წყალტუბოში პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია დაჭრეს. პირმა, რომელმაც პოლიციის უფროსი დაჭრა, შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებსაც ცეცხლი გაუხსნა, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია თავდამსხმელიც.
დაჭრილი წყალტუბოს პოლიციის უფროსი და თავდამსხმელი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.