კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს წყალტუბოს პოლციის უფროსის დაჭრის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს
შსს წყალტუბოს პოლციის უფროსის დაჭრის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს

წყალ­ტუ­ბო­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სიც და­იჭ­რა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2016 წლის 8 ივ­ნისს, ქა­ლაქ წყალ­ტუ­ბო­ში, 1954 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თე­ი­მუ­რაზ გ. სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ჩე­რე­ბულ ევა­კუ­ა­ტორს შე­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც ევა­კუ­ა­ტო­რის მძღოლ­თან - 1979 წელს და­ბა­დე­ბულ კონ­სტან­ტი­ნე ს.-სთან სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და. თე­ი­მუ­რაზ გ.-მ კონ­სტან­ტი­ნე ს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 118-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დაჭ­რის ფაქ­ტზე სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა და ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ად­გი­ნეს. და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს, თე­ი­მუ­რაზ გ.-მ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლი გახ­სნა, რის შე­დე­გა­დაც იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი რე­ვაზ ქო­ბუ­ლია მსუ­ბუ­ქად და­იჭ­რა. სა­პა­სუ­ხო სრო­ლი­სას, ასე­ვე, და­იჭ­რა თა­ვად თავ­დამ­სხმე­ლი.

ამ დრო­ი­სათ­ვის ორი­ვე დაჭ­რი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი - 2 პის­ტო­ლე­ტი და გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. თე­ი­მუ­რაზ გ-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ტი­პის ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.

შსს-ს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხ­ლე­ბით აწარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

შსს წყალტუბოს პოლციის უფროსის დაჭრის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს წყალტუბოს პოლციის უფროსის დაჭრის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს

წყალტუბოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციის უფროსიც დაიჭრა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 8 ივნისს, ქალაქ წყალტუბოში, 1954 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. საკუთარი ავტომანქანით გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა, რის შემდეგაც ევაკუატორის მძღოლთან - 1979 წელს დაბადებულ კონსტანტინე ს.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. თეიმურაზ გ.-მ კონსტანტინე ს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი ოპერატიულად დაადგინეს. დაკავების ოპერაციის დროს, თეიმურაზ გ.-მ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია მსუბუქად დაიჭრა. საპასუხო სროლისას, ასევე, დაიჭრა თავად თავდამსხმელი.

ამ დროისათვის ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - 2 პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა.

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ