საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა სოხაძე შვილის გარშემო ატეხილ სკანდალზე: "სალომე ფანტასტიკური გოგოა! რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ, ჩადრი ჩამოიფარეო?"
ირმა სოხაძე შვილის გარშემო ატეხილ სკანდალზე: "სალომე ფანტასტიკური გოგოა! რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ, ჩადრი ჩამოიფარეო?"

ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ მო­ექ­ცა, მომ­ღე­რალ ირმა სო­ხა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. ირმა სო­ხა­ძე ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ეს ინ­ტერ­ვიუ მათ ოჯახს სკან­დალ­ში გახ­ვევ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია და თა­ვის ქა­ლიშ­ვილ­ზე ამ­ბობს, რომ ის მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

"სა­ლო­მეს კონ­კრე­ტუ­ლად ვინ და­უ­რე­კა, არ ვიცი, მაგ­რამ ინი­ცი­ა­ტი­ვა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას­გან წა­მო­ვი­და. მას დიდ პა­ტივს ვცემ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამ ადა­მი­ანს სა­ლო­მეც დიდ პა­ტივს სცემს, მაგ­რამ მისი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ფუნ­ქცია სულ სხვაა. სამ­წუ­ხა­როდ, იმ დღეს გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი გა­უ­გებ­რო­ბა შე­იქ­მნა... მინ­და გი­თხრათ, რომ ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ თა­ვად მო­ი­სურ­ვა სა­ლო­მეს სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში მის­ვლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­კი­თხვე­ბის სიმწვა­ვე მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან გა­და­ცე­მა მწვა­ვე ფორ­მა­ტის არის... გული მწყდე­ბა, რომ ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ არ გა­მო­ი­ყე­ნა სა­შუ­ა­ლე­ბა, ბევ­რი მწვა­ვე სა­კი­თხის­თვის მეტი სი­ნათ­ლე მო­ე­ფი­ნა", - აღ­ნიშ­ნავს ირმა სო­ხა­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა ამ გა­და­ცე­მას. ზოგი ჩარ­ჩო­ებს გას­ცდა და ჟურ­ნა­ლის­ტის გა­რეგ­ნო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. ამ საქ­ცი­ელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა და წარ­მო­მიდ­გე­ნია, დე­დის­თვის ამის მოს­მე­ნა რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და.

- ეს არის უსინ­დი­სო, უსაქ­მუ­რი და უინ­ტე­ლექ­ტო ხალ­ხი! ამ სი­ტყვე­ბის ხმა­რე­ბის­თვის სი­ტყვა "მა­პა­ტიე"-საც არ გე­უბ­ნე­ბით. მათ მხო­ლოდ დე­გე­ნე­რა­ტე­ბი და გო­ნებ­რი­ვად ჩა­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი შე­მიძ­ლია ვუ­წო­დო, სხვა სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ დედა ვარ. სა­ლო­მემ "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუ­სიც და­წე­რა, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას ბა­დუ­რა ჩა­მო­ე­შა­ლა. სა­ლო­მე არის ფან­ტას­ტი­კუ­რი გოგო! არ ვიცი, რა ტვინ­ში უნდა და­ი­ბა­დოს აზრი, ადა­მი­ანს უთხრა, ელა­მი ხარ და ჩად­რი ჩა­მო­ი­ფა­რეო. სა­ლო­მე ეთერ­ში სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბის და­სამ­კვიდ­რებ­ლად არ ზის, ის უმაღ­ლე­სი რან­გის ჟურ­ნა­ლის­ტია და იმ­დე­ნად კარ­გად აკე­თებს თა­ვის საქ­მეს, ბევ­რს რომ ვერც წარ­მო­უდ­გე­ნია.

ქეთი დი­ნოშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირმა სოხაძე შვილის გარშემო ატეხილ სკანდალზე: "სალომე ფანტასტიკური გოგოა! რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ, ჩადრი ჩამოიფარეო?"

ირმა სოხაძე შვილის გარშემო ატეხილ სკანდალზე: "სალომე ფანტასტიკური გოგოა! რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ, ჩადრი ჩამოიფარეო?"

ჟურნალისტი სალომე ასათიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ მოექცა, მომღერალ ირმა სოხაძის ქალიშვილია. ირმა სოხაძე ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს ინტერვიუ მათ ოჯახს სკანდალში გახვევდა. საზოგადოების რეაქციით გაოგნებულია და თავის ქალიშვილზე ამბობს, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალია.

"სალომეს კონკრეტულად ვინ დაურეკა, არ ვიცი, მაგრამ ინიციატივა ბატონი ბიძინასგან წამოვიდა. მას დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ამ ადამიანს სალომეც დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისი ჟურნალისტური ფუნქცია სულ სხვაა. სამწუხაროდ, იმ დღეს გარკვეული კომუნიკაციური გაუგებრობა შეიქმნა... მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინამ თავად მოისურვა სალომეს საავტორო გადაცემაში მისვლა. აქედან გამომდინარე, შეკითხვების სიმწვავე მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გადაცემა მწვავე ფორმატის არის... გული მწყდება, რომ ბატონმა ბიძინამ არ გამოიყენა საშუალება, ბევრი მწვავე საკითხისთვის მეტი სინათლე მოეფინა", - აღნიშნავს ირმა სოხაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.

- საზოგადოებაშიც რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ამ გადაცემას. ზოგი ჩარჩოებს გასცდა და ჟურნალისტის გარეგნობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ საქციელმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა და წარმომიდგენია, დედისთვის ამის მოსმენა როგორი იქნებოდა.

- ეს არის უსინდისო, უსაქმური და უინტელექტო ხალხი! ამ სიტყვების ხმარებისთვის სიტყვა "მაპატიე"-საც არ გეუბნებით. მათ მხოლოდ დეგენერატები და გონებრივად ჩამორჩენილები შემიძლია ვუწოდო, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ. სალომემ "ფეისბუქზე" სტატუსიც დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ მას ბადურა ჩამოეშალა. სალომე არის ფანტასტიკური გოგო! არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო. სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის, ის უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და იმდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

ცნობილი პირების ყალბი "ფეისბუქ"-გვერდები და "ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა

ყვითელი "მარშრუტკების" მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი