საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყებენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმის განხილვას - საქალაქო სასამართლოს განცხადება
როდის დაიწყებენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმის განხილვას - საქალაქო სასამართლოს განცხადება

მე­უღ­ლი­სა და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის მი­მართ, ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 10 ივ­ნისს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ამის შე­სა­ხებ AMBEBi.GE-ს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­დან აც­ნო­ბეს.

სა­სა­მარ­თლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შერ­ჩე­ვის სხდო­მებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ კან­დი­დატ­თა­გან შე­ირ­ჩა 15 ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე კი გა­ნი­სა­ზღვრა 12 ძი­რი­თა­დი და 3 სა­თა­და­რი­გო ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია. მათი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე დამ­სწრე პი­რებს და პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ მსა­ჯულ­თა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა. სხდო­მის ფო­ტო­გა­და­ღე­ბა, კინო, ვი­დეო, აუ­დი­ო­ჩა­წე­რა და ეთერ­ში გა­და­ცე­მა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა გა­და­ღე­ბის, მათი ვი­ნა­ო­ბის, გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბის და სხვა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გამ­ხე­ლის გა­რე­შე.

წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის თა­ნახ­მად, მაგ­და პა­პი­ძეს ბრა­ლად წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ედე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როდის დაიწყებენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმის განხილვას - საქალაქო სასამართლოს განცხადება

როდის დაიწყებენ ნაფიცი მსაჯულები მაგდა პაპიძის საქმის განხილვას - საქალაქო სასამართლოს განცხადება

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ AMBEBi.GE-ს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

სასამართლოს ინფორმაციით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 15 ნაფიცი მსაჯული. დღევანდელ სხდომაზე კი განისაზღვრა 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ მართლმსაჯულებას.

ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

წარდგენილი ბრალის თანახმად, მაგდა პაპიძეს ბრალად წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ორი პირის განზრახ მკვლელობა ედება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ