ადამ ლევინის პირადი ცხოვრება, მის კაშკაშა კარიერას არ ჩამორჩება. ლევინის ჰოლივუდის მოწინავე ლამაზმანებთან რომანი, ყოველთვის გახმაურებული იყო. ცოტა ხნის წინ ვოკალისტი კინოთიც დაინტერესდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ითამაშა კიდეც, თუმცა ადამ ლევინის ბიოგრაფიაში მთავარი, რა თქმა უნდა - მუსიკაა!
1979 წლის 18 მარტს, ფრედ ლევინის ოჯახში ბიჭი დაიბადა.
იუდეველმა მშობლებმა, ვაჟს ადამი დაარქვეს. ოჯახი კალიფორნიის ცენტრში ცხოვრობდა.
2000-იან წლებში, ოთხმა მეგობარბა ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა და მას "Maroon 5" უწოდეს.
2002 წელს ახალშობილი ალბომიც გამოვიდა, რომელსაც სახელად "სიმღერები ჯეინისთვის" დაარქვეს. ადამმა კომპოზიციები ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. მალე "სასიყვარულო სერენადებმა" ჰიტ-პარადებში მოწინავე ადგილი დაიკავეს. ალბომის სიმღერები, დღემდე პოპულარულ ჰიტებად რჩება. ჯგუფს უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და დიდი აღიარებაც მოიპოვა.
პირადი ცხოვრება- კოლექციონერი, გულშემატკივარი, ტატუების მოყვარული
ადამი ხშირად ესწრება სპორტულ შეჯიბრებებს და აქტიური გულშემატკივარია. აგროვებს ავტომობილებს და საკუთარი კოლექციით ამაყობს. ერთ დროს გატაცებული იყო კალათბურთით, მაგრამ ტრავმის გამო თავის დანებება მოუხდა. დღეს დაკავებულია იოგით.
მომღერალი ვეგეტარიანელია და აღმერთებს ტატუებს. თავისუფლად მოიხმარს, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელს. ადამის პირად ცხოვრებაზე კი სერიალის
გადაღება შეიძლება... განაგრძეთ კითხვა