პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ
გიორგი კვირიკაშვილი - კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, კახი კა­ლა­ძეს გა­აჩ­ნია ძა­ლი­ან კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ნიჭი, მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სათ­ვის", - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა გუ­შინ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად კახი კა­ლა­ძის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

"კახი კა­ლა­ძის გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­პიტ­ნის თვი­სე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ღირ­სე­ულ გა­მარ­ჯვე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ, რაც თა­ვის­თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას ნიშ­ნავს", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი ღირ­სე­უ­ლად უნდა გა­ი­ა­როს და გა­ნამ­ტკი­ცოს დე­მოკ­რა­ტი­ის ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტაბს კახა კა­ლა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გუ­შინ წინ წა­რად­გი­ნა.

"ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ღირ­სე­უ­ლად გა­ვარ­თვა თავი ამ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სი­ას. დღე­ი­დან ვი­წყებთ აქ­ტი­ურ მზა­დე­ბას არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს და­მო­უ­კი­დებ­ლად. არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ, სა­მარ­თლი­ან მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში. ამ არ­ჩევ­ნე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას და­ვა­ნა­ხებთ, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­უქ­ცე­ვა­დია", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ გან­კარ­გუ­ლე­ბას ხელი გუ­შინ მო­ა­წე­რა. გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის, ისე აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყო.

გან­კარ­გუ­ლე­ბის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ის სა­კი­თხი მთავ­რო­ბამ 6 ივ­ნი­სის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლა და პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი მო­ი­წო­ნა.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბის დღი­დან კი ძა­ლა­ში შე­დის შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ არ­სე­ბობს. რო­გორც კი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე ბრძა­ნე­ბას მო­ე­წე­რე­ბა ხელი, ამოქ­მედ­დე­ბა აკ­რძალ­ვე­ბი, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ან სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით არ­სე­ბობს.

ამას­თან, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არა­უგ­ვი­ა­ნეს 60 დღი­სა, და­ი­წყე­ბა ის ძი­რი­თა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს და კან­დი­და­ტებს უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­მი­ერს შო­რის უკვე არ­სე­ბობს წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის რე­ჟიმ­ში არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 4 თვით ადრე - 8 ივ­ნი­სი­დან გა­და­ვი­დეს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის და­ნიშ­ვნა­ზე ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა 3 ივ­ნისს გა­მოს­ცა და კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­და­უგ­ზავ­ნა. პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ზე მთავ­რო­ბის მე­თა­ურს ხელ­მო­სა­წე­რად 10 დღის ვადა ჰქონ­და.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გიორგი კვირიკაშვილი - კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ

გიორგი კვირიკაშვილი - კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, კახი კალაძეს გააჩნია ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისათვის", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახი კალაძის წარდგენისას განაცხადა.

"კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ, რაც თავისთავად საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანამ წინასაარჩევნო პერიოდი ღირსეულად უნდა გაიაროს და განამტკიცოს დემოკრატიის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო ნაჩვენები.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ წინ წარადგინა.

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ვიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის, რომელშიც "ქართული ოცნება" მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ, სამართლიან მშვიდობიან გარემოში. ამ არჩევნებით საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახებთ, რომ დემოკრატიული პროცესები საქართველოში შეუქცევადია", - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებისთანავე კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი მთავრობამ 6 ივნისის სხდომაზე განიხილა და პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოიწონა.

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან კი ძალაში შედის შეზღუდვები, რაც სახელმწიფო სტრუქტურების და სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ არსებობს. როგორც კი არჩევნების დანიშვნის თაობაზე ბრძანებას მოეწერება ხელი, ამოქმედდება აკრძალვები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

ამასთან, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა, დაიწყება ის ძირითადი ღონისძიებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს და კანდიდატებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში არჩევნებამდე 4 თვით ადრე - 8 ივნისიდან გადავიდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ახალი განკარგულება 3 ივნისს გამოსცა და კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. პრეზიდენტის განკარგულებაზე მთავრობის მეთაურს ხელმოსაწერად 10 დღის ვადა ჰქონდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."