პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს

ე.წ. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი კუდ-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩელს აგ­ზავ­ნის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სარ­ჩე­ლი, რომ­ლი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლი და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი სა­მარ­თლი­ან სა­სა­მარ­თლოს ითხო­ვენ, უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლია და ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში მო­მა­ვალ კვი­რას გა­იგ­ზავ­ნე­ბა.

ფო­ფხა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სარ­ჩელ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი ის, რომ "ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია, ვი­ნა­ი­დან მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა 72 სა­ა­თი­ა­ნი ვა­დის დარ­ღვე­ვით შე­ე­ფარ­და".

"პირ­ველ რიგ­ში, დარ­ღვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ძი­რი­თად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის მე-5 და მე-6 მუხ­ლე­ბი. ჩვენ ვი­თხოვთ სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბას. ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვა, მათ შო­რის საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­ვა­ნი იტყვის, რომ არ არის დამ­თავ­რე­ბუ­ლი შიდა პრო­ცე­დუ­რე­ბი, მაგ­რამ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს შიდა პრო­ცე­დუ­რე­ბი უკვე სრუ­ლად ამო­წუ­რუ­ლია და დარ­ღვე­ვა სა­ხე­ზეა, მისი გა­სა­ჩივ­რე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა. ასე­ვე ჩვე­ნი სა­ჩი­ვა­რი ეხე­ბა ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბას. გვინ­და, რომ ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ მის­ცეს ამას თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბა. გვჯე­რა და გვწამს, რომ სა­სა­მარ­თლო ამას სულ რა­მო­დე­ნი­მე ხან­ში გა­ნი­ხი­ლავს და თა­ვის სი­ტყვას იტყვის", - გა­ნუ­ცხა­და გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

ზუ­რაბ ჯა­მა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ძა­ლა­ში გუ­ში­ნაც და­უ­ტო­ვა და ის, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის რი­გით მე-8 გან­ჩი­ნე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართავს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატი ევროსასამართლოში სარჩელს აგზავნის.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯამალაშვილის ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ განუცხადა, სარჩელი, რომლითაც ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი სამართლიან სასამართლოს ითხოვენ, უკვე მომზადებულია და ევროსასამართლოში მომავალ კვირას გაიგზავნება.

ფოფხაძის ინფორმაციით, სარჩელში დეტალურადაა აღწერილი ის, რომ ”ზურაბ ჯამალაშვილი უკანონო პატიმარია, ვინაიდან მას აღკვეთის ღონისძიება 72 საათიანი ვადის დარღვევით შეეფარდა”.

”პირველ რიგში, დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ასევე გამოძიების პერიოდში გამოვლენილია რამდენიმე დარღვევა, მათ შორის საპროცესო კანონმდებლობების უხეში დარღვევები. ბუნებრივია, მავანი იტყვის, რომ არ არის დამთავრებული შიდა პროცედურები, მაგრამ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით ეს შიდა პროცედურები უკვე სრულად ამოწურულია და დარღვევა სახეზეა, მისი გასაჩივრება აღარ შეიძლება. ასევე ჩვენი საჩივარი ეხება ზურაბ ჯამალაშვილის უკანონო პატიმრობას. გვინდა, რომ ევროსასამართლომ მისცეს ამას თავისი შეფასება. გვჯერა და გვწამს, რომ სასამართლო ამას სულ რამოდენიმე ხანში განიხილავს და თავის სიტყვას იტყვის”, - განუცხადა გიორგი ფოფხაძემ ”ინტერპრესნიუსს”.

ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში გუშინაც დაუტოვა და ის, სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების რიგით მე-8 განჩინებას გაასაჩივრებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ