სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აჭიანურებენ ევროპელები ვიზალიბერალიზაციას - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტის მოსაზრება
რატომ აჭიანურებენ ევროპელები ვიზალიბერალიზაციას - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტის მოსაზრება

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პუბ­ლი­ცის­ტი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი, პა­ა­ტა ქურ­და­ძე ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის თე­მა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. პუბ­ლი­ცის­ტი პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რი­ე­ბის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვამს:

"ბავ­შვმაც იცის - ევ­რო­პა­ში ისე­თი სა­ე­მიგ­რა­ციო კრი­ზი­სია, რო­გო­რიც არას­დროს ყო­ფი­ლა და ეს ტერ­მი­ნი არ მო­ი­ცავს მხო­ლოდ შე­მო­სულ ემიგ­რან­ტთა აღმნიშ­ვნელ რა­ღაც ციფრს.

მე თა­ვი­დან­ვე სკეპ­ტი­კუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­მართ ისეთ ოპ­ტი­მიზ­მთან, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო. თუმ­ცა რა თქმა უნდა ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი ამ პრო­ცესს და რო­დე­საც თით­ქოს და­დე­ბი­თად გა­და­წყდა, დიდი სი­ხა­რუ­ლით ვა­ღი­ა­რე რომ შევ­ცდი ჩემს პროგ­ნო­ზებ­ში ! თუმ­ცა და­ვა­მა­ტე, რომ ასეთ უმ­ძი­მეს ტე­რო­რიზმტან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ე­მიგ­რა­ციო კრი­ზის­ში, უვი­ზო რე­ჟი­მის მი­ნი­ჭე­ბა ბევ­რად მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ თა­ვი­სუ­ფალ მი­მოს­ვლას მეთ­ქი. სამ­წუ­ხა­როდ რო­გორც ჩანს ძა­ლი­ან არ შევ­მცდარ­ვარ.

ად­რეც რამ­დე­ნი­მე­ჯერ დავ­წე­რე - დღეს რომ საფ­რან­გეთ­ში ვინ­მემ რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ა­ტა­როს მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი უარს იტყვის ჩვენ­თან ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და არა იმი­ტომ რომ ფრან­გებს (თუ გნე­ბავთ გერ­მა­ნე­ლებს, ნი­დერ­ლან­დებს, იტა­ლი­ე­ლებს...) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სძულთ, ან ეში­ნი­ათ ქარ­თვე­ლე­ბის. ვწერ­დი რომ ასეთ მძი­მე სა­ე­მიგ­რა­ციო კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში ვერც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი ვერ გა­ბე­დავ­და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ - დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში კი­დევ ერთ ახალ გახ­სნილ სა­ზღვარს ამომ­რჩე­ვე­ლი არ აპა­ტი­ებ­და არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, გაზ­ლი­ე­რე­ბულ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნებს კი მეტ სა­ლა­პა­რა­კო არ­გუ­მენტს მის­ცემ­და სა­ზღვრე­ბის და­ხურ­ვის თა­ო­ბა­ზე.

ემიგ­რა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი და­სავ­ლეთ­ში არ უყ­ვართ. ათას­ნა­ირ მი­ზეზს იგო­ნე­ბენ ხოლ­მე ამ პრობ­ლე­მა­ზე ლა­პა­რაკს სა­ჯა­როდ რომ თავი აა­რი­დონ - ემიგ­რა­ცი­ის ახალ ტელ­ღებ­თან ბრძო­ლა ხში­რად კონ­ფლიქ­ტში მო­დის დეკ­ლა­რი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­თან. ამი­ტომ ეს სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზი, თით­ქოს გერ­მა­ნე­ლებს ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის ეში­ნი­ათ, ჩემი აზ­რით, მხო­ლოდ თა­ვის დაძ­ვრე­ნის მცდე­ლო­ბაა რომ რე­ა­ლურ მი­ზეზ­ზე, გერ­მა­ნუ­ლი და ზო­გა­დად და­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლი ამომ­რჩევ­ლის გამ­ძაფ­რე­ბულ ფო­ბი­ებ­ზე არ ილა­პა­რა­კონ.

დღეს ძა­ლი­ან არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცი­აა ევ­რო­პა­ში ახა­ლი ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის სა­ზღვრე­ბის გა­სახ­სნე­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა ვერ­სი­ებს, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის დეგ­რა­და­ცი­ის, კერ­ძოდ კი რ2 ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გამო გარ­თულ­და, ეს სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ბრუ­სელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა სა­მა­დაშ­ვილ­მა ჯო­ბია თა­ვი­სი ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბის კლუბ­ში მოყ­ვეს, ფინ­ჯან გუ­რულ ჩა­ი­ზე, იქ­ნებ ვინ­მემ ხათ­რით მა­ინც და­უ­ჯე­როს".

sponsored by ContentRoom

რატომ აჭიანურებენ ევროპელები ვიზალიბერალიზაციას - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტის მოსაზრება

რატომ აჭიანურებენ ევროპელები ვიზალიბერალიზაციას - საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტის მოსაზრება

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი პუბლიცისტი და დოკუმენტალისტი, პაატა ქურდაძე ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თემაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. პუბლიცისტი პროცესის გაჭიანურიების მიზეზებთან დაკავშირებით საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს:

"ბავშვმაც იცის - ევროპაში ისეთი საემიგრაციო კრიზისია, როგორიც არასდროს ყოფილა და ეს ტერმინი არ მოიცავს მხოლოდ შემოსულ ემიგრანტთა აღმნიშვნელ რაღაც ციფრს.

მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ვიზალიბერალიზაციის მიმართ ისეთ ოპტიმიზმთან, როგორიც საქართველოში იყო. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ვგულშემატკივრობდი ამ პროცესს და როდესაც თითქოს დადებითად გადაწყდა, დიდი სიხარულით ვაღიარე რომ შევცდი ჩემს პროგნოზებში ! თუმცა დავამატე, რომ ასეთ უმძიმეს ტერორიზმტან დაკავშირებულ საემიგრაციო კრიზისში, უვიზო რეჟიმის მინიჭება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ თავისუფალ მიმოსვლას მეთქი. სამწუხაროდ როგორც ჩანს ძალიან არ შევმცდარვარ.

ადრეც რამდენიმეჯერ დავწერე - დღეს რომ საფრანგეთში ვინმემ რეფერენდუმი ჩაატაროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უარს იტყვის ჩვენთან ვიზალიბერალიზაციაზე და არა იმიტომ რომ ფრანგებს (თუ გნებავთ გერმანელებს, ნიდერლანდებს, იტალიელებს...) განსაკუთრებულად სძულთ, ან ეშინიათ ქართველების. ვწერდი რომ ასეთ მძიმე საემიგრაციო კრიზისის პირობებში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს სასარგებლოდ - დღევანდელ პირობებში კიდევ ერთ ახალ გახსნილ საზღვარს ამომრჩეველი არ აპატიებდა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, გაზლიერებულ ულტრამემარჯვენებს კი მეტ სალაპარაკო არგუმენტს მისცემდა საზღვრების დახურვის თაობაზე.

ემიგრაციაზე ლაპარაკი დასავლეთში არ უყვართ. ათასნაირ მიზეზს იგონებენ ხოლმე ამ პრობლემაზე ლაპარაკს საჯაროდ რომ თავი აარიდონ - ემიგრაციის ახალ ტელღებთან ბრძოლა ხშირად კონფლიქტში მოდის დეკლარილებულ ადამიანის უფლებებთან. ამიტომ ეს სრულიად აბსურდული მიზეზი, თითქოს გერმანელებს ქართველი კრიმინალების ეშინიათ, ჩემი აზრით, მხოლოდ თავის დაძვრენის მცდელობაა რომ რეალურ მიზეზზე, გერმანული და ზოგადად დასავლეთ ევროპელი ამომრჩევლის გამძაფრებულ ფობიებზე არ ილაპარაკონ.

დღეს ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა ევროპაში ახალი ქვეყნებისათვის საზღვრების გასახსნელად.

რაც შეეხება ვერსიებს, თითქოს ყველაფერი საქართველოში დემოკრატიული პროცესების დეგრადაციის, კერძოდ კი რ2 ის სასამართლო პროცესის გამო გართულდა, ეს სისულელეები ბრუსელში საქართველოს ყოფილმა ელჩმა სამადაშვილმა ჯობია თავისი ყოფილი კოლეგების კლუბში მოყვეს, ფინჯან გურულ ჩაიზე, იქნებ ვინმემ ხათრით მაინც დაუჯეროს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს