მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში!” - ანა კოშაძე მშობლებს მიმართავს
 "ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში!” - ანა კოშაძე მშობლებს მიმართავს

დღეს, რო­დე­საც მან­ქა­ნე­ბის სიმ­რავ­ლის ფონ­ზე, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლია, ბავ­შვებ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბა კი­დევ უფრო რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე გახ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვთა მგზავ­რო­ბის წე­სებს კა­ნო­ნი არ არე­გუ­ლი­რებს, მა­შინ რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის გა­რე­შე ბავ­შვის მან­ქა­ნა­ში ჩას­მა აკ­რძა­ლუ­ლი ყო­ფი­ლა. სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას, ის სიკ­ვდი­ლი­სა და და­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ჩვი­ლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 70%-მდე ამ­ცი­რებს, ხოლო ბავ­შვებ­ში - 54-80%-მდე.

სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის შერ­ჩე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ბავ­შვის ასა­კის, წო­ნი­სა და სი­მაღ­ლის მი­ხედ­ვით უნდა მოხ­დეს, ასე­ვე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მის სწო­რად და­მაგ­რე­ბას. მო­დე­ლი და პიარ-მე­ნე­ჯე­რი ანა კო­შა­ძე ორი შვი­ლის დე­დაა, მან კარ­გად იცის სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ და თუ მის ფე­ის­ბუქ-გვერდს გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რებთ, სა­ვარ­ძლე­ში მჯდო­მი ანას­ტა­სი­ას ფო­ტო­ებ­საც მრავ­ლად ნა­ხავთ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ანა ჩარ­თუ­ლია პრო­ექ­ტში "სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად" და აგი­ტა­ცი­ას სწო­რედ მის მოხ­მა­რე­ბას უწევს.

- ფოდნ­მა "Elli Foundation" წა­მო­ი­წყო პრო­ექ­ტი "სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძე­ლი ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლის და­სა­ცა­ვად". თვი­თონ ეს ფონ­დი, გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ნინო გო­გო­ტიშ­ვილ­მა და­ა­არ­სა, რო­მელ­საც ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა. ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს გერ­მა­ნე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ავა­რი­ა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა შვი­ლი, სწო­რედ იმი­ტომ, რომ არ იჯდა სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძელ­ში. ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მო­ე­კი­და ხელი და სხვა ბავ­შვე­ბის და­სა­ცა­ვად და­ა­არ­სა ფონ­დი, რო­მე­ლიც სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბის ძა­ლი­ან და­ბა­ლი სტა­ტის­ტი­კაა, რის ფონ­ზეც, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ, მაგ­რამ მა­ინც მა­ღა­ლია ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი, სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზით. გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში!” - ანა კოშაძე მშობლებს მიმართავს

 "ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში!” - ანა კოშაძე მშობლებს მიმართავს

დღეს, როდესაც მანქანების სიმრავლის ფონზე, საგზაო მოძრაობა საკმაოდ დაძაბულია, ბავშვებთან ერთად მგზავრობა კიდევ უფრო რთული და საპასუხისმგებლო საქმე გახდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მგზავრობის წესებს კანონი არ არეგულირებს, მაშინ როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სამგზავრო სავარძლის გარეშე ბავშვის მანქანაში ჩასმა აკრძალული ყოფილა. სამგზავრო სავარძელი ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ის სიკვდილისა და დაშავების შესაძლებლობას ჩვილებში დაახლოებით 70%-მდე ამცირებს, ხოლო ბავშვებში - 54-80%-მდე.

სამგზავრო სავარძლის შერჩევა ინდივიდუალურად ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით უნდა მოხდეს, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მის სწორად დამაგრებას. მოდელი და პიარ-მენეჯერი ანა კოშაძე ორი შვილის დედაა, მან კარგად იცის სამგზავრო სავარძლის მნიშვნელობის შესახებ და თუ მის ფეისბუქ-გვერდს გადაათვალიერებთ, სავარძლეში მჯდომი ანასტასიას ფოტოებსაც მრავლად ნახავთ. აღმოჩნდა, რომ ანა ჩართულია პროექტში "სამგზავრო სავარძელი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად" და აგიტაციას სწორედ მის მოხმარებას უწევს.

- ფოდნმა "Elli Foundation" წამოიწყო პროექტი "სამგზავრო სავარძელი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად". თვითონ ეს ფონდი, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ქალბატონმა, ნინო გოგოტიშვილმა დააარსა, რომელსაც ტრაგიკული ამბავი შეემთხვა. ქალბატონ ნინოს გერმანელი მეუღლე ჰყავს, გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, ავარიაში გარდაეცვალა შვილი, სწორედ იმიტომ, რომ არ იჯდა სამგზავრო სავარძელში. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ჩვენთვის სასარგებლო საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი და სხვა ბავშვების დასაცავად დააარსა ფონდი, რომელიც სამგზავრო სავარძლის პოპულარიზაციას ეწევა.

ჩვენს ქვეყანაში სამგზავრო სავარძლის გამოყენების ძალიან დაბალი სტატისტიკაა, რის ფონზეც, ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ მაინც მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების ფატალურად დასრულების შედეგები, სამგზავრო სავარძლის გამოუყენებლობის მიზეზით. გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია