Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა
გორის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა

გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­და უხვი ნა­ლე­ქის გამო ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და­ზა­რალ­და. ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­სულ­მა წყალ­მა ჯერ ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის, მისი მო­ად­გი­ლი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს რამ­დე­ნი­მე წევ­რის ოთა­ხე­ბი დატ­ბო­რა, შემ­დეგ კი ჭე­რიც ჩა­მო­ინ­გრა. აღ­ნიშ­ნულ კა­ბი­ნე­ტებ­ში მუ­შა­ო­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ხან­გრძლი­ვი წვი­მის გამო, სა­მაშ­ვე­ლო და კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. ქა­ლა­ქის მე­რის, ზუ­რაბ ჯირ­კვე­ლიშ­ვი­ლის თქმით, ნა­ლე­ქი მარ­თლაც საკ­მა­ოდ უხვი იყო, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია.

"60 წლის კაცი ვარ და ასე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მა და უხვი ნა­ლე­ქი გორ­ში არ მახ­სოვს. სწო­რედ წყლის ამ­გვარ­მა სი­ჭარ­ბემ გა­მო­იწ­ვია პრობ­ლე­მე­ბი. ამ დრომ­დე დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით 40 სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი შე­მო­ვი­და, ძი­რი­თა­დად მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სარ­და­ფე­ბი­დან წყლის ამო­ტუმბვას ითხოვს. გარ­და ამი­სა, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­მნა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­შიც. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის­გან წი­ნას­წარ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია უხვ ნა­ლექ­ზე და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ზა­რა­ლის ოდე­ნო­ბა უც­ნო­ბია. ამ დრო­ის­თვის ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ზუ­რაბ ჯირ­კვე­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გორის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა

გორის ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად ჭერი ჩამოინგრა

გორის მოსახლეობის გარდა უხვი ნალექის გამო ადგილობრივი ხელისუფლებაც დაზარალდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადმინისტრაციული შენობის სახურავიდან ჩასულმა წყალმა ჯერ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და საკრებულოს რამდენიმე წევრის ოთახები დატბორა, შემდეგ კი ჭერიც ჩამოინგრა. აღნიშნულ კაბინეტებში მუშაობა რეაბილიტაციის ჩატარებამდე შეუძლებელი იქნება.

ხანგრძლივი წვიმის გამო, სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურები მთელი დღის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ქალაქის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ნალექი მართლაც საკმაოდ უხვი იყო, რამაც გარკვეული პრობლემები გამოიწვია.

"60 წლის კაცი ვარ და ასეთი ინტენსიური წვიმა და უხვი ნალექი გორში არ მახსოვს. სწორედ წყლის ამგვარმა სიჭარბემ გამოიწვია პრობლემები. ამ დრომდე დახმარების თხოვნით 40 სატელეფონო ზარი შემოვიდა, ძირითადად მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვს. გარდა ამისა, რთული მდგომარეობა შეიქმნა მიწისქვეშა გადასასვლელშიც. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრისგან წინასწარ გვქონდა ინფორმაცია უხვ ნალექზე და მობილიზებულები ვიყავით. ზარალის ოდენობა უცნობია. ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი სალიკვიდაციო სამუშაოები", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზურაბ ჯირკველიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია