­ხუ­რის სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­ის არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი ან უარ­ყოს ცრუ ბრალ­დე­ბა და სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სარ­ჩე­ლით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს", - გა­ნა­ცხა­და მო­სუ­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის.

როგორც მოსულიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მერიის არქიტექტურული სამსახურის ხელმძღვანელი პირების მიმართ. მოსულიშვილის თქმით, ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში დღეს ან ხვალ შეიტანს.

"ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, რითიც შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ალექსანდრე ელისაშვილს წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სარჩელით სასამართლოს მიმართავს", - განაცხადა მოსულიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ