სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორია ნულანდი - აშშ-ის ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს
ვიქტორია ნულანდი - აშშ-ის ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს

აშშ-ის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის­გან ეკო­ნო­მი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ­ცი­რებს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წემ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა აშშ-ის სე­ნატ­ში გა­მარ­თულ მოს­მე­ნებ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად აშშ მუ­შა­ობს ევ­რო­პის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან იმის­თვის, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მო­ღე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი მო­მა­ვალ თვეს გა­ხან­გრძლივ­დეს.

"დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, ეკო­ნო­მი­კის რე­ფორ­მი­რე­ბის, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მდგრა­დო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, 2017 ფი­ნან­სურ წელს ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ 787 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ევ­რო­პა­სა და ევ­რა­ზი­ის­თვის, მათ შო­რის იმ ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ზე­წო­ლის წი­ნა­შე ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს უკ­რა­ი­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს, მოლ­დო­ვა­სა და და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნეთს ეხე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის წყა­ლო­ბით, ხდე­ბა ეკო­ნო­მი­კის რე­ო­რი­ენ­ტა­ცია რუ­სეთ­ზე ზედ­მე­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან, ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მზარ­დი ბაზ­რე­ბის­კენ.

ჩვენ ასე­ვე ვარღმა­ვებთ თა­ნაშ­რომ­ლო­ბას სა­დაზ­ვერ­ვო კუ­თხით ევ­რო­პა­სა და ევ­რა­ზი­ა­ში, იმის­თვის რომ გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ რუ­სე­თის ღია და ფა­რუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა, მო­ახ­დი­ნოს ქვეყ­ნე­ბის შიდა პო­ლი­ტი­კით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა.

მისი თქმით, აშშ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს იმ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მდგრა­დო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის ზე­წო­ლის ქვეშ არი­ან.

"ეს სა­მუ­შაო გა­მო­ხა­ტავს ჩვენს ღრმა ერ­თგუ­ლე­ბას იდე­ი­სა, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი თა­ვად აირ­ჩი­ოს", - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტო­რია ნუ­ლან­დმა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ვიქტორია ნულანდი - აშშ-ის ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს

ვიქტორია ნულანდი - აშშ-ის ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს

აშშ-ის ფინანსური დახმარებით, საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამცირებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად აშშ მუშაობს ევროპის ყველა ქვეყანასთან იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მომავალ თვეს გახანგრძლივდეს.

"დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის რეფორმირების, კორუფციასთან ბრძოლისა და ჩვენი პარტნიორების მდგრადობის გასაძლიერებლად, 2017 ფინანსურ წელს ჩვენ მოვითხოვეთ 787 მილიონი დოლარი ევროპასა და ევრაზიისთვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე ყველაზე დაუცველები არიან, განსაკუთრებით ეს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთს ეხება.

"საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ჩვენი დახმარების წყალობით, ხდება ეკონომიკის რეორიენტაცია რუსეთზე ზედმეტი დამოკიდებულებისგან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მზარდი ბაზრებისკენ.

ჩვენ ასევე ვარღმავებთ თანაშრომლობას სადაზვერვო კუთხით ევროპასა და ევრაზიაში, იმისთვის რომ გამოვავლინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ რუსეთის ღია და ფარული ძალისხმევა, მოახდინოს ქვეყნების შიდა პოლიტიკით მანიპულირება", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მისი თქმით, აშშ აქტიურად მუშაობს იმ ევროპული ქვეყნების მდგრადობის გასაძლიერებლად, რომლებიც მოსკოვის ზეწოლის ქვეშ არიან.

"ეს სამუშაო გამოხატავს ჩვენს ღრმა ერთგულებას იდეისა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, საკუთარი მომავალი თავად აირჩიოს", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."